პურის საცხობებს არჩევთ? ჩვენ დაგეხმარებით

თუკი ადრე პურის გამოცხობა რთულსა და გრძელ პროცედურებთან იყო დაკავშირებული, დღეს უკვე ბევრად მარტივი და მოსახერხებელია მისი გამოცხობა სახლის პირობებში.  ამიტომ, ვისაც სრულიად მოულოდნელად, ახალი გამომცხვარი პურის სუნი დაგიტრიალდათ ახლა, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ და ბლოგის ავტორიც დიდი სიამოვნებით გაგიმასპინძლდებოდათ ცხელი შოთითა და ყველით.  არა, იმას ვერ შეგპირდებით - დღეს ბლოგში აღწერილი პურის საცხობი აპარატი შოთისა თუ ლავაშის გამოცხობას უსათუოდ შესძლებს-მეთქი,  მაგრამ თუ გამოგვყვებით ბლოგის აღწერაში, ნახავთ, რომ არანაკლებ გემრიელ პურებს აცხობს წარმოდგენილი აპარატიც.

გაინტერესებთ, როგორ შეარჩიოთ პურის საცხობი აპარატი სწორად? ჩვენი რჩევები სწორედ ამ საკითხს ეხება.

რჩევა #1
გაითვალისწინეთ, საშუალოდ რამდენ პურს მიირთმევთ დღეში.  ზოგიერთი აპარატი 1 ციკლის განმავლობაში მხოლოდ 500 გრამიან პურებს აცხობს, ხოლო ზოგიერთს შეუძლია 1.5 კგ-ს ან მეტი წონის პურის გამოცხობა. თუ ერთი ადამიანი 250-300 გრამ პურს მიირთმევს დღის განმავლობაში, მაშინ შეგვიძლია უფრო მარტივად ავარჩიოთ პურის საცხობიც:
მაგალითად, 1-2 ადამიანისთვის გჭირდებათ აპარატი, რომელიც 500-700 გრამ ცომეულს ამზადებს. 3-4 კაციანი ოჯახისთვის საკმარისი იქნება 800-1300 გრამიანი პური, ხოლო უფრო დიდი ოჯახისთვის (4 ადამიანზე მეტი), გჭირდებათ 1.5 კილოგრამიანი პურის გამოცხობა. 

პურის საცხობებს არჩევთ? ჩვენ დაგეხმარებით
რჩევა #2
პროგრამების მთელი რიგი - ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია პურის აპარატის შერჩევისას. თითოეულ პროგრამას გააჩნია ტემპერატურისა და დროის პარამეტრები, სხვადასხვა სახის ცხობის დროს რეცეპტების შესაბამისად. იაფიანი საცხობები 7-12 პროგრამით შემოიფარგლება, ხოლო უფრო ძვირიან მოდელებს 12-დან 20-მდე სხვადასხვა პროგრამა აქვს.

რჩევა #3
მოწყობილობის სიმძლავრე - ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება. პურის საცხობი შეიძლება იყოს 450-დან 1600 ვატამდე. რაც უფრო მაღალია ძალა, მით უფრო ჩქარა გამოცხვება ღუმელში პურიც. აქვე იფიქრეთ იმაზე, თუ რა დროის დახარჯვა გსურთ პურის დამზადებაზე. თუ მზად ხართ 3-4 საათზე მეტი დაუთმოთ პურის გამოცხობას, მაშინ არ გჭირდებათ პროგრამების სიმძლავრე და დიდი საცხობი. სტანდარტული ღუმელი, რომლის სიმძლავრეა 500-700 ვატი, სრულიად საკმარისია, მაგრამ თუ დიდი ღუმელის შეძენას ფიქრობთ, რათა სწრაფად  გამოაცხოთ პური, მაშინ შეარჩიეთ ისეთი დამატებითი პროგრამების მქონე ღუმელი, რომლის სიმძლავრე მინიმუმ 800 ვატი იქნება. 

რჩევა #4
სამუშაო თასი - ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია პურის საცხობ დანადგარში. თასები ძირითადად დამზადებულია ალუმინის ან უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც დაფარულია წებოვანი საფარით. ალუმინი შედარებით იაფია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სწრაფად იწვება.  ფოლადის თასი ბევრად გამძლეა, მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის მოწყობილობის ღირებულებასაც. 

პურის საცხობებს არჩევთ? ჩვენ დაგეხმარებით
რჩევა#5
საცხობის მასალა - რადგან ეს გავლენას არ ახდენს მუშაობის ხარისხზე და გამძლეობაზე, ამიტომ არჩევანის გაკეთებისას, საკითხი ჩნდება ბიუჯეტზე. უჟანგავი ფოლადის მასალით დამზადებული უფრო უკეთესი დიზაინისაა,  ძლიერიცაა, მაგრამ ფასიც შესაბამისად მაღალი აქვს.

რჩევა #6
სახურავი - სასურველია იხსნებოდეს, რათა შესაძლებელი იყოს მისი რეცხვა.

რჩევა #7

ადგილი - წინასწარ განსაზღვრეთ სად აპირებთ მის დადგმას და რამდენად შეესაბამება მისი ფერი, დიზაინი თქვენი სამზარეულოს ინტერიერს.

რჩევა #8
ხმაური - როდესაც აპარატი ამზადებს ცომს, შეიძლება ამან ხმაურის დონე საგრძნობლად გაზარდოს. ამის თავიდან ასაცილებლად, საცხობის შეძენამდე დარწმუნდით, რომ მისი ხმაურის დონე არ აღემატებოდეს 55-60 დეციბალს.

რჩევა #9

მექანიკური კონტროლის სისტემა, რომელიც ძალიან საიმედოა. სენსორული პანელის მქონე მოწყობილობის შერჩევისას, დარწმუნდით, რომ მისი ჩაკეტვა შესაძლებელია.

რჩევა #10

დროის რეზერვუარი - გჭირდებათ იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრო ენერგია ხშირად ითიშება. იმ შემთხვევაში, თუკი დენის მიწოდება მოულოდნელად შეწყება, პურის საცხობი ღუმელი ავტომატურად გააგრძელებს მუშაობას. მეხსიერების მოცულობა სხვადასხვა მოდელში განსხვავებული შეიძლება იყოს და ის 5 წუთიდან 1 საათამდეა.

იმედია, ბლოგში აღწერილი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ  და აქვე გეტყვით იმასაც, რომ თუ აპარატის შეძენას გადაწყვიტავთ, ჩვენი ონლაინ მაღაზია არჩევანის საშუალებას გაძლევთ, სადაც ასევე შეგიძლიათ განვადების პირობებით ისარგებლოთ.  isurve.ge -ს საიტზე პურის საცხობის შერჩევის შემთხვევაში, ჩვენი ოპერატორები მზად არიან ნებისმიერ თქვენს შეკითხვას უპასუხონ და დახმარება გაგიწიონ. შეძენის შემთხვევაში კი, არაუმეტეს 1 დღეში, ნივთს სრულიად უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით მიიღებთ.

მეტი ინფორმაცია პურის საცხობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის ბლოგპოსტზე.

პოპულარული მოდელები

პურის გერმანული საცხობი Weimar WE-BM9390GB
პურის გერმანული საცხობი Weimar WE-BM9390GB
Regular price 450.00 ლარი 369 ლარი / თვეში 18 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პურის საცხობი FRANKO FBM-1204
პურის საცხობი FRANKO FBM-1204
Regular price 500.00 ლარი 459 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პურის საცხობი FRANKO FBM-1203
პურის საცხობი FRANKO FBM-1203
Regular price 399.00 ლარი 369 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პურის საცხობი FRANKO FBM-1205
პურის საცხობი FRANKO FBM-1205
Regular price 549.00 ლარი 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი