რამდენად უსაფრთხოა თქვენი ემალის ქვაბები?

ყველა სამზარეულოშია ერთი-ორი საყვარელი ქვაბი და ტაფა, რომლებიც გამორჩეულად უყვარს დიასახლისს, მიჩვეულია და ჰგონია რომ მათი საშუალებით განსაკუთრებულად გემრიელ კერძებს ამზადებს.

უამრავი ახალი შენაძენიდან გამომდინარე, ბევრი სხვადასხვა სახეობის, მასალის, ზომისა და სიძველის ქვაბი და ტაფა მოიძებნება ჩვენს სამზარეულოში.

რამდენად უსაფრთხოა თქვენი ემალის ქვაბები?

ჯანსაღი კერძის მომზადება მხოლოდ პროდუქტზე არ არის დამოკიდებული, უხარისხო ქვაბებში რაც არ უნდა ვიტამინებით გაჯერებული ბოსტნეული ჩავყაროთ, ის დაკარგავს თავის სასარგებლო თვისებებს და გემოსაც.

თანამედროვე ბაზარზე ფართო არჩევანია ქვაბებისა და ტაფების ნაკრებები და ჭურჭელი განვადებით - უარესიდან საუკეთესომდე, ფასის შესაბამისად, თუმცა შეძენამდე აუცილებელია, ვიცოდეთ თუ რომელი მასალაა უფრო უსაფრთხო და პრაქტიკული.

კარგი არასოდესაა საკმარისიო - იტყოდახოლმე ბებიაჩემი და საკუთარი დანაზოგით ლამაზ-ლამაზ ემალის ქვაბებს ყიდულობდა, რითიც კიდევ უფრო აფერადებდა სამზარეულოს ნაკრებს.

მაშინ ეს ყველაფერი უბრალო აკვიატება მეგონა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბებიის დროინდელი ემალის ქვაბები ახლაც არ კარგავს აქტუალობას და ისევ ფართოდ გამოიყენება საჭმლის მოსამზადებლად, ვხვდები, რომ ბებია მართალი ყოფილა და ნამდვილად არ ცდებოდა არჩევანში.

რით არის ემალი განსაკუთრებული

ემალის საფარი ხასიათდება უნიკალური ქიმიური და მექანიკური თვისებებით. მას  ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ სამკაულების გასალამაზებლად. ემალი არის, როგორც ფხვნილის სახით ასევე თხევადი და ერწყმის სხვადასხვა მეტალს: სპილენძს, ალუმინს, თუჯს, რკინას...

ემალის ქვაბების ნაკრებს, პირველ რიგში, ის მახასიათებლები არ უნდა დავუკარგოთ რითაც ეს უკანასკნელი ბაზარზე ინარჩუნებს მოწინავე ადგილს.

  • მას გააჩნია ფერის სტაბილურობის უნარი წლობის განმავლობაში
  • კოროზიისგან დაცვა, თუნდაც მდუღარე წყალში.
  • მდგრადობა, ადვილად წმენდა და ნაკაწრებისგან დაცვა
  • გამძლეობა მაღალ ტემპერატურაზე

დღესდღეობით ემალი გამოიყენება არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ წარმოების ფართო სპექტრში, როგორც დეკორატიული თვალსაზრისით, ასევე საყოფაცხოვრებო.

გარდა ემალის ხელმისაწვდომობისა, იგი უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. მასში მომზადებული საჭმელი შეგვიძლია თამამად მივირთვათ და არ შეგვეშინდეს მავნე ნივთიერებების. 

საშუალოდ ემალის ქვაბების ფასი 130 ლარიდან 180 ლარამდე მერყეობს, თუმცა ეს ფასი მაქსიმალური ნიშნული ნამდვილად არ არის. მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ თურქული წარმოების ქვაბებს, რომლებიც ხელმისაწვდომიცაა და ამასთან ხარისხიანიც.

რაც შეეხება ემალის უსაფრთხოებას, იგი ნამდვილად არ არის საზიანო. სხვა მასალისგან განსხვავებით, მომზადების პროცესში არ გამოჰყოფს მავნე ნივთიერებებს და სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის.

მოერიდეთ რძის, ფაფების, მაკარონისა და ბრინჯის მომზადებას ემალის ქვაბში. ამ შემთხვევაში ძირსა და გვერდებზე იკრავს და ცოტა დისკომფორტია მათი გარეცხვა, რაც შეეხება წვნიანს, მასში მომზადებული ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული საჭმელი უგემრიელესი და ვიტამინებით მდიდარი გამოდის.

მაშ ასე, მას შემდეგ, რაც წაიკითხეთ ეს სტატია, რეკომენდაციას ვუწევთ ქვაბების შესახებ კიდევ ერთ პოსტს, რის შემდეგაც უკვე შეგიძლიათ ისიამოვნოთ როგორც ემალის ქვაბების ვიზუალური სილამაზით, ასევე უგემრიელესი კერძებთ, რომლებსაც მოამზადებთ. 

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას 

პოპულარული მოდელები

უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
Regular price 220.00 ლარი 137 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
Regular price 120.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
Regular price 250.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ალუმინის  ქვაბების ნაკრები Scovo 7PCS
ალუმინის ქვაბების ნაკრები Scovo 7PCS
Regular price 180.00 ლარი 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია