რა უნდა ვიცოდეთ მატრასის ყიდვის დროს?
როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ხერხემლისა და სახსრების მრავალი დაავადება, რაც ძალზედ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ამასთან ერთად ამ დაავადებებს თან ახლავს საშინელი ტკივილი, რომელიც ზურგის გარდა მოიცავს კისრის არესა და სახსრებს.
მართალია, ასეთ დროს ექიმის მეთვალყურეობა და მკურნალობა ძალზედ საჭირო და მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს სხვა გზებიც, რომლებიც ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქებს ტკივილსა და დაავადებისკენ მიდრეკილებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, არის სწორად შერჩეული მატრასი.
რადგანაც ძილის დროს სხეულს ვერ ვაკონტროლებთ, აუცილებელია გვეძინოს ისეთ მატერიაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზმის დასვენებასა და ნაკლები დისკომფორტის შექმნას.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შესაძლოა რომელიმე დაავადება არ გვქონდეს გამოკვეთილი და უბრალოდ ზურგის, კისრისა და სახსრების ქრონიკული ტკივილები გვაწუხებდეს. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ეს მდგომარეობა სავსებით შესაძლებელია.
მითუმეტეს მაშინ, როცა ღამეც კი არ გვძინავს კომფორტულად, რასაც ისევ და ისევ მივყავართ არასწორად შერჩეული მატრასისკენ. გთავაზობთ მატრასების სახეობათა ჩამონათვალსა და რამდენიმე ფაქტორს, რაც უნდა გავითვალისწინოთ მატრასის ყიდვის დროს. მაშ ასე, დავიწყოთ!
პირველ რიგში, მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია მატრასის ტიპებთან დაკავშირებით. არსებობს მატრასის 5 ყველაზე ცნობილი სახეობა, ესენია: მემორიფომი, რომელიც არის მყარი, მაგრამ გათბობისას ხდება უფრო რბილი, ელასტიური და დამყოლი, რაც ნამდვილად მოსახერხებულია.
ლატექსი - ჰაეროვანი და მსუბუქი. ის მემორიფომთან შედარებით უფრო მყარია. ლატექსის მატრასები ხშირ შემთხვევაში ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული. პოლიურეთანი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მასალის მატრასი.
მემორიფომის ტიპის მატრასებისაგან განსხვავებით, ლატექსისა და პოლიურეთანზე წოლის დროს შეგიძლიათ ბევჯერ და უფრო მარტივად შეიცვალოთ მდგომარეობა. ასეთი ტიპის მატრასი რეკომენდირებული არ არის ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, მაგრამ თუ 68 კილოგრამზე ნაკლები ხართ, არც თუ ისე მოუხერხებელი იქნება მისი გამოყენება.
ზამბარიანი მატრასი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მატრასებს შორის. მასში განთავსებულია მრავალი დამაკავშირებელი ფოლადის ზამბარა, რომელიც კარგი ვარიანტიa ჭარბწონიანი ადამიანებისთვის. ის დიდხანს ძლებს. ამის მიზეზი გახლავთ ფოლადის შემადგენლობა.
ორთოპედიული მატრასი, რომელშიც ინდივიდუალურად არის განლაგებული ზამბარები. მას შეგვიძლია ვუწოდოთ ჰიბრიდულიც, რადგან აქ გვხვდება მემორიფომისა და ზამბარიანი მატრასის მასალათა ერთობლიობა. ხერხემლისა და სახსრების დაავადებების მქონე ადამიანებს ხშირად ურჩევენ ამ ტიპის მატრასს.
აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ წონას! თუ წონის პრობლემა გაქვთ უმჯობესია მყარი მატრასი გამოიყენოთ, ხოლო გამხდარი ადამიანებისთვის რეკომენდირებულია უფრო რბილი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკსაც! კარგი იქნება თუ ხნიერი ადამიანები ისარგებლებენ შედარებით მყარი მატრასით, რათა ნაკლებად დაზიანდეს სისხლის მიმოქცევის სისტემა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ რა მდგომარეობაში გიყვართ წოლა. თუ გვერდით ან მუცელზე გძინავთ, უმჯობესია აირჩიოთ რბილი, ან საშუალო სირბილის მატრასი, რადგან მყარმა შესაძლოა გამოიწვიოს მხრებისა და ბარძაყის ტკივილები.
პირიქით ხდება იმ შემთხვევაში, თუ ზურგზე გიყვართ წოლა. სასურველია შეიძინოთ მყარი ან საშუალო სიმყარის მატრასი, რათა გულმკერდი და ბარძაყები სწორ მდგომარეობაში იყოს განლაგებული.
მიაქციეთ ყურადღება იმას, ხართ თუ არა ალერგიული. თუ ალერგიული ბრძანდებით უპირატესობა მიანიჭეთ სინთეტიკურ მასალას.
საბოლოოდ, მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურადაა მოწყობილი. შესაძლოა, რომელიმე მატრასის აღწერილობა ძალიანაც გაკმაყოფილებდეთ, მაგრამ თქვენმა სხეულმა ის არ მიიღოს.
ამიტომ ჯობია ყიდვის დროს იყოთ მეტად დაკვირებული და არ მიიღოთ სწრაფად გადაწყვეტილება, რადგან კარგი ხარისხის მატრასები ნამდვილად არ არის იაფი. ასევე, თუ თვლით, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, ეწვიეთ ექიმს, რომელიც სწორად განსაზღვრავს, თუ რა ტიპის მატრასი იქნება თქვენთის რეკომენდირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოინახულეთ მატრასების მაღაზია და შეიძინეთ სასურველი მატრასი.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას