ელექტრო ღუმელების რეიტინგი - საუკეთესო მოდელების მიმოხილვა
თანამედროვე ელექტრო ღუმელი დიასახლისების შეუცვლელი დამხმარეა, რომელიც ასრულებს ბევრ ფუნქციას, ანაცვლებს ბევრ სამზარეულოს ტექნიკას - გრილს, მიკროტალღურ ღუმელებს და ა.შ.
ტექნიკის ყიდვისას მთავარია, არ შეცდეთ შერჩეულ მოდელში და შეიძინოთ ისეთი საუკეთესო ელექტრო ღუმელი, რომელიც წლების განმავლობაში მოგემსახურებათ.
ელექტრო ღუმელის ტიპები
არსებობს სხვადასხვა ტიპის ღუმელები, რომელთაც უპირატესობები და უარყოფითი მხარეები გააჩნიათ. თუმცა, შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ენერგიის წყარო - გაზის თუ ელექტრო? დღესდღეობით და სამწუხაროდ, სხვადასხვა ტიპის ენერგიის მოხმარების ღირებულება პრაქტიკულად გათანაბრდა. თუმცა, მიჩნეულია, რომ გაზის ქურებთან მუშაობა უფრო ეკონომიურია.
ღირებულების მიუხედავად, ელექტრო ღუმელების ინსტალაცია და ექსპლუატაცია ბევრად უფრო ადვილია და ასევე - ბევრად უფრო უსაფრთხო. გარდა ამისა, თანამედროვე მოდელებს აქვთ 50-მდე ოპერაციული რეჟიმი, რაც საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ არა მხოლოდ ნაცნობი, არამედ ეგზოტიკური კერძებიც;
ინსტალაციის ტიპი - ჩაშენებული ან დამოუკიდებელი მოდელები. ჩასაშენებელი სამზარეულო ტექნიკა მოცემულია პანელთან ერთად ამიტომ, ისინი სამზარეულოს ზედაპირზევე მონტაჟდება. დამოუკიდებელ მოწყობილობებს საკუთარი პანელი აქვთ და მათი განთავსება ყველგან შეიძლება;
დასუფთავების მეთოდი - მნიშვნელოვანი პარამეტრია პროდუქტის არჩევისას, ვინაიდან ღუმელის გაწმენდას დიდი დრო სჭირდება. ამ პარამეტრის გათვალისწინებით, გამოირჩევა შემდეგი ტიპის აღჭურვილობა:
მოწყობილობები, რომელთა გაწმენდა შესაძლებელია ტრადიციული სისტემის შესაბამისად - ღრუბლისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით;
ჰიდროლიზის გაწმენდით, ხელით უნდა დაასრულოთ დასუფთავება;
მოწყობილობები კატალიზური დასუფთავებით - ღუმელი იწმინდება კერძის მომზადების დროს, კატალიზატორის ნაწილაკებიანი მინანქრის პანელის წყალობით.
Hansa BOES68102
მომხმარებლებმა საუკეთესო მოდელებს შორის პირველი ადგილი მიანიჭეს Hansa ელექტრო ღუმელს (პოლონეთი, Amica Wronki S.A.). ამ კომპანიის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დაბალი ფასის მიუხედავად, გამოირჩევა ხარისხითა და გამძლეობით.
Hansa BOES68102-ის ზოგადი მახასიათებლები:
- დამოუკიდებელი ელექტრო ღუმელი ჩამოსაკიდი კარით;
- ელექტრომექანიკური კონტროლი ჩამრთველებითა და ტაიმერით;
- ენერგოეფექტურობა - “A”;
- ტევადობა - 62 ლიტრი;
- ენერგიის მოხმარება - 2.9 კვტ;
- ტემპერატურის რეჟიმის შეზღუდვა - 250 ° С;
- ღუმელის ზომები - 59.5 x 59.5 x 57.5 სმ;
- 5 ქულიანი სისტემის მიხედვით, მოდელის უსაფრთხოება შეფასდა 4.5 ქულით, თერმული იზოლაცია - 4.1-ით, ხოლო ფუნქციონალურობა - 4.4-ით.
მოდელის უპირატესობები:
- კონვექცია;
- გალღობა;
- ელექტრო გრილი;
- განათება;
- გათბობის 8 რეჟიმი;
- ვენტილატორი;
- მარტივი ინსტალაცია, მართვა და გონივრული ფასი.
Electrolux EZB 52410 AX
შემდეგ ადგილს იკავებს Electrolux ელექტრო ღუმელი, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით, აღიარებულია როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მოდელი სამზარეულოს მოწყობილობებს შორის.
Electrolux EZB 52410 AX ზოგადი მახასიათებლები:
- დამოუკიდებელი ელექტრო საცხობი ღუმელი ჩამოსაკიდი კარით;
- ელექტრომექანიკური კონტროლი დისპლეით, ტაიმერით და ჩაღრმავებული რეგულატორებით;
- ღუმელის მოცულობა - 60 ლ;
- ზომები - 59 x 59,4 x 56 სმ;
- 5 ქულიანი სისტემის თანახმად, ღუმელის ფუნქციონალი 4.7-ია, უსაფრთხოება და თერმული იზოლაცია კი 4.5 ქულაა.
ღუმელის უპირატესობები:
- გათბობის 6 რეჟიმი;
- ელექტრო გრილი;
- საათი;
- განათება და კონვექცია თანაბარი ცხობისთვის;
- მოწყობილობის დამცავი გამორთვა და ბავშვებისგან დაცვა;
- ვენტილატორი.
ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ საუკეთესო ჩასაშენებელი ელექტრო ღუმელები, დაინტერესების შემთხვეაში ეწვიეთ ბმულს.
პოპულარული მოდელები