პურის საცხობების შესახებ

შოპინგისა თუ უბრალოდ მზარეულობის მოყვარულები საოჯახო ტექნიკის შეძენის დროს დიდ ყურადღებას უთმობენ შერჩეული ნივთის ინოვაციურობასა და შესაძლებლობებს.

დღევანდელი ბლოგპოსტის თემა - პურის საცხობი აპარატები წესით არც ერთი ამ მონაცემით არ გამოირჩევა. ის მარტივად და მორჩილად ასრულებს იმ ფუნქციას რაც შეიძლება ითქვას კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა (სწორედ ხორბლის მოყვანამ და პურის ცხობამ დაუდო საფუძველი სპეციალიზაციასა და შემდგომ Homo Sapiens-ის განვითარებას).

პურის საცხობების შესახებ

დღესდღეობით, რადგან ეკოლოგიური მიმართულებები და Home Made / Hand Made პროდუქტები დიდი აღმავლობის გზას ადგას, პურის საცხობმაც დაიმკვიდრა თავი უამრავი დიასახლისის (თუ მამასახლისის) სამზარეულოში. პლუს ნუ რა ჯობს იმას რომ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი შეგიძლია უშუალოდ საკუთარ გემოს მიხედვით გამოაცხო (თუმცა, ნუ ქართულ რეალობაში ერთ პრობლემა გვაქვს - თონის ან შოთის პურს ვერ აცხობს პატივცემული აპარატი)

ყველაფერთან ერთად საცხობის გამოყენება მარტივია, მთავარია ყველა ნიუანსის გათვალისწინებით სწორად შეარჩიოთ აპარატი, რაც შემდგომ მასთან ურთიერთობას ბევრად გაგიადვილებთ.

თუ გსურს, რომ მივიღოთ გემრიელი პური მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც გამოცდილი მწარმოებლები გვაწვდიან. ისინი ამობენ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ინგრედიენტების ხარისხს რომელსაც პურში ვიყენებთ, ასევე ბევრი რამ არის დამოკიდებული ტემპერატურასა და ტენიანობაზე.

უმორჩილესად გთხოვთ - გაითვალისწინეთ ყველა საჭირო რჩევა, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით, რათა მიიღოთ უგემრიელესი, ჰაეროვანი, ნაზი და სურნელოვანი პროდუქტი (უფ რა კარგად ჟღერს, მომშივდა)

აუცილებელი რჩევები

  • მინი პურის საცხობი აპარატის მუშაობაზე გავლენას ახდენს გარემო პირობები. უნდა იცოდეთ, რომ შედარებით თბილ ამინდში, ცხობის პროცესში პური უფრო მაღლა ამოდის (ფუვდება). სასურველია, ცხობის პროცესში შენობაში არსებული ტემპერატურა არ აღემატებოდეს 24 გრადუსს .
  • აუცილებლად დაიცავით თანმიმდევრობა ინგრედიენტების გამოყენების დროს.
  • გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.
  • შეაზავეთ ყველა ინგრედიენტი საცხობ ფორმაში, რა თქმა უნდა რეცეპტის მიხედვით
  • დოზირება ძალიან მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ საზომი ჭიქა და კოვზი, რომელიც მოჰყვება საცხობს. ნებისმიერი უზუსტობის შემთხვევაში შესაძლოა რომ ცხობის პროცესი არასწორად წარიმართოს.
  • არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით ცხიმი, რადგან შესაძლოა პური გამოვიდეს მძიმე და მკვრივი.
  • ფორმაში უნდა დაამატოთ კარაქი ან სხვა ცხიმი, მცირე ზომის ნაჭრებად დაჭრილი.
  • ნუ გამოიყენებთ იმაზე მეტ ინგრედიენტების რაოდენობას, რაც რეცეპტში არის მითითებული. (თითქოს ბევრჯერ ითქვა კიდევ უნდა გავუსვათ ხაზი - ქართველებისთვის აგრერიგად ცნობილი რუსული გამოთქმა Кашу маслом не испортишь ამ შემთხვევაში არ არის შესაბამისი)
  • თუ ცომი ცუდად ფუვდება, ეს შესაძლოა წყლის ბრალი იყოს, ამიტომ ონკანის წყალი შეცვალეთ ბოთლის, წყაროს წყლით.
  • არ შეიძლება აპარატისთვის თავის ახდა ცხობის პროცესში, რადგან შეიძლება ცომი ჩავარდეს/აღარ აფუვდეს.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს

  • ნუ შეეხებით პურის საცხობის ზედაპირს, რადგან ჩართვის დროს შეიძლება ის ძალიან გაცხელდეს.
  • თუ აპარატს აღენიშნება დაზიანების ნიშნები არ შეიძლება მისი გამოყენება.
  • არ შეეხოთ პურის საცხობის შიდა მოძრავ ნაწილებს.
  • ცარიელ მდომარეობაში მისი ჩართვა აკრძალულია.
  • ბავშვები მოარიდეთ პურის საცხობს
  • არ გააჩეროთ მოწყობილობა პირდაპირი მზის სხივის ქვეშ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

რაც შეეხება სიმძლავრეს, აქ ყველაფერი უფრო მარტივადაა - რაც უფრო მეტია ის, მით უფრო მალე ცხვება პურიც. პურის ზომაც ერთ-ერთ ფაქტორია საცხობის შერჩევისას - დიდი ზომის პურს მაღალი, ძლიერი დანადგარი სჭირდება.

პურის საცხობის სიმძლავრეები 400-დან 1600 ვატამდე მერყეობს. ინფორმაციისთვის - საცხობს, რომლის სიჩქარეც 700 ვატს აღწევს 2-3 საათი სჭირდება პურის გამოსაცხობად. 600 ვატიანი საცხობი ერთის მხრივ მეტ დროს მოითხოვს საბოლოო პროდუქტის მისაღებად, მეორეს მხრივ კი საშუალებას აძლევს პურს სრულად, ე.წ. ნელი ცხობის მეთოდით გამოცხვე. უფრო მოუთმენლებს კი სრულ 1600 ვატიანი აპარატის შეძენას გირჩევთ.

პურის საცხობების კორპუსები პლასტმასის და უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული.

წინა პოსტი: პურის საცხობის შერჩევა გამოყენების შესახებ.

პლასტმასის კორპუსი უფრო მალე ზიანდება, მაგრამ მოსავლელად უფრო მარტივია. უჟანგავი ფოლადის კორპუსები, რა თქმა უნდა, დიდხანს ძლებს, მაგრამ მოსავლელად უფრო რთულია.
პურის გამოსაცხობად განკუთვნილი ფორმა (ზოგი დასახელებით - კონტეინერი) არის მართკუთხედის ფორმის ჭურჭელი, რომელიც მოთასებულია საცხობის კორპუსში და ძირითადად უჟანგავი მეტალის ან ალუმინის ნაკეთობაა. ყველა ფორმა დაფარული უნდა იყოს მიწვის საწინააღმდეგო მასალით, რათა არ მოხდეს პურის ჩავარდნა ან დაწვა.

პოპულარული მოდელები

პურის გერმანული საცხობი Weimar WE-BM9390GB
პურის გერმანული საცხობი Weimar WE-BM9390GB
Regular price 450.00 ლარი 369 ლარი / თვეში 18 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პურის საცხობი FRANKO FBM-1204
პურის საცხობი FRANKO FBM-1204
Regular price 500.00 ლარი 459 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პურის საცხობი FRANKO FBM-1203
პურის საცხობი FRANKO FBM-1203
Regular price 399.00 ლარი 369 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პურის საცხობი FRANKO FBM-1205
პურის საცხობი FRANKO FBM-1205
Regular price 549.00 ლარი 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი