პატარა ხელსაწყოების ნაკრები - სპეციალისტების არჩევანი
21-ე საუკუნე გვაძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს, შესაბამისი დარგის ხელოსანი გამოვიძახოთ, რომელიც მოვა და ჩვენს პრობლემას მოაგვარებს, რომელიც შეიძლება ჩვენს სახლში ან ავტომობილში გაჩნდეს, თუმცა ხშირად, აუცილებელია, ზოგიერთი დაზიანება, როგორც მინიმუმ, პროფესიონალის მოსვლამდე შევაჩეროთ.
მამაკაცების უმრავლესობას უყვარს, ე.წ. ჩხირკედელაობა, ვაღიაროთ, როდესაც პრობლემას ვაგვარებთ, რომელიც ერთი შეხედვით მარტივად არ გამოიყურება, ჩვენი თვითშეფასება მაღლდება და სასიამოვნო კომპლიმენტებს ოჯახის წევრებისგანაც ვიღებთ.
ცხადია, ამის მოგვარება შიშველი ხელებით შეუძლებელია, ჩვენ კი დარგის გამოცდილ ექსპერტებზე დაყრდნობით, პატარა ხელსაწყოთა გამორჩეულ ნაკრებს წარმოგიდგენთ, რომელიც თქვენს საკუჭნაოში ან ავტომობილის საბარგულში აუცილებლად უნდა იდოს, როგორც მინიმუმ, ყოველი შემთხვევისთვის.
ჩვენი შერჩეული კომპლექტი იმ ინსტრუმენტებსა და დანამატებს შეიცავს, რომელიც ასე ვთქვათ, პრობლემის მოგვარების საბაზისო ნაწილს შეადგენს.
Stanley-ის 65 ინსტრუმენტიანი პატარა ხელსაწყოთა ნაკრები
Stanley ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა, რომელიც 1843 წელს დაფუძნდა და 170 წელიწადზე მეტია ხელსაწყოებს აწარმოებს. დროსთან ერთად მისი ხარისხი, პოპულარობა და სანდოობა გაიზარდა და შეიძლება ითქვას, დღეს Stanley და ინოვაცია ამ დარგში სინონიმებად არის მიჩნეული.
ამ მცირე ბლოგპოსტში ჩვენ აღნიშნული კომპლექტის უარყოფით მხარეებზეც მოგიყვებით, რაც არჩევანის გაკეთებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
კომპანია საკუთარ ხელსაწყოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის, ჩვენ კი ამ შემთხვევაში, მის 65 ხელსაწყოიან ნაკრებს წარმოგიდგენთ.
დაგვერწმუნეთ, ამ კომპლექტში არსებული ინსტრუმენტები, ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ, რაც სახლის პირობებში შეიძლება წარმოიქმნას.
მახასიათებლები
თუ პრობლემების მოგვარება საკუთარი ხელით გსურს, ამ ნაკრებში ყელაფრის პოვნა შეგიძლიათ. დავიწყოთ იმით თუ რის აღმოჩენას შეძლებთ ამ კომპლექტში.
აქვე, გადახედეთ პატარა ხელსაწყოების ნაკრების ზოგად მიმოხილვასაც.
Stanley-ის ჩანთაში შეხვდებით საზომ ლენტას (ე.წ მეტრიანს), ჩაქუჩს, თარაზოს, რეზაკს, სახრახნისებს (ე.წ ფიგურნი და სტანდარტულ ატვიორკებს) და ორი ტიპის ბრტყელტუჩას (ე.წ პლოცკოს). ამასთან ერთად კომპლექტში გვაქვს ექვსკუთხა სახრახნისის ორი წყობა, 8 ცალი 0,32 სმ-იანი თავაკების (გალოვკების) ნაკრები, ამავე ზომის წამოსაცმელი ქანჩის გასაღები (ნაკიდნოი), თავაკების ტარი და 30-მდე სხვა ინსტრუმენტი.
როგორც ხედავთ, ეს ხელსაწყოების ნაკრები სახლში სამუშაოდ საკმარისზე მეტია. აღსანიშნავია, რომ ეს ხელსაწყოები პლასტმასის ყუთში შესანიშნავად ჯდება, რაც საშუალებას მოგცემთ, ყველა ხელსაწყო თავის ადგილას ისე იდოს, რომ მისი დაკარგვის საფრთხე მინიმუმამდე შემცირდეს.
დადებითი მახასიათებლები - ჩამკეტის სახელურები გამძლე და მარტივად გამოყენებადია
ყუთში ყველა ხელსაწყოს საკუთარი ადგილი აქვს და მისი ჩაკეტვის შემდეგ ადგილიდან არ ცვივა
უარყოფითი მახასიათებელი - კომპლექტში არ შედის რეგულირებადი ქანჩი
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...