როგორ შევარჩიოთ ფოტოეპილატორი სახლისთვის

თუკი სალონებში ხშირ ვიზიტს თავს არიდებთ, მითუმეტეს პანდემიის პერიოდში, მაშინ სახლის პირობებში ეპილაციისთვის იდეალური დამხმარე ფოტოეპილატორი აღმოჩნდება.

ჭარბი თმის პრობლემა ყოველთვის შეიძლება გადაიჭრას ეპილატორის ან ფოტო ეპილატორის შეძენით, მაგრამ არსებობს ასევე მთელი რიგი ტექნიკა ეპილაციისთვის ან დეპილაციისთვის.

მართალია, არასასურველი თმის მოცილება სახლის პირობებში სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, მაგრამ  მხოლოდ ფოტო ეპილატორმა შესძლო მაღალი ხარისხის შედეგის ჩვენება. ფოტოეპილაცია უკვე დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, მაგრამ ალბათ, ცოტა ქალბატონმა თუ იცის, რომ სალონის პროცედურების ჩატარება ახლა უკვე სახლის პირობებშიც მარტივი შესაძლებელია.

როგორ შევარჩიოთ ფოტოეპილატორი სახლისთვის

ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ფოტოეპილატორების შეძენისას

თუკი ფოტოეპილატორი ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები კარგად იცით, ადვილია შეარჩიოთ სწორი მოდელი. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ციმციმების რაოდენობა. თითოეული მოდელისთვის იგი განსხვავებულია და შეიძლება მერყეობდეს 50.000-დან 300.000-მდე, და ეს მხოლოდ საშუალო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ნათურა ხარჯიანი მასალაა, რადგან გარკვეული დროის შემდეგ, საჭიროა მისი ცალკე შეძენა. უმჯობესია გამყიდველმა მოგაწოდოთ ინფორმაცია რამდენად ხანგრძლივია ნათურა კონკრეტულ მოდელში, რომელი ვარიანტებია შესაფერისი, როგორც სათადარიგო და რა ღირს მათი შეძენა.

როგორ შევარჩიოთ ფოტოეპილატორი სახლისთვის

მნიშვნელოვანია იცოდეთ! ყველა მოწყობილობაზე შეუძლებელია ნათურების შეცვლა. არსებობს მრავალი მოდელი, რომელთა ციმციმების რაოდენობის რესურსი შეზღუდულია. ფოტოეპილატორის არჩევის დაწყებამდე უნდა იცოდეთ, რომ შესაცვლელი ნათურის ფასი თავად მოწყობილობის ღირებულების 30-50%-ით მაღალია.

მეორე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ციმციმის სიძლიერე, რომელიც იზომება ჯ/სმ². საყოფაცხოვრებო მოდელებში ეს მაჩვენებელია 10 ჯ/სმ², საშუალო კი 4-5 ჯ/სმ²-ია.

ფოტოეპილატორის ძალა პირდაპირ ახდენს გავლენას შედეგზე. დასკვნაა ის, რომ თმის მოცილების იდეალური პირობებია მუქი თმა ღია კანზე, ასეთი ინდივიდუალური მახასიათებლისთვის საკმარისია 3 ჯ/სმ². უფრო მსუბუქი თმის და მუქი კანის ტონის შემთხვევაში, მაღალი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს აპარატს. სასურველია ეს მაჩვენებელი იყოს 5 ჯ/სმ².

მყიდველების დასახმარებლად, მწარმოებლები ადგენენ სპეციალურ ცხრილებს, რომლითაც შეგიძლიათ ნავიგაცია. ასეთი ინფორმაცია მითითებულია მოწყობილობის ინსტრუქციებში, ყიდვის დაწყებამდე კი ღირს ეპილატორის პასპორტის დათვალიერება და იმის ნახვა, თუ რას გვირჩევენ მწარმოებლები.

ყურადღება მიაქციეთ ელექტროენერგიის რეგულირების ეტაპების რაოდენობას. სრულყოფილი რეგულირება საშუალებას მოგცემთ, მაქსიმალურად მოარგოთ მოწყობილობა საკუთარ თავს, და მეორე - კანის სხვადასხვა უბანი ადვილად დაამუშაოთ.

როგორ შევარჩიოთ ფოტოეპილატორი სახლისთვის

კვებისტიპი:

  • ყველა მოდელი იყოფა კვების ტიპის მიხედვით:
  • აკუმულატორის;
  • ქსელის.

ლაზერული ეპილატორები, რომლებიც მუშაობენ დენის წყაროსთან დაკავშირებით, ნაკლებად  მობილური მოდელებია, მაგრამ უზრუნველყოფილია მუდმივი ენერგიით. აკუმულატორიანი ეპილატორები  გადაადგილების სრულ თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ მათაც თავიანთი ნაკლი აქვთ.

უსადენო ეპილატორი  დროგამოშვებით საჭიროებს დატენვას. ამას კი ჩვეულებრივ სჭირდება 1.5 - 2 საათი;
კვების ელემენტის ხანგრძლივობა შეზღუდულია და ელემენტები საჭიროებენ სპეციალურ დამუშავებას;
გამოყენების პროცესში, ბატარეა ნელა იცლება და ამავდროულად, ენერგიაც იკლებს. ეს არის ყველა დასატენი მოწყობილობის გარდაუვალი მინუსი;
უკაბელო უპილატორები ყოველთვის უფრო ძვირი ღირს, ვიდრე კაბელიანი მოწყობილობები, ხოლო ჩამონტაჟებული ელემენტის შეცვლა მოწყობილობის მთლიანი ღირებულების 20 - 40% აღწევს.