მაცივრის ბრენდების მიმოხილვა

HITACHI-ის მაცივრები - ეს დიზაინისადმი გონივრული მიდგომა, ერგონომიულობა და ფუნქციურობის ერთობლიობაა.

მხოლოდ იაპონიას, ქვეყნას, რომელშიც ყველაზე მეტად რაციონალური მიდგომები ფასობს და მუდმივი სწრაფვაა ცხოვრების ყველა სფეროში ინოვაციების დანერგვისაკენ, შეუძლია მსგავსი კომფორტული სამომხმარებლო ტექნიკა შემოგვთავაზოს.

მაცივრის ბრენდების მიმოხილვა

HITACHI, როგორც ორკარიან, ისე ოთხკარიან მაცივრებს უშვებს. ყველა მოდელი შიდა ფართის მოსახერხებლობით და დიდი თავსებადობით გამოირჩევა.

ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ არამარტო სახლისთვის, არამედ რესტორნებისთვისა და კაფე-ბარებისთვისაც გამოვიყენოთ იაპონელი მწარმოებლის პროდუქცია.

თანაც, ამ ბრენდის მაცივარი ძალიან იაფად და რაც მნიშვნელოვანია, განვადებით შეგიძლიათ შეიძინოთ.

HITACHI-ის მაცივრები ექსკლუზიური ტექნოლოგიებითა და მრავალფეროვანი სათავსოებით გამოირჩევა, რომელთაგან თითოეული გარკვეული პროდუქტის შესანახად არის განკუთვნილი.

HISENSE-ის მაცივრები - ჩინეთში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში მოწინავე სამეულში შედის  და მსოფლიოს 175 სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს გაყიდვებს, მათ შორის საქართველოშიც.

HISENSE-ის მაცივრები ოპტიმალური ვარიანტია მათთვის, ვისაც ყოველდღიურად პროდუქტის შესაძენად მაღაზიებში სიარული არ უყვარს. ჩინური მწარმოებლის მაცივარი საკვებს დიდი ხნის განმავლობაში ინახავს და თავდაპირველ თვისებებს უნარჩუნებს მათ. HISENSE-ის ტექნიკის ფასები ხელმისაწვდომია საშუალო შეძლების მომხმარებლისათვის.

ჩინური მწარმოებლის მაცივრების სასარგებლო მოცულობა შესაძლოა 192-დან 289 ლიტრამდე აღწევდეს. ზოგიერთ მოდელს გადასაკიდი კარი აქვს, რაც ყოველდღიურ მოხმარებაში მათ უფრო კომპაქტურსა და მოსახერხებელს ხდის.

INDESIT-ის მაცივრები - საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების სფეროში, შედარებით ახალი ბრენდია. ამის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო მსოფლიო პოპულარობის მოპოვება. ახალი ევროპის არჩევანი - ასე ახასიათებენ INDESIT-ის მწარმოებლები საკუთარ ტექნიკას. მისი ეფექტური, მარტივი და მოსახერხებელი კონსტრუქცია უამრავ დროს დაგიზოგავთ და მაცივრის მოხმარებას გაგიადვილებთ.

Indesit Forma - ასე ეწოდება INDESIT-ის მაცივრების ახალ ხაზს. მაცივრების კონსტრუქცია ამართლებს სახელს. ახალი მოდელების ელასტიური დიზაინი განსაკუთრებულ იერს აძლევს მათ, ხოლო კარების ტალღისებური ფორმა დიზაინერული მიღწევების ერთ-ერთი უკანასკნელი სიტყვაა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში.

Hotpoint-ARISTON-ის მაცივრები - მხოლოდ ამ ბრენდისთვის დამახასიათებელი დიზაინით გამოირჩევიან. მათ გარეგნული გაფორმება შეიძლება ასეც დახასიათდეს - ლაკონური და ფუნქციური ჰაიტეკი.

Hotpoint-ARISTON-ის მაცივარი სამზარეულოს ინტერიერს აბსოლუტურად გამორჩეულს გახდის. კომპანია სხვადასხვა ფერის მაცივრებს უშვებს: თეთრსა და შავს პრიალა ზედაპირით, მოვერცხლისფროსა და ანტარციტიფერს, ასევე უჟანგავი ფერისას, რომელიც შესაბამისი ლითონის მასალისგან მზადდება.

Hotpoint-ARISTON-ის მაცივრებს მსოფლიოში ცნობილი იტალიური კომპანია, ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი Indesit Company უშვებს.

დაგაინტერესებთ: მაცივრის მოვლის მეთოდები.

და ასევე, კატეგორია, რომელიც ამ პოსტში არ მოხვდა, მაგრამ ცალკე განხილვას იმსახურებს და მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ: სამსუნგის მაცივრები 10 წლიანი გარანტიით.

იტალიური ტექნიკის დიზაინერული ტრადიციები მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მისაბაძი მაგალითია, რაც იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ Hotpoint-ARISTON-ის მაცივრების თანამედროვე ინტერიერი და მათი ტექნიკური მხარე ერთმანეთს სრულებით ჰარმონიულად ერწყმის.