რა სამუშაოებს გვიმარტივებს ხელის დრელი?
სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, ხელის დრელს დღეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს, რადგან მისი ძირითადი დანიშნულებიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესს ბევრად მოსახერხებელს ხდის.
როგორც იცით, დრელის ძირითადი დანიშნულები ხრახნებისა და ჭანჭიკების სწრაფად ამოღება ან ჩასმაა ამიტომ, ასეთი ინსტრუმენტი განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი სამუშაოების შესრულებისას, როდესაც ათობით ან ასობით ხრახნთან გვიწევს მუშაობა.
გარდა ამისა, მოწყობილობას სხვა დამატებითი ფუნქციაც გააჩნია. მაგალითად, სპეციალური საბურღი თავის დამონტაჟებით, შეგიძლიათ ხის, პლასტმასის და თხელი ლითონის მასალის გაბურღვა. უფრო მძლავრი ტიპის მოწყობილობები კი უმკლავდებიან აგურისა და ბეტონის საფარსაც.
ზოგადად, უნდა აღინიშნოს , რომ ხელის დრელი ნამდვილად შეუცვლელი ინსტრუმენტია ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი სამშენებლო სამუშაოებისა და რემონტის დროს. სწორედ ამ მიზეზით, ძალიან ბევრი მომხმარებელი ერთხმად უწევს მას რეკომენდაციას და აღნიშნავენ იმასაც, რომ ყველაზე მოსახერხებელი სწორედ უსადენო ტიპის ხელის დრელია.
ის თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად დრელი, ამას ჩვენი ბლოგის საშუალებით მოგიყვებით.
ხელის დრელსა და დენის წყაროში ჩასართავ მოდელებს შორის მთავარი განსხვავება სიმძლავრის არსებობა შეიძლება იყოს. მოწყობილობები, რომლებსაც შიგნით კვების წყარო, აკუმულატორი აქვს , შემდეგი უპირატესობები გააჩნია:
მობილურობა:
ნებისმიერ ადგილზე შესაძლებელია მისი გადაადგილება ფუნქციონირებისთვის კი დამატებითი ელემენტები არ არის საჭირო. საკმარისია მოწყობილობის ხელში აღება და ის უკვე მზად არის სამუშაოს შესასრულებლად.
კომპაქტურობა:
როგორც წესი, საყოფაცხოვრებო ხელის დრელი მცირე ზომისაა. ამის გამო, მოწყობილობა განსაკუთრებით მოსახერხებელია სხვადასხვა ადგილზე მისასვლელად.
უნივერსალურობა:
ხელსაწყო გამოიყენება როგორც ხრახნებისთვის, ასევე საბურღი დანიშნულებისთვის.
უკაბელო ხელსაწყო შეუცვლელია ისეთ ობიექტებში სამუშაოდ, სადაც
ელექტროენერგია არ არის და ხშირად გჭირდებათ სიმაღლეზე მუშაობა.
ხელის დრელის დამატებითი უპირატესობა ისაა, რომ მუშაობა შეგიძლიათ გარეთ და შენობის შიგნით. თუმცა, ხელსაწყოს ერთადერთი უარყოფითი მხარე ელემენტის პერიოდული დატენვის საჭიროებაა. მწარმოებლები ყველანაირად ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრას და ხშირად გვთავაზობენ 2 ელემენტს: სანამ ერთი სამუშაო პროცესშია, მეორე პარალელურად იღებდეს ენერგიას.
უკაბელო დრელის არჩევის კრიტერიუმები:
ხარისხიანი დრელის არჩევისას, საკმარისი არ არის ყურადღების გამახვილება მხოლოდ ფასსა და დიზაინზე. აუცილებელია დამატებით შეაფასოთ მნიშვნელოვანი მახასიათებლები.
ყურადღება მიაქციეთ მწარმოებლებს:
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდირებული ხელსაწყოები უფრო ძვირია, სამაგიეროდ მათ აქვთ ხარისხის გარანტია და შეკეთების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ სერვისცენტრებს. რაც შეეხება ხელსაწყოებს, იწყობა გამძლე კომპონენტებით.
მიუხედავად იმისა , რომ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, საუკეთესოთა შორის საუკეთესო დიდი ხანია ცნობილია და ყველა პროდუქტს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მათ. ეს ბრენდებია ბოში, მაკიტა , მეტაბო.
ბოში: ბოშის ხრახნიანი დრელი მუშაობს საკმაოდ ძლიერ ელემენტზე. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ძაბვა 10,8-დან 18 ვ-მდე მერყეობს. ინსტრუმენტებს გათვალისწინებული აქვს ყველანაირი უსაფრთხოება 100%-იანი დაცვით, ხოლო დატენვის მაჩვენებელი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ხელსაწყო მუშაობის პროცესში.
მაკიტა: ბრენდი გთავაზობთ საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის (7.5 ვტ – დან) და პროფესიონალ 18 ვ – მდე ხრახნიან დრელებს. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია განათების ფუნქციით, რაც ძალიან მოსახერხებელია ცუდი განათების მქონე ადგილებში სამუშაოდ.
მეტაბო: იძლევა 3 წლიან გარანტიას მის ყველა პროდუქტზე. წინა მოდელებთან შედარებით საკმაოდ დაბალბიუჯეტიანია , თუმცა ამ ბრენდის დრელს საკმაოდ გამძლე ელემენტი აქვს, რომელიც არ ჩამოუვარდება ბოშს.
შემდეგი მახასიათებელი ძალაა:
აღნიშნული პარამეტრი მომხმარებელს მოწყობილობის სიჩქარის შესახებ აწვდის ინფორმაციას. ლოგიკურია, რაც უფრო მეტი აქვს ძალა, მით უფრო სწრაფად მუშაობს ხრახნიც, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ მას, მითუმეტეს საშინაო მიზნებისთვის. 500 - 700 ვტ სიმძლავრის მქონე მოდელი საკმარისია სახლის პირობებში სამუშაოდ.
იმისათვის, რათა ხელსაწყო ყოველ ნახევარ საათში არ ტენოთ დენის წყაროში მიერთებით, ყიდვისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ელემენტის გამძლეობას.
ლითიუმ-იონური ელემენტები ყველაზე გავრცელებულია. მათი დატენვა შეიძლება 3000 ჯერ.
ნიკელ-კადმიუმი ყველაზე გამძლეა ცივ ამინდში სამუშაოდ.
ნიკელ-მეტალის ჰიბრიდი - ეკოლოგიურად სასარგებლო ელემენტია, რომელიც კომპაქტური და მსუბუქი წონისაა, თუმცა ცივ ამინდში სამუშაოდ ნუ გაიმეტებთ.
პოპულარული მოდელები