მანქანის მტვერსასრუტი თქვენი კომფორტისთვის

როგორი მაგარი ან ძვირიანი მანქანაც არ უნდა გყავდეს, მთავარია სალონი გქონდეთ დასუფთავებული და მოწესრიგებული, რათა ისევ და ისევ თქვენ იგრძნოთ თავი კომფორტულად.

ეს ისეთი რამეა, რომ შეუძლებელია უგულვებელყო, რადგან მანქანის სალონი სწრაფად იმტვერება და სულ თუ არაფერი, მტვერი მაინც გექნებათ ასაღები.

მანქანის მტვერსასრუტი თქვენი კომფორტისთვის

ადამიანების უმეტესობა შეცდომაში შედის გარკვეული მტვერსასრუტის დიზაინის, ბრენდისა და სახეობის თვალსაზრისით, მაგრამ მთავარია გაითვალისწინოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც რეალურად უნდა ჰქონდეს მანქანის მტვერსასრუტს.

ძლიერი შეწოვა

მტვერსასრუტის შეწოვის ძალა მტვერსასრუტის ეფექტურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმაპირობებელია.

თუ გადაწყვიტეთ ამ მოწყობილობის შეძენა, მაშინ აარჩიეთ ძლიერი შეწოვის უნარიანი, რათა შეძლოს გაუმკვლავდეს რთული სახის დავალებებსაც კი, როგორიცაა თუნდაც თხეევადი გარსის ამოღება სალონიდან. 

კარგ მტვერსასრუტს უნდა შეეძლოს გაუმკვლავდეს, როგორც მშრალ, ისე სველ სამუშაოებს.

პორტატულობა

მანქანის ინტერიერის დასუფთავება შეიძლება მარტივი ჩანდეს, მაგრამ თქვენ ვერ გადააადგილებთ თქვენი სრული ზომის მტვერსასრუტს, როგორც ამას სახლში აკეთებთ.

ხელის პორტატული მანქანის მტვერსასრუტის ყიდვა არის ის, რაც საშუალებას მოგცემთ მარტივად გაასუფთავოთ თქვენი მანქანის სალონის ყველა დეტალი.

მანქანის მტვერსასრუტი უნდა იყოს კომპაქტური და რაც შეიძლება მსუბუქი წონის, უკეთესი მანევრირებისთვის.

რამდენადაც გასათვალისწინებელია პორტაბელურობა, ასევე, მისი ტევადობა უნდა იყოს საკმარისი დიდი რაოდენობით მტვრისა და ჭუჭყის დასატევად.

აქსესუარები

ცნობილია ის ფატი, რომ მანქანას უფრო მეტად სჭირდება დასუფთავება, ვიდრე სხვა ბევრ ადგილს.

მტვერსასრუტს, როგორც წესი, მოყვება დამატებითი ატრიბუტები, რათა გაგიმარტივოთ ესა თუ ის სამუშაო.

ისეთი მოწყობილობა, როგორიცაა ნამსხვრევების ხელსაწყო, მტვრის ფუნჯი, პერანგის ხელსაწყო და სპეციალური სახის საქშენები ხელს შეუწყობს თქვენი მანქანის სრულყოფილ სისუფთავეს.

საიმედო ბატარეის სიცოცხლე

ადამიანების უმეტესობას ურჩევნია უკაბელო მოდელები თავიანთი მანქანებისთვის, რადგან ისინი უფრო მოსახერხებელია.

კიდევ უფრო უკეთესი საიმედოობის უზრუნველსაყოფად, თქვენ გჭირდებათ აპარატის მძლავრი ბატარეა ხანგრძლივი სიცოცხლის უნარიანობისთვის. 

ასე, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ მოწყობილობის გამორთვა დალაგების საქმიანობის მომენტში. ამას გარდა, ბატარეას უნდა ჰქონდეს მოკლე დატენვის დრო.

მათთვის, ვინც კაბელის მქონე მტვერსასრუტის გამოყენებას გადაწყვეტს, იპოვეთ გრძელი დენის კაბელისა და შლანგის მქონე მოწყობილობა.

დამატებითი რჩევებისთვის, წარმოგიდგენთ მანქანის მტვერსასრუტებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სტატიას.

ფილტრაცია

დღესდღეობით, მანქანები ასოცირდება, როგორც ჩვენი მეორე სახლი ან სამუშაო ადგილი, რადგან მათში მნიშვნელოვან დროს ვატარებთ.

ამ მიზეზით, მათ შიგნით ატმოსფერო დაცული უნდა იყოს მავნებელი ნივთიერებებისგან.

სველი მანქანის მტვერსასრუტი თავისი დიდი ფილტრაციით უზრუნველყოფს ამ საკითხს, რადგან არცერთ ალერგენს, ჭუჭყსა და მტვრის ნაწილაკს არ უშვებს ჰაერში. HEPA ფილტრები რეკომენდირებულია სველი მტვერსასრუტებისთვის.

პოპულარული მოდელები

მანქანის მტვერსასრუტი Jet Power
მანქანის მტვერსასრუტი Jet Power
Regular price 100.00 ლარი 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ბარათით შეძენისას! 10:00 - 19:00 მიწოდება 2 საათში. 19:00 საათის შემდეგ მიწოდება მომდევნო სამუშაო დღის პირველ ნახევარში
მანქანის მტვერსასრუტი და ნასოსი 2-1 ში SOLLEX FRANCE  SL 961
მანქანის მტვერსასრუტი და ნასოსი 2-1 ში SOLLEX FRANCE SL 961
Regular price 150.00 ლარი 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მანქანის მტვერსასრუტი Black & Decker PV1200AV-XK
მანქანის მტვერსასრუტი Black & Decker PV1200AV-XK
Regular price 169.00 ლარი 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხელის მტვერსასრუტი Black+Decker WDC215WA-QW
ხელის მტვერსასრუტი Black+Decker WDC215WA-QW
Regular price 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი