მოკლედ ლობზიკების შესახებ

სამშენებლო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის შრომით იარაღებს რადგან არსებითი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ბლოგის სახით, ხშირად ვთავაზობთ სხვადასხვა რეკომენდაციებს არამარტო მათ, არამედ სფეროს დამწყებ კადრებსაც.

ის, ვინც ხეზე, ფოლადსა და ფერად ლითონებზე აქტიურად მუშაობს, კარგად იცის ე.წ. ლობზიკის, ქართულად ბეწვა ხერხის მნიშვნელობა.
რადგან განმეორება ცოდნის დედაა, საინტერესოა იმ დამატებითი ინფორმაციის მიღებაც, რომელიც არჩევანის საშუალებას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.

მაშ, ასე!
გამოგვყევით ბლოგის აღწერაში და ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ იარაღის მახასიათებლები. დაწყებული ძლიერი და დასრულებული სუსტი მხარეებით.

პირველ რიგში , უნდა ითქვას, რომ ელექტრო ხერხთან მუშაობა სირთულეს არ წარმოადგენს. მისი ძირითადი დანიშნულება ხისა და ფერადი ლითონის მასალების დაჭრაა. გარდა ამისა, იყენებენ ისეთი მასალების დასამუშავებლად, როგორიცაა თხელი სისქის ბეტონის ფილები.

როდესაც საქმე ეხება ისეთ მასალებს, როგორიცაა პარკეტი, ლამინატი, კედლის პანელები, ამ შემთხვევაში, ელექტრო ხერხი უკონკურენტოა.
ის, ვისაც ხეზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, დიდი ალბათობით, ემახსოვრება მოძველებული სტილის ხელის ხერხები, რომლებიც ხმარებიდან ნელ-ნელა გადადის.

ამდენად, ელექტრო, ან ბატარეაზე მომუშავე ბეწვა ხერხი დიდი კომფორტია ამ ადამიანებისთვის. გარდა ამისა, მისი მოხერხებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ხერხის თანამედროვე პირები მასალის დამუშავების საშუალებას იძლევა. ანუ, მიეცეს მას ნებისმიერი კუთხური თუ ოვალური ფორმა.
ბეწვა ხერხების (ლობზიკების) ფართო არჩევანის შესაძლებლობას ჩვენი საიტიც გაძლევთ და დაინტერესების შემთხვევაში გირჩევთ, აუცილებლად გადაავლოთ თვალი.

ახლა კი ვისაუბროთ კონკრეტულად მახასიათებლების განსაზღვრაზე:

  1. გარდა იმისა, რომ გამძლეობის თვალსაზრისით, ბრენდს არსებით მნიშვნელობა აქვს, კომფორტულად მუშაობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მოწყობილობის წონა და ზომა;
  2. როგორი აქვს ბრუნვის სიმძლავრე და სიჩქარე;
  3. შეგიძლიათ თუ არა თავად სიჩქარის რეგულირება;
  4. რამდენად ღრმად შეუძლია ხერხის პირებს ჭრა და როგორი ტიპის მასალისთვის გჭირდებათ მისი გამოყენება;
  5. აქვს თუ არა ნახერხზე ჰაერის დაბერვის ფუნქცია;

და ბოლოს, წარმოგიდგენთ 2019 წლის ყველაზე მოთხოვნად მოდელს:

მოკლედ ლობზიკების შესახებ

DeWalt DW349

ძლიერი, თუმცა გარკვეულწილად მკაცრი ხელსაწყოა.
სამუშაოს ოპტიმალური შესრულებისთვის, სამი ძირითადი რეჟიმი აქვს.

  1. ადვილად რეგულირებადია, რისთვისაც არ გჭირდებათ დამატებითი ძალისხმევა;
  2. დამცავი ბალიშების წყალობით, არ აფუჭებს დასამუშავებელი ზედაპირის საფარს;
  3. ლითონის კავები თავიდან აგაცილებთ უბედურ შემთხვევას - თითების მოჭრას.

კონკრეტულად ამ მოდელის უპირატესობები იმაში მდგომარეობს, რომ აქვს ელექტრონული სიჩქარის კონტროლი, განათება, ოთხმეტეიანი ქსელის კაბელი, ნახერხის წმენდის ფუნქცია და კომფორტული რბილი რგოლები.

ძირითადი უპირატესობები:

  1. შემცირებული ვიბრაცია;
  2. ღილაკის ჩაკეტვა;
  3. კლავიშების მარტივი რეგულირება;
  4. დაბალი ხმაური;
  5. ლითონის გადაცემათა კოლოფი;
  6. მსუბუქი წონა.
  7. უარყოფითი მხარე: შედარებით მაღალი ფასი.

ამასთანავე თუ გაინტერესებთ პასუხი საკმაოდ გავრცელებულ კითხვაზე ხელის ლობზიკი თუ ელექტრო ლობზიკი, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს შესაბამის ბლოგპოსტს.

პოპულარული მოდელები

ბეწვა ხერხი (ლობზიკი) 800W INGCO JS80028
ბეწვა ხერხი (ლობზიკი) 800W INGCO JS80028
Regular price 169 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბეწვა ხერხი (ლობზიკი) 400W INGCO JS400285
ბეწვა ხერხი (ლობზიკი) 400W INGCO JS400285
Regular price 97 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბეწვა ხერხი WADFOW WJS15571
ბეწვა ხერხი WADFOW WJS15571
Regular price 94 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბეწვა ხერხი(ლობზიკი) Bosch GST 150 BCE
ბეწვა ხერხი(ლობზიკი) Bosch GST 150 BCE
Regular price 859.00 ლარი 774 ლარი / თვეში 42 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი