რეისმუსი გამარტივებული საქმიანობისთვის
ის , ვისაც ხის მასალებზე უწევს მუშაობა, ყველამ იცის - რაოდენ დიდი დახმარების გაწევა შეუძლია რეისმუსს. ეს დანადგარი ძირითადად ხეზე სამუშაოდ, მათი ზომების მისაღებად და გლუვი ზედაპირის დასამუშავებლად გამოიყენება, რომელიც მარტივად უმკლავდება სხვადასხვა სისქის დაფებს.
რეისმუსისგან დამუშავებული მასალა გამოიყენება იატაკების დასაგებად, ავეჯის წარმოებისთვის, ოთახის გასაფორმებლად და ა.შ.
როგორც ვიცით, ხეზე სამუშაოებისთვის უამრავი სხვა მოწყობილობა არსებობს და მათზე მიმოხილვა ჩვენც არაერთხელ გაგვიკეთებია, მაგრამ რეისმუსის შეძენა ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ამავე დროს, მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. დღეს ბაზარზე მრავლად შევხვდებით ფუნქციონალურად მის შემცვლელ დანადგარებს , მაგრამ როდესაც სერიოზულ სამუშაოებს აწარმოებთ, გახსოვდეთ, რომ რეისმუსზე უკეთეს დახმარებას ვერც ერთი სხვა ხელსაწყო ვერ გაგიწევთ. შესაძლოა, მცირე ზომის სკამების ან თაროების დასამზადებლად პატარა ხელსაწყოებიც გამოიყენოთ, მაგრამ როდესაც სახლის აშენებას ან მის სერიოზულ გაფორმებას გადაწყვიტავთ, ეს საქმე უკვე მძლავრ დანადგარს უნდა მიანდოთ.

თქვენ შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ონლაინ მაღაზიის გვერდზე წარმოდგენილ რეისმუსების ნაკრებს, ხოლო მათი შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.
რა უპირატესობა აქვს რეისმუსს სხვა დანადგარებთან შედარებით?
პროდუქტიულობა - შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად დაამუშაოთ დიდი რაოდენობის მასალა. თუ სხვა ხელსაწყოებს საათი სჭირდებათ სამუშაოს შესასრულებლად, ეს დანადგარი რამოდენიმე წუთში გაართმევს თავს სამუშაოს.
გამოყენების სიმარტივე და უსაფრთხოება - ხელსაწყოზე მუშაობის დროს დაზიანების ალბათობა გაცილებით ნაკლებია.
მაღალი ხარისხი - ერთი სისქის მასალების დამუშავება რეისმუსის მთავარი და მარტივი საქმეა.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ხელსაწყოებთან შედარებით რეისმუსის ფასი მაღლია, მომხმარებელთა 90% დადებით შეფასებას აძლევს დანადგარს და აქტიურად მოიხმარს მას როგორც სახლის, ასევე ფაბრიკა-ქარხნების პირობებში. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ სპეციალური დანადგარის წყალობით შეგიძლიათ დიდი სამუშაოების მოკლე დროში შესრულება. ამიტომ, ამ აპარატის შეძენას გირჩევთ სწორედ მისი უპირატესობებიდან გამომდინარე.
რა უნდა გავითვალისწინოთ ხელსაწყოს შერჩევისას?
ღირებულება - როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფასი არცთუ დაბალი აქვს , მაგრამ ამის მიუხედავად, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მაღალი ხარისხის დანადგარი თქვენს სამსახურშია. თუ სეზონზე 3-5 კუბურ მეტრზე მეტ მასალას ამუშავებთ, მაშინ დაბალფასიანი ხელსაწყოებისკენ არც უნდა გაიხედოთ, რადგან იაფი მოწყობილობები მცირე ზომის სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მაღალ დატვირთვას ვერ უძლებენ.
სიმძლავრე - პასუხისმგებელია მუშაობის ხარისხზე. არის შედარებით მცირე - 1500 ვატიანი და უფრო მძლავრი - 1800 ვატიანი ხელსაწყოები, რომელიც გამოიყენება წიფელის, ნაძვისა და სხვა ხეების დასამუშავებლად.
ჭრის სიღრმე - უნდა გაითვალისწინოთ რა ტიპის მასალების დასამუშავებლად გჭირდებათ.
საჭრელი დანები - რაც უფრო სწრაფად ბრუნავს დანები, მით უფრო სუფთა და გლუვი ზედაპირის გამოდის მასალა.
წონა - ამ ტიპის მოწყობილობა არა მარტო კომპაქტური, არამედ სასურველია მცირე წონისაც იყოს.
და ბოლოს, აუცილებლად შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომელიც შესაფერისი იქნება ტექნიკურ პარამეტრებთან.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დანადგარის ფასი მაღალია, ჩვენ მომხმარებელთა უმეტესობა შენაძენს განვადებით აკეთებს. იმ შემთხვევაში, თუკი ნებისმიერ რეისმუს მოდელზე შეაჩერებთ არჩევანს, ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ განვადების პირობებს. ონლაინ საბანკო განვადების პროცედურები ისურვეზე უმარტივესია და საკმარისია მხოლოდ 2 ველის შევსება პროდუქციის გვერდზე. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და მიიღეთ ნივთი ერთ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







