ღამით ტაბლეტების გამოყენებამ შეიძლება უძილობა გამოიწვიოს

როგორც ვიცით, 21-ე საუკუნე სწორედ ტექნოლოგიების აღორძინების ხანაა. უწინ, ძილის წინ, ადამიანთა უმეტესობა წიგნის კითხვით იყო დაკავებული, დღესდღეობით კი, დაძინებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ადამიანთა დიდი ნაწილი ამოწმებს ელ. ფოსტას, ფეისბუქს ან ინსტაგრამს.

გარკვეულწილად, სწორედ ამ ყველაფრის გამო, ჩვენი, ადამიანების დამოკიდებულებაც მარტივად იკვეთება ტაბლეტების და, ზოგადად, ტექნოლოგიების მიმართ, რაც თავისთავად, ცუდი არ არის, თუმცაღა აუცილებელია ვიცოდეთ ის გვერდითი მოვლენები, რაც შეიძლება გამოიწვიოს ტაბლეტების გამოყენებამ ღამით.

მეტიც, პლანშეტი განვადებით მოთხოვნილ ციფრულ-ტექნიკას შორის ტელეფონების შემდეგ მეორე ადგილზეა.

ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა რამდენიმე ათეული კვლევის შედეგი გაანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტაბლეტები, პლანშეტები და სხვა ელექტრონული გაჯეტები ადამიანებს ძილის პრობლემას უქმნის, სტატია ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა.

მკვლევარები გვაფრთხილებენ, რომ ლურჯმა შუქმა, რომელსაც ეკრანები ასახავს, შესაძლებელია ჩვენი ღამის ძილი დააფრთხოს. ლურჯი შუქი, რომელიც ტაბლეტებს და სხვა ელექტრონულ გაჯეტებს აქვთ, მაქსიმალურად მიმგვანებულია დღის შუქს, სწორედ ამიტომ, ტაბლეტების ღამით გამოყენება ჩვენს ტვინს არწმუნებს, რომ კვლავ დღეა.

ღამით ტაბლეტების გამოყენებამ შეიძლება უძილობა გამოიწვიოს

ლურჯი შუქი თრგუნავს ტვინის ქიმიკატების წარმოქმნას, რომელსაც მელატონინი ეწოდება. მელატონინი - ეპიფიზის მთავარი ჰორმონი, ცირკადული რითმის მარეგულირებელია. სწორედ უძილობის დროს ,,ბიოლოგიური საათის“ კორექტირებისთვის მას აბების სახით იღებენ.

ამ ჰორმონის რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში რიტმულად იცვლება, კონკრეტულად კი, როგორც წესი, ღამით, შუა ღამიდან დილის 5 საათამდე, მისი რაოდენობა ორგანიზმში განსაკუთრებით მომატებულია, ხოლო დღისით-ნაკლები.

ამის საპირისპიროდ, არსებობს მსუბუქი შუქი, რომელიც უფრო მეტად ნარინჯისფერი და წითელი ტონით გამოირჩევა, რომელიც ლურჯი შუქისგან განსხვავებით, სულაც არ თრგუნავს მელატონინის წარმოებას, მეტიც, ადამიანის ტვინი ამ ფერთა განათებას აღიქვამს, როგორც დღის ბოლოს.

ნევროლოგებმა წლების განმავლობაში იცოდნენ, რომ გვიან საღამოს ეკრანებზე ყურებამ შესაძლებელია ძილის შეფერხება გამოიწვიოს, აზრი არ აქვს ეს ტელევიზორის ეკრანი იქნება, კომპიუტერის, თუ მობილური ტელეფონის.

ტაბლეტები პორტატული ტექნოლოგიების რიცხვს მიეკუთვნება, რაც გაცილებით კომფორტულს ხდის მის გამოყენებას. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანები ღამით, დაძინებამდე საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში მოიხმარენ მათ და სულაც არ ფიქრობენ იმაზე, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მიაყენოს ტაბლეტის გამოყენებამ მათი ძილის რეჟიმს.

ნიუ-იორკის რენსსელერის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (Rensselaer Polytechnic Institute), განათების კვლევის ცენტრის მუშაკებმა გაგვაფრთხილეს, რომ პლანშეტების ორ საათზე მეტ ხანს გამოყენება იწვევს ჩვენი ბუნებრივი მელატონინის დონის ჩახშობას, რადგან მოწყობილობები ასხივებენ ოპტიკურ რადიაციას მოკლე ტალღის სიგრძეზე.

ღამით ტაბლეტების გამოყენებამ შეიძლება უძილობა გამოიწვიოს

სხვა, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ასხივებენ მსუბუქ შუქს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღამით მოწყობილობების გამორთვა საბოლოო გამოსავალია, ასევე რეკომენდირებულია ისიც, რომ ღამით ტაბლეტებსა თუ სმარტფონებზე გამოყოფილი დრო მაქსიმალურად შევამციროთ და შევზღუდოთ.

მათი ღამე გამოყენება არაა მხოლოდ დაკავშირებული მოწესრიგებულ ძილზე, მკვლევარების თქმით, ძილის მუდმივმა შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი წონა და მკერდის კიბოც კი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტაბლეტის შემქმნელებს შეუძლიათ შეცვალონ მანათობელი მოწყობილებების სპექტრული ენერგიის განაწილება ისე, რომ ამ განათებამ ნაკლებად მოახდინოს ნეგატიური გავლენა როგორც ძილზე, ასევე მთლიანად ადამიანის ჯანმრთელობაზე.

თუ დამატებითი რჩევების მიღება გსურთ, გადახედეთ ჩვენს წინა სტატიას, პლანშეტების შესახებ.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას 

პოპულარული მოდელები

სახატავი პლანშეტი Xiaomi Mi Home LED BlackBoard  (BHR4245GL) 4907
სახატავი პლანშეტი Xiaomi Mi Home LED BlackBoard (BHR4245GL) 4907
Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პლანშეტი Samsung Galaxy Tab S9 (SM-X716BZAACAU)
პლანშეტი Samsung Galaxy Tab S9 (SM-X716BZAACAU)
Regular price 2,899 ლარი / თვეში 155 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პლანშეტი Samsung Galaxy Tab S7 FE 12.4'' (4GB/64GB)
პლანშეტი Samsung Galaxy Tab S7 FE 12.4'' (4GB/64GB)
Regular price 1,699.00 ლარი 1,649 ლარი / თვეში 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი