Philips, Braun, Rowenta ეპილატორების შედარება

არასასურველი თმების მოშორება ყველა ქალის ოცნებაა, მაგრამ ესთეტიკის სალონებში ხშირი ვიზიტი, ძვირი სიამოვნებაა.

თუმცა, გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება, რადგან ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე მარტივად იპოვით  წამყვანი ბრენდების Philips, Braun, Rowenta და სხვა ბრენდების ეპილატორებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ეპილატორების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია და შესაძლოა გადაწყვეტილების მიღებაც კი გაგიჭირდეთ, ამიტომ გთავაზოთ აღნიშნული ბრენდების ეპილატორების მიმოხილვას, რომლითაც უკეთ გავიგებთ მათი მახასიათებლებისა და დადებით-უარყოფითი ფუნქციების შესახებ.

Philips  BRE255 Satinelle Essential

ბიუჯეტური და კარგი ეპილატორი, რომელიც განკუთვნილია ბიკინის ზონისთვის. უფრო ერგონომიული და მოხრილი სახელური აადვილებს სწორი კუთხის პოვნას.

ეპილატორები Philips BRE255 Satinelle Essential

თმის მოცილებისას, კანი რჩება გლუვი, ხოლო ჩაშენებული განათების წყალობით,  მარტივად გადაჭრით ალაგ-ალაგ დარჩენილი თმის პრობლემასაც. უმტკივნეულო პროცედურისთვის გათვალისწინებულია მასაჟორი, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ეპილაციის დროს დისკომფორტს.

მახასიათებლები:

  • შედარებით ხელმისაწვდომი ფასი;
  • კომპაქტური ზომა;
  • რამდენიმე რეჟიმები და დანართები კომფორტული გამოყენებისათვის;
  • მცირე დაფარვის ზონა, რაც ზრდის პროცედურის დროს;
  • მუშაობს მხოლოდ ქსელიდან.

Braun 5-500 Silk-epil SensoSmart

ყველაზე ძვირადღირებული ბრაუნის ეპილატორი  ჩამონტაჟებული ჭკვიანი ტექნოლოგიით. ამ ხაზში Braun-მა დააინსტალირა ინტელექტუალური სენსორი, რომელიც გიჩვენებთ როგორ შეასრულოთ უკეთესად პროცედურა. ეპილატორი აანალიზებს კანზე არსებულ ზეწოლას და იძლევა სიგნალს იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა წნევის ან სიჩქარის შეცვლა.

ეპილატორები Braun 5–500 Silk-epil SensoSmart

აპარატი ასევე აღჭურვილია ჩაშენებული Micro-grip სისტემით, რომელიც განკუთვნილია მოკლე თმის მოცილებისთვის. რამდენიმე რეჟიმი და სამაგრი თავები საშუალებას გაძლევთ ეფექტურად გაუმკლავდეთ არასასურველ თმას.

მახასიათებლები:

  • ნათელი და ელეგანტური დიზაინი;
  • ერგონომიული კორპუსი;
  • მაღალი სიხშირის მასაჟის სისტემა, რომელიც ამცირებს დისკომფორტს;
  • შესაფერისია როგორც მშრალი, ისე სველი თმის მოცილებისთვის;
  • სუსტი აკუმულატორი - მუშაობს დატენვიდან 30 წუთის განმავლობაში.

Rowenta EP8050

საუკეთესო იაფიანი ეპილატორი. Rowenta-ს საკუთრებაში არსებული Skin Respect ტექნოლოგია ხელს უწყობს თმის სწრაფ მოცილებას და ზრუნავს კანზე. ეპილატორი განკუთვნილია მშრალსა და სველ გარემოში გამოსაყენებლად. მოწყობილობის უნიკალური დანართი შექმნილია კანზე ნაზად გასრიალებისთვის, რათა პროცედურა უმტკივნეულო და კომფორტული გახდეს.

ეპილატორები Rowenta EP8050

მახასიათებლები:

  • არეგულირებს სხეულის რელიეფს;
  • ეპილატორის სამუშაო ზედაპირი დიდი რაოდენობით თმას იღებს;
  • მცურავი თავი არ აზიანებს კანს;
  • პროცედურის დროს მასაჟის ბურთულები ამშვიდებს კანს;
  • მოყვება დაბინძურების საწინააღმდეგო პილინგის როლიკერი;
  • დატენვის გარეშე 40 წუთამდე მუშაობს;
  • მოწყობილობის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ საკმაოდ დიდი და წონადია.

Philips BRE611 Satinelle Prestige

ყველაზე სწრაფი და დაბალბიუჯეტიანი Philips ეპილატორი, რომელიც ეფექტურად შლის თმის სტრუქტურას. Satinelle Prestige ვერსია აღჭურვილია უნიკალური ჩქაროსნული კერამიკული დისკებით, რომლებსაც თმის დაჭერის გაუმჯობესებული უნარი აქვთ, ამიტომ მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ თუნდაც მოკლე სიგრძის თმას.

მახასიათებლები:

  • ერგონომიული ფორმა;
  • პინცეტის ოპტიმალური რაოდენობა;
  • არასასურველი თმის უფრო სწრაფად მოცილების შესაძლებლობა;
  • მუშაობს როგორც მშრალ, ისე სველ კანზე;
  • მოიცავს სხეულის უფრო ფართო არეს;
  • დატენვის გარეშე დიდხანს მუშაობს (40 წთ-მდე).

ფოტოეპილატორის შერჩევის კრიტერიუმები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ.

პოპულარული მოდელები