კონვექციის ფუნქცია ელექტრო ღუმელებში
ღუმელი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება კერძის მოსამზადებლად ან გასაცხელებლად.
უძველესი დროიდან მოყოლებული-დღემდე, ღუმელი გამოიყენება მრავალი ამოცანის შესასრულებლად. იმის გამო, რომ ღუმელს სხვადასხვა მიზნით იყენებენ, არსებობს მისი სხვადასხვა ტიპები. ეს ტიპები ერთმანეთისგან განსხვავდება მათი დანიშნულებისამებრ და იმის მიხედვით, თუ როგორ წარმოქმნიან ისინი სითბოს.
ორი ყველაზე პოპულარული ტიპის ღუმელი არის ჩვეულებრივი და კონვექციური. ამ ორი ტიპის ღუმელს შორის განსხვავება არის ის, თუ როგორ ხდება ღუმელში სითბოს გაფანტვა ხარშვის პროცესში.
კონვექციური ღუმელი იყენებს ვენტილატორს, რომელიც ჩვეულებრივ მდებარეობს ღუმელის უკანა მხარეს. ვენტილატორის დანიშნულებაა აიძულოს გაცხელებული ჰაერი, რომ მოახდნოს ცირკულაცია ღუმელში და მოახდინოს მოხარშვა. გაცხელებული ჰაერი მუდმივად იჭრება საჭმლის გარშემო და, შესაბამისად, კონვექციური ღუმელი ამზადებს საჭმელს ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი ღუმელი. კონვექციური ღუმელი არა მხოლოდ უფრო სწრაფად ამზადებს საჭმელს, ვიდრე ჩვეულებრივი ღუმელი, არამედ, მას შეუძლია საფუძვლიანად მოამზადოს საკვები დაბალ ტემპერატურაზე. საშუალო დრო, რომელსაც ზოგავთ კონვექციური ღუმელით, არის საკვების ნორმალური მომზადების დროის დაახლოებით 20 პროცენტი. ტემპერატურა, რომელსაც კონვექციური საცხობი ღუმელი იყენებს საჭმლის მოსამზადებლად, ასევე დაახლოებით 20 პროცენტით დაბალია, ვიდრე რეცეპტის მიერ შემოთავაზებული მზადებისთვის რეკომენდირებული ტემპერატურა.
როგორც წესი, კონვექციური ღუმელები ცნობილია თავისი პოპულარობით როგორც რესტორნის ინდუსტრიაში, ასევე კომერციული სამზარეულოს ობიექტებში. ასევე, ადამიანებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება კონვექციური ღუმელების საკუთარ სახლებში გამოყენებაც. ან, თუნდაც ჩვეულებრივი ელექტრო ღუმელი, რომელსაც სურვილის შემთხვევაში შეუძლია გადავიდეს კონვექციის რეჟიმში. კონვექციური ღუმელები უფრო სწრაფი და ეფექტურია ვიდრე ჩვეულებრივი ღუმელები და, შესაბამისად, შეიძლება უფრო ძვირი იყოს. თუმცა, პროფესიონალი მზარეულები მთელი მსოფლიოდან ირწმუნებიან, რომ სწრაფად მომზადებული გემრიელი საჭმლისთვის ღირს მეტის გადახდა. ვინაიდან კონვენციის ღუმელში ჰაერის მიმოქცევა ერთნაირია, საკვები მოხარშული იქნება იმავე სიჩქარით, არ აქვს მნიშვნელობა სად არის მოთავსებული ღუმელში - ზედა ან ქვედა თაროზე , წინა თუ უკანა მხარეს.
ელექტრო ღუმელების რეიტინგი და საუკეთესო მოდელების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...