რა უნდა გავითვალისწინოთ კონდინციონერების შერჩევისას?

ზაფხულში , როდესაც მზე გაგიჟების პიკს აღწევს და გაბრაზებულ გულზე  დედამიწისკენ მომართავს თავის გავარვალებულ სხივებს, ატმოსფერულ ჰარში ტემპერატურაც მაღალ ნიშნულს მიაღწევს ხოლმე და მერე ვიწყებთ  მოთქმას  იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ საშინლად ცხელააა.
 
იმისათვის, რათა მზისგან გამოცხადებული ბრძოლა კეთილსინდისიერად მოვიგოთ, ყველაზე კარგ და ეფექტურ იარაღს კონდინციონერებს გთავაზობთ, რომელიც გაგიმარტივებთ  ზაფხულის ცხელი დღეების გადატანას.

 იქამდე კი, რამოდენიმე საინტერესო რჩევას მოგცემთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავარჩიოთ გაგრილების სისტემები. 

პირველ რიგში, აირჩიეთ თანამედროვე ბრენდი:

Midea

Midea არის ჩინური გიგანტი, რომელიც გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით, მაღალი ენერგოეფექტურობით და მდგრადობით. იყენებს ინვერტორულ ტექნოლოგიას, რაც 30-40%-ით ამცირებს ენერგიის მოხმარებას.

მოდელებში გვხვდება Wi-Fi კონტროლი, თვითწმენდა და დაბალი ხმაურის დონე. პოპულარული სერიაა BreezeleSS+, რომელიც უზრუნველყოფს რბილ ჰაერის ნაკადს კომფორტული გაგრილებისთვის.

Beko

Beko თურქული ბრენდია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომობით. აქვს A++ ენერგოეფექტურობა, რაც უზრუნველყოფს დაბალ ელექტროენერგიის ხარჯვას.

გამოირჩევა ანტიბაქტერიული ფილტრებით, რომლებიც აუმჯობესებენ ჰაერის ხარისხს. მოდელებში გვხვდება თვითწმენდის ფუნქცია და ტურბო რეჟიმი, რაც სწრაფად აგრილებს ოთახს.

Samsung

Samsung გთავაზობთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და თანამედროვე დიზაინს. WindFree™ ტექნოლოგია – უზრუნველყოფს უნაკლო გაგრილებას ჰაერის ნაკადის გარეშე.

ინვერტორული კომპრესორი – 75%-ით ამცირებს ენერგიის მოხმარებას. აქვს AI Auto Cooling ფუნქცია, რომელიც აანალიზებს ოთახის ტემპერატურას და ავტომატურად არეგულირებს მუშაობას.

Chigo

Chigo არის ჩინური ბრენდი, რომელიც პოპულარულია ხელმისაწვდომი ფასით და კარგი მახასიათებლებით. მოდელებში იყენებს ინვერტორულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას.

აქვს გააქტიურებული ნახშირის ფილტრები და ბაქტერიოციდული ფილტრაცია, რაც აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს. გამოირჩევა დაბალი ხმაურითა და სწრაფი გაგრილების ფუნქციით.

TCL

TCL არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური და ხელმისაწვდომი კონდიციონერებით. Gold Fin ტექნოლოგია ხელს უწყობს კონდენსატორის ხანგრძლივ მუშაობას და დაცვას კოროზიისგან.

Wi-Fi კონტროლი და ხმოვანი მართვა (Google Assistant, Alexa). Turbo Cooling ტექნოლოგია სწრაფად აგრილებს ოთახს.

ზოგადი რჩევები კონდიციონერის შერჩევისას

სანამ კონდიციონერის ყიდვას გადაწყვეთ, სასურველია იცოდეთ დაახლოებით რა მოცულობის ოთახისთვის გსურთ მისი შეძენა. (თუ გსურთ გამოთვალოთ რა სიმძლავრის გამაგრილებელი სისტემა გჭირდებათ, ოთახის მთლიანი ფართობი უნდა გაყოთ 10-ზე). 

ამასთან, გჭირდებათ ის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის  თუ დიდი სივრცის ოფისებისთვის. პირობითად, საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის ძირითადად გამოიყენება სპლიტ სისტემის კონდიციონერები,  რომელიც შეიძლება იყოს კედლის, იატაკის, ჭერის და ა.შ.

ამ ტიპის მოდელები გარე და შიდა ბლოკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული და უზრუნველყოფს  ოთახის გათბობასა თუ გაგრილებას.  გარე ბლოკი, რომელიც მეტად ხმაურიანია, მონტაჟდება გარეთ, ხოლო შიდა ბლოკი შეგიძლიათ ოთახის ნებისმიერ კედელზე დაამონტაჟოთ.  

რა უნდა გავითვალისწინოთ  კონდინციონერების შერჩევისას?
აღსანიშნავია, რომ სპლიტ სისტემის ერთ-ერთ დადებითი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ გარე ბლოკს შეგიძლიათ რამოდენიმე შიდა ბლოკი ერთდროულად დაუკავშიროთ  და არ დაგჭირდეთ  თითოეულ მათგანთან ცალკე კონტაქტის უზრუნველყოფა. ამ კავშირს მულტი სპლიტ სისტემას უწოდებენ, რომლის დროსაც, თუკი მწყობრიდან გამოდის გარე ბლოკი, მუშაობას წყვეტს ყველა შიდა ბლოკი. 

არის სხვა, კასეტური ტიპის სპლიტ სისტემა,  რომელიც ძირითადად ოფისებსა თუ შენობებშია განთავსებული. ეს მოდელი ჭერში მონტაჟდება  და მარტივად ახერხებს ჰაერის ნაკადის თანაბარ გადანაწილებას.

გათბობა-გაგრილების გარდა, კონდინციონერის ძირითადი დანიშნულებაა  ტენიანობის გამოშრობა, ტემპერატურის ავტომატური კონტროლი, ჰაერის გადანაწილება და ღამის რეჟიმის ფუნქცია. 

აქვე, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ  ჩვენს საიტზე წარმოდგენილ  კონდიციონერებს, ხოლო მათი შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით  მთელი საქართველოს მაშტაბით.

ყიდვის პროცესში მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ გაითვალისწინოთ  კონდიციონერის  სიმძლავრე და ფუნქციები.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყიდვამდე სასურველია ვიცოდეთ ოთახის ზომები, რადგან სიმძლავრიდან გამომდინარე, კონდიციონერმა სათანადო გაგრილება უზრუნველყოს. რადგან გაგრილების სისტემები ხშირ შემთხვევაში სრული დატვირთვით, მთელი დღე მუშაობს ხოლმე, თუ საკმარისად ძლიერი არ  აღმოჩნდება, გაზრდის ხმაურის დონეს და ამასთან ელექტრო ენერგიის მოხმარებასაც. საბოლოოდ, შეიძლება სისტემა საერთოდ გამოვიდეს მწყობრიდან და უფუნქციო გახდეს.  

რა უნდა გავითვალისწინოთ  კონდინციონერების შერჩევისას?
და ბოლოს, აუცილებელია კონდიციონერი დაამონტაჟოს პროფესიონალმა ხელოსანმა, რადგან მისი არასწორი, უხარისხო დამონტაჟება გამოიწვევს  ასევე მის მწყობრიდან გამოსვლას.

იმ შემთხვევაში, თუკი ნებისმიერ მოდელზე შეაჩერებთ არჩევანს, მათ შორის დასადგამ კონდიცონერებზე, ჩვენ გთავაზობთ  თქვენზე მორგებულ განვადების პირობებსაც. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და მარტივი პროცედურების გავლით მიიღეთ ნივთი ერთ დღეში მთელი საქართველოს მაშტაბით.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!   

პოპულარული მოდელები

კონდიციონერი 35-40მ2 Indesit IRFPB120/IRFPB121
კონდიციონერი 35-40მ2 Indesit IRFPB120/IRFPB121
Regular price 1,199.00 ლარი 999 ლარი / თვეში 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
კონდიციონერი 35-40მ2 Indesit IRFPB120/IRFPB121
კონდიციონერი 70-80მ2 Indesit IRFPB240/IRFPB241
Regular price 2,099.00 ლარი 1,799 ლარი / თვეში 97 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
კონდიციონერი 35-40მ2 Indesit IRFPB120/IRFPB121
კონდიციონერი 50-60მ² Indesit IRFPB180/IRFPB181
Regular price 1,599.00 ლარი 1,399 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
კონდიციონერი 70-80 მ² (ინვენტორული) TCL BreezeIn TAC-24CHSA/TPH21I
კონდიციონერი 70-80 მ² (ინვენტორული) TCL BreezeIn TAC-24CHSA/TPH21I
Regular price 2,249.00 ლარი 1,849 ლარი / თვეში 99 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი