მტვერსასრუტის გამოყენების ეფექტური გზები

თანამედროვე მსოფლიოში განვითრებულობის ერთ-ერთი საზომი ურბანიზებულობაა. ურბანიზებულობა კი ურბანული ცხოვრებას ნიშნავს, რაც ხშირად ქალაქებში და ქალაქების ტიპის დასახლებებში ცხოვრებასაც მოიცავს.

ბევრ ეკონომიკურ თუ სოციალურ უპირატეობებთან ერთად ქალაქში ცხოვრებას საკმაო მინუსებიც აქვს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ეს სტატია სხვა თემატიკას ეძღვნება, ქალაქის დისკომფორტზე საუბრისას ხმაური უნდა ვახსენოთ პირველ რიგში. გაუთავებელი მოძრაობა ქუჩებში, სიგნალები, საცობები, გაღიზიანებული მძღოლები, თაბაშირმუყაოს (aka გიფსოკარდონი) მონტაჟი მეზობელ ბინაში რემონტისას და ა.შ. 

მტვერსასრუტის გამოყენების ეფექტური გზები

თუმცა სხვაგან წავედით, ჩვენი დღის თემა მტვერია. მტვერი რომელიც ქალაქში მაცხოვრებელია ადამიანის განუყოფელი მეგობარია. ზოგიერთი მოსაზრებით თანამედროვე ადამიანები სუსტები არიან იმიტომ რომ ძველებისგან განსხვავებით ისეთ ჭუჭყიან გარემოში არ უწევთ ცხოვრება. ეს აშკარად არ ვრცელდება ქართველებზე, რადგან ჩვენი გარემო ფაქტიურად სავსეა მტვრით.

ამ დაუძინებელ მტერთან ბრძოლის ტრადიციული მეთოდები - ცოცხი და მტვრის ტილო საკმარისი არ არის. აქ საჭიროა მძიმე არტილერია - მტვერსასრუტი. მას შეუძლია თავისუფლად აიღოს არა მარტო იატაკიდან, არამედ ხალიჩებიდანაც ნებისმიერი სახის ჭუჭყი. ეს კი, დამეთანხმებით, ოჯახის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია.

როგორ მუშაობს მტვერსასრუტი (ბოლო ტექნოლოგიით)? 

ტექნიკის წამყვანმა ბრენდებმა მტვერსასრუტებს ჩანთები მოაცილეს  და პლასტიკური პარკების გამოყენება დაიწყეს. ეს კი იმას ნიშნავს რომ შემავალი ჰაერის ნაკადს მტვრისგან ფილტრი აცალკევებს (ადრე ამ ორივე საქმეს დანიშნულებას ჩანთა ასრულებდა). მტვერსასრუტის თავაკები:

  • ფუნჯის დანართი: ამ ხელსაწყოს რბილი, გრძელი ფუნჯი მოთავსებულია ოვალური შეწოვის ხვრელის გარშემო  და ძალიან კარგად მუშაობს დასუფთავების პროცესში. 
  • იატაკის დანართი: გამოიყენება ისეთ ადგილებში, სადაც რთულია თქვენი მტვერსასრუტის გადააგილება, ის ძირითადად სტანდარტული ზომისაა.
  • კიბებზე მიმაგრება: ამ შემთხვევაში  მტვერსასრუტს აქვს ძლიერი შეწოვა, რომელიც შედის ნებისმიერ კუთხეებში, მას ასევე შეუძლია  დივანის და სახლში მიუწვდომელ წერტილებში სახლის დასუფთავება ძლიერი შესრუტვის ხარჯზე.

აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ:

  • სავალდებულოა გამოიყენოთ მტვერსასრუტის გამწმენდი, რომ არ შეინიშნებოდეს არასასიამოვნო სუნი.
  • ტომარაში უნდა გამოყენებული იყოს საშრობი ფირფიტა, ხილის ან მსგავსი სველი პროდუქტის მოხვედრის დროს სისველე რომ არ წარმოიშვას.
  • ეს ნამდვილად ის ნივთია, როცა ფასი ხარისხს განაპირობებს. ამიტომაც თუ ძალიან ამაყობთ, რომ მტვერსასრუტი განსაკუთრებულად იაფად იყიდეთ, კარგი იქნება თუ გადახედავთ მის ფუნქციურ მახასიათებლებს.

იმისთვის რომ თქვენთვის მოსაწონმა მტვერსასრუტმა მასზე გაცემული ავანსები სრულად გაამართლოს, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ შემდეგ საკითხებს:

  • უსადენო მტვერსასრუტი რომელიც მოხერხებულობას განაპირობებს.
  • ძლიერი დასუფთავების უნარი, ეს ყოველმხრივ ხელსაყრელი მახასიათებელია.
  • სასურველია სამართავი პულტის ხელის მოკიდების ადგილთან ახლოს არსებობა.
  • თქვენთვის საჭირო თავაკების ნაკრები.
  • მტვერსასრუტი სპეციალურად გათვლილი ხალიჩებისთვის, რომელიც ხარისხიანად  ამოიღებს ჭუჭყს გამჯდარი ზედაპირიდან.

კიდევ უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის, გადახედეთ ჩვენს წინა სტატიას - ყველაფერი მტვერსასრუტების შესახებ.

პოპულარული მოდელები

მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
Regular price 249.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
Regular price 215.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
Regular price 249.00 ლარი 209 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
Regular price 309.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი