მიმოვიხილოთ მიკროტალღური ღუმელების ჩასაშენებელი მოდელები

ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჩასაშენებელი საოჯახო ტექნიკა, რომელსაც განსაკუთრებული, თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი აქვს.

დღევანდელ აღწერაში გვინდა წარმოგიდგინოთ ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელები, რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც.

Hansa AMG20BFH

ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელის ზომებია - 59.3 × 38.8 × 29.1 სმ. ღუმელის შიდა მოცულობა 20 ლიტრია, ხოლო ჭურჭლის დიამეტრია 24.5 სმ-ია. შიდა ფენა დამზადებულია მინანქრის მასალისგან, მოწყობილობის საერთო წონა კი 16.2 კგ-ია.

მიკროტალღური გთავაზობთ საკვების  მომზადების 9 ავტომატურ პროგრამას. საკმარისია შეარჩიოთ წონა ან ულუფების რაოდენობა, კერძის ტიპი და ღუმელი თავად შეარჩევს მომზადების პროგრამას.

ტაიმერის მაქსიმალური დრო 95 წუთია. აქვს LED დისპლეი და სენსორული კონტროლი.

მიმოვიხილოთ მიკროტალღური ღუმელების ჩასაშენებელი მოდელები

უპირატესობები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • პატარა ზომა;
  • 9 ავტომატური პროგრამა;
  • LED ეკრანი, სწრაფი დაწყების ფუნქცია;
  • მოსახერხებელი მართვა.

ნაკლოვანებები:

  • სუსტი ძალა;
  • დიდხანს ათბობს საკვებს;
  • მუშაობს ხმამაღლა.

გამომდინარე იქიდან, რომ ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება, ისურვეზე მთელი რიგი ფასდაკლებები გვაქვს, რომელიც ყველა შერჩეულ პროდუქციაზე მოქმედებს. ამასთან, ჩვენთან შესაძლებელია განვადების პირობებით სარგებლობა, ხოლო შერჩეულ პროდუქციას სრულიად უფასოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით.

Gorenje BM6240SY2B

მიკროტალღური ღუმელი Gorenje  სამზარეულოში შესანიშნავი დამხმარეა, რომელიც დამზადებულია კლასიკურ შავ ფერში და კარგად ერგება სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

აქვს საკმაოდ დიდი მოცულობა - 23 ლიტრი და მცირე ზომები - 59.5 39 × 39 სმ, მბრუნავი ფირფიტა 27 სმ დიამეტრით. ღუმელის წინა პანელი დამზადებულია მეტალისგან, შიდა პალატის კედლები კი - მინანქრის მასალისგან. კარი შეიცავს ორმაგ მინას.

მიმოვიხილოთ მიკროტალღური ღუმელების ჩასაშენებელი მოდელები

მოდელის დიზაინიდან გამომდინარე,  მისი მოვლა ადვილია. კარი დამზადებულია მყარი მინისგან, ამიტომ არ არსებობს ადგილები, სადაც შეიძლება ჭუჭყის დაგროვება მოხდეს. მოწყობილობა აღჭურვილია AquaClean ორთქლის დასუფთავების სისტემით.

მიკროტალღური ღუმელი შეიცავს 8 ავტომატურ პროგრამას, ხოლო მართვა შესაძლებელია სენსორითა და დისპლეით. კომპლექტში შედის მავთულის საკეტი და მრგვალი საცხობი უჯრა.

უპირატესობები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • შესანიშნავი კომბინაცია სხვა სამზარეულოს ტექნიკასთან;
  • ავტომატური რეჟიმები;
  • შენახვის, ორთქლით წმენდისა და გალღობის ფუნქციები;
  • კომბინირებული პროგრამები;
  • მართვის სიმარტივე.

ნაკლოვანებები:

  • ადვილად დაბინძურებადი ზედაპირი;
  • მუშაობს ხმაურით;
  • მოკლე დენის კაბელი.

Bosch BFL634GS1

მსოფლიო ბრენდის Bosch-ის ელეგანტური მიკროტალღური დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რომელსაც მოსახერხებელი ზომები აქვს - 59.4 x 38.2 x 31.8 სმ.

კამერის შიდა მოცულობა 21 ლიტრია, ხოლო წონა - 16.7 კგ. არ აქვს გრილის ფუნქცია, რაც გარკვეული მომხმარებლებისთვის ერთგვარი დისკომფორტია. მართვა ხდება TFT ეკრანის, Touch Control სისტემის და მბრუნავი ღილაკების გამოყენებით. ამასთან, აქვს ნათელი LED განათება.

მიმოვიხილოთ მიკროტალღური ღუმელების ჩასაშენებელი მოდელები

უპირატესობები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • კარზე ნათითურები არ რჩება;
  • სწრაფი და ერთგვაროვანი გათბობა;
  • მოსახერხებელი მართვა;
  • ავტომატური პროგრამების ხელმისაწვდომობა.

ნაკლოვანებები:

  • არ აქვს გრილის ფუნქცია;
  • დროის დაყენება მოუხერხებელია.

პოპულარული მოდელები

მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
Regular price 305.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BM)
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BM)
Regular price 279.00 ლარი 249 ლარი / თვეში 14 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BK)
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BK)
Regular price 269.00 ლარი 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
Regular price 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი