რა არის რეისმუსი და რისთვის გამოიყენება?

 ხის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები, საამქროებში სხვადასხვა ელექტრო დანადგარების არსებობას გულისხმობს. ერთ-ერთი ასეთია რეისმუსი, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ხის ფილებთან მუშაობას.

როგორ მუშაობს რეისმუსი?

რეისმუსი გათვლილია  ხის დაფებთან მუშაობისთვის, რომელიც ბრტყელ მასალებად გარდაქმნის ხის ფილებს. მოწყობილობის ძირითადი ელემენტია შახტის დანა, რომელიც ხის ფენის გარკვეულ ნაწილს ხსნის. შედეგად, დაფის ზედაპირი გასუფთავებული ხდება.

ბევრ თანამედროვე რეისმუსში გათვალისწინებულია  ფიქსირებული სიჩქარე, რაც საშუალებას გაძლევთ ხის ფენები თანაბრად მოაცილოთ.

აღჭურვილობის ძირითადი კომპონენტებია:

  • მექანიზმის ძრავა;
  • დანის ლილვი (ლილვები);
  • ძირითადი და დამხმარე მაგიდები;
  • მოძრავი ლილვაკები;
  • კონტროლისა და რეგულირების ელემენტები (სიმაღლის შერჩევის ღილაკი, დენის ღილაკი, კონტროლის ნათურა, გადამრთველები);
  • დაცვის სისტემები (ძრავის დატვირთვის სენსორი, მოკლე ჩართვისგან დაცვა)

რეისმუსის მუშაობის პრინციპი

მუშაობის დროს, ძრავა ლილვს დანით  ატრიალებს. სანამ ლილვაკები გადაადგილდებიან დაფაზე,  საჭრელი ლილვი,  ორი ან სამი დანის დახმარებით, აშორებს ხის ფენებს. ხარვეზების გამოყოფა ხდება სპეციალური მილის საშუალებით, რომელსაც შეიძლება მიუერთდეს მტვერსასრუტი ან სხვა ტიპის გამწოვი.

რა არის რეისმუსი და რისთვის გამოიყენება?

დღესდღეობით, რეისმუსის ორი ვარიანტი არსებობს: ცალმხრივი და ორმხრივი. ორმხრივს აქვს დამატებითი ჭრის ლილვი, რომელიც მდებარეობს სამუშაო ნაწილის ქვეშ და საშუალებას გაძლევთ ორივე მხრიდან  ერთდროულად დაამუშაოთ მასალები.

სად  და რისთვის გამოიყენება რეისმუსი?

რეისმუსის გამოყენება შესაძლებელია  სახლის პირობებში დაფებისა და ხის ფილების დამუშავებისთვის, რომელიც  სასარგებლოა სარემონტო და სამშენებლოს სამუშაოებისთვის. გარდა ამისა, მოწყობილობა გამოიყენება ავეჯის,  საჭირო სისქის დაფებისა და ხის სხვადასხვა კონსტრუქციების წარმოებაში.

რეისმუსის ტიპები

ხის დანადგარი შეიძლება დაიყოს პარამეტრების მიხედვით: საჭრელი ლილვების რაოდენობა, ტექნიკური მახასიათებლები და მობილურობა.

ცალმხრივი აპარატები

ასეთი მოწყობილობები განკუთვნილია ხის ფილების მხოლოდ ერთი მხრიდან დამუშავებისთვის - ზემოდან. მათ სამუშაო მაგიდაზე დანის ლილვი არ არის. სამუშაო ზედა ნაწილის შემდეგ, საჭირო იქნება ქვედა ნაწილის დამუშავება ამიტომ, მინიმუმ ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ბრტყელი.

რა არის რეისმუსი და რისთვის გამოიყენება?

ორმხრივი აპარატები

ასეთი რეისმუსი  საშუალებას გაძლევთ ორივე მხრიდან,  ერთდროულად დაამუშაოთ ხე.

საყოფაცხოვრებო რეისმუსები

ამ ტიპის მოწყობილობები  შეიძლება გამოირჩეოდეს შემდეგი მახასიათებლებით:

  • მცირე ზომა და წონა;
  • დაბალი სიმძლავრე;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება.

საყოფაცხოვრებო დანადგარებში, მასალების მიწოდება ხელით ხორციელდება ამიტომ, ასეთი დანადგარები  არ არის შესაფერისი ფართომასშტაბიანი სამუშაოსთვის. თუმცა, მოწყობილობასთან მუშაობა შეგიძლიათ პარტნიორის დახმარების გარეშე.

სამრეწველო რეისმუსები

სამრეწველო დანადგარებს აქვთ:

  • მაღალი დონის შესრულება;
  • მუშაობის გაზრდილი სიჩქარე;
  • მუშაობის მაქსიმალური სიღრმე;
  • ფართო ლილვი და მუშაობის მეტი სიგანე.

ტექნიკური მახასიათებლები

აპარატის თითოეული მოდელი  ტექნიკური მახასიათებლებით ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაძლებლობები და მისი ზუსტი დანიშნულება  დამოკიდებულია მოწყობილობაზე.

რა არის რეისმუსი და რისთვის გამოიყენება?

რავის სიმძლავრე

რეისმუსის მუშაობა და მისი მაქსიმალური სიღრმე დამოკიდებულია ძრავის სიმძლავრეზე. ამდენად, შესაძლებელია მოწყობილობების პირობითი დაყოფაც: საყოფაცხოვრებო და სამრეწველო მოდელებად:

საყოფაცხოვრებო - აქვთ 3000 ვატამდე სიმძლავრე, რომელსაც ერთ მონაკვეთში 2 მმ ხის მოცილება შეუძლია.

სამრეწველო- აქვთ 3000 ვატზე მეტი სიმძლავრე, რომელსაც ერთ მონაკვეთში 3 მმ ხის მოცილება შეუძლია.

უსაფრთხოება

სანამ უშუალოდ მუშაობას დაიწყებთ,  აუცილებელია გაიკეთოთ დამცავი სათვალე, მაგრამ ხელთათმანების გამოყენება არ შეიძლება, რადგან მათი ტარება ამ  მოწყობილობებთან მუშაობის დროს აკრძალულია! თუკი ხელთათმანი ჩაყვება დანადგარის შიგნით,  ის გადავა ლილვზე, რაც  საბოლოოდ რეისმუსის დაზიანებას გამოიწვევს.

მოწყობილობა კარგად უნდა იყოს დაფიქსირებული და მუშაობის დროს არ უნდა მოძრაობდეს. სამუშაოს დასრულების შემდეგ,  აუცილებელია ხელსაწყოს გამორთვა და სამუშაო ადგილის  მტვრისგან გაწმენდა.

პოპულარული მოდელები

რეისმუსი INGCO TP15003
რეისმუსი INGCO TP15003
Regular price 1,300.00 ლარი 1,169 ლარი / თვეში 63 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
რეისმუსი Total TTKP15001
რეისმუსი Total TTKP15001
Regular price 1,599.00 ლარი 1,299 ლარი / თვეში 70 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი