პრემიუმ სეგმენტის დრონები

ბოლო წლების განმავლობაში, ფოტო და ვიდეო გადაღების მოყვარულები დიდ უპირატესობას ანიჭებენ მრავალფუნქციურ დრონებს, რომლებიც მუშაობის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებენ.

ბაზარზე წარმოდგენილია დრონების სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც იყოფა კლასების მიხედვით. ისურვეს ბლოგებში არაერთხელ განგვიხილავს კონკრეტულად საბავშვო დრონები, მოყვარულთა და პროფესიონალთა მოდელებიც. თითოეული მათგანის ფუნქციური შესაძლებლობები კი განსხვავებულია, რაც აისახება კიდეც ფასზე.

დღეს გვსურს განვიხილოთ პრემიუმ სეგმენტის დრონები, რომელთა ღირებულება შედარებით მაღალია.

DJI Inspire 2 Cinema Premium (2018)

მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონი, რომლის პროდუქტები დამზადებულია მაგნიუმ-ალუმინის შენადნობის საფუძველზე, რაც ამ მოწყობილობას კიდევ უფრო მეტ გამძლეობას სძენს.

პროპელერები აღჭურვილია საკეტის სისტემით.

მოწყობილობის წინა მხარეს განთავსებულია FPV კამერა, რომელიც დაფიქსირებულია ორ ღერძულ სამაგრზე და შეუძლია დაბრკოლებების გამოვლენა. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარ კამერას შეუძლია ფოტოსა და ვიდეოს გადაღება Pro ფორმატში.

პრემიუმ სეგმენტის დრონები

დრონის დიზაინი გათვალისწინებულია ისე, რომ მაღალი სიმაღლიდან ჩამოვარდნის შემთხვევაში,  მასში არაფერი დაზიანდება. კამერებიდან ვიდეო გადაეცემა მმართველ ეკრანს, რომლის დიაგონალი 5.5 ინჩია და მუშაობს IPS მატრიცის საფუძველზე.

აღნიშნული მოდელი აღჭურვილია 4.280 mAh ლითიუმ-პოლიმერული ბატარეით. ამ აკუმულატორის გამო კი, შეუძლია იფრინოს 27 წუთის განმავლობაში. დატენვას დაახლოებით საათნახევარი სჭირდება, ხოლო დრონის სამუშაო ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს -20 გრადუსს.

სურვილის შემთხვევაში, მოწყობილობა შესაძლებელია აღჭურვოთ მაღალი სიმაღლისთვის განკუთვნილი პროპელებით, რომელსაც შეუძლია 5 კილომეტრ სიმაღლეზე ასვლა.

უპირატესობები:

  • წარმოების შესანიშნავი  ხარისხი;
  • საიმედოობა;
  • გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის კომპონენტები;
  • ორიგინალური დიზაინი;
  • მისი ფრენის შესაძლებლობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა დრონების.

ნაკლოვანებები:

  • ფასი;
  • დიდი ზომები;
  • ფრენის დროს გამოსცემს დიდ ხმაურს.

DJI Mavic Air Fly More Combo

მიუხედავად ძალიან მაღალი ღირებულებისა,  დრონი გამოირჩევა მცირე ზომით, რომლის მოთავსება მარტივად შეიძლება ნებისმიერ ჩანთაში ან ზურგჩანთაში.

მოწყობილობის დისტანციური მართვის პულტი ცნობს მფლობელის ჟესტებს; მმართველი შეიძლება დაკავშირებული იყოს სმარტფონთან ან ტაბლეტთან.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია ბუმერანგის უნიკალური რეჟიმი. საკმარისია მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერა და მოწყობილობა დაიწყებს ფრენას პილოტისა და მის გვერდით მდგომი ხალხის გარშემო. ამავე დროს, დრონი გადაიღებს რამდენიმე კადრს, რის შემდეგაც იგი ავტომატურად გააერთიანებს მათ 360 გრადუსიან პანორამაში.

პრემიუმ სეგმენტის დრონები

დაშვებისა და აფრენისას არანაირი სირთულე არ გამოვლენილა. მოწყობილობას  აქვს შესანიშნავი სტაბილიზატორი, რის გამოც, ხმაური ან რყევა დიდი სიჩქარით გადაღებულ ვიდეოშიც კი არ იქნება. 4K ვიდეოს ჩაწერის ხარისხი წამში 30 კადრია.

მოწყობილობა დისტანციური პულტიდან სიგნალს  4 კმ მანძილზე იღებს; Wi-Fi- ს საშუალებით დაკავშირებისას კი დიაპაზონი 80 მ-ია.

უპირატესობები:

  • მინიატურული ზომები;
  • შეგიძლიათ მოათავსოთ ჩანთაში ან ზურგჩანთაში;
  • შეუძლია მნიშვნელოვან მანძილზე ფრენა;
  • ფოტოებისა და ვიდეოების მაღალ დონეზე გადაღების შესაძლებლობა.

ნაკლოვანებები:

  • პრიალა სხეული, რომელზეც მტვერი და ნათითურები ამჩნდება;
  • ძალიან ძვირია.

პოპულარული მოდელები

საბავშვო დრონი დისტანციური მართვით OEM JS-805WIFI
საბავშვო დრონი დისტანციური მართვით OEM JS-805WIFI
Regular price 250.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
დისტანციურად მართვადი მინი დრონი OEM LM10
დისტანციურად მართვადი მინი დრონი OEM LM10
Regular price 240.00 ლარი 169 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი