კომპაქტური სმარტფონები
ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპაქტური მობილურების გამოყენება, რომელიც კომფორტულად მოთავსდება ხელშიც, ჯიბეშიც და ჩანთაშიც. დღეს გადავწყვიტეთ ასეთი ტელეფონების რეიტინგი წარმოგვედგინა, რომელშიც გავაერთიანეთ სხვადასხვა საფასო კატეგორიის სმარტფონები.
Xiaomi Mi 9 SE
მიუხედავად შედარებით დიდი - 5.97 ინჩიანი ეკრანისა, ამ მოდელს შეიძლება თამამად ეწოდოს კომპაქტური მობილური, რომელიც ფასისა და ხარისხის შესანიშნავი კომბინაციაა. ეკრანი დამზადებულია AMOLED ტექნოლოგიის გამოყენებით, რომლის გარჩევადობაა 2340x1080 პიქსელი. რვაბირთვიანი Snapdragon 712 პროცესორი და 6 გბ ოპერატიული მეხსიერება კი უზრუნველყოფს სმარტფონის გამართულ მუშაობას.
Xiaomi სმარტფონის მნიშვნელოვანი მახასიათებელი უკანა სამმაგი კამერაა, რომელიც 48 MP-იანია. ფართო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იღებს მაღალხარისხიან სურათებს ამიტომ, ტელეფონი იდეალურია მათთვის, ვისაც ფოტოების გადაღება ძალიან უყვარს. მოწყობილობას აქვს მოსახერხებელი USB პორტი, მაგრამ არ აქვს მეხსიერების ბარათის ჩასადები.
დადებითი:
- AMOLED ეკრანი;
- შესანიშნავი გადაღება;
- შესანიშნავი დიზაინი;
- ხელმისაწვდომი ფასი;
- სწრაფი დატენვის ფუნქცია.
Nokia 7.1
უბრალო, მაგრამ მაღალი ხარისხის Nokia ტელეფონი, რომლის შიდა მეხსიერება 64 გბ-ია და შესაძლებელია მისი გაზრდა 400 გბ-მდე. მუშაობის ხარისხზე პასუხისმგებელია Snapdragon 636 პროცესორი და 4 გბ ოპერატიული მეხსიერება. აღნიშნული მაჩვენებელი სრულიად საკმარისია ყოველდღიური დატვირთული მუშაობისთვის და დაბალი პარამეტრების მქონე თამაშებისთვის.
ტელეფონის უკანა მხარეს განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი, ხოლო მთავარი კამერით შესაძლებელია მაღალხარისხიანი სურათების გადაღება, მათ შორის ღამის რეჟიმშიც. 5.84 ინჩიანი სმარტფონი აღჭურვილია HDR ტექნოლოგიით, რომლითაც შესაძლებელია რეალისტური სურათების ხილვა.
დადებითი:
- ელეგანტური დიზაინი;
- შთამბეჭდავი HDR ეკრანი;
- გამოსაყენებლად ძალიან კომპაქტურია;
- მაღალხარისხიანი გადაღების მქონე კამერები.
მინუსები:
- სამწუხაროდ, ელემენტი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ძლებს.
Samsung Galaxy S10e
ერთ-ერთ საუკეთესო კომპაქტურ სამსუნგის ტელეფონ - Galaxy S10e-ს 5.8 დიუმიანი AMOLED ეკრანი აქვს, რომლის დამსახურებითაც შესაძლებელია ნათელი და კონტრასტული სურათების ხილვა. წინა კამერის ობიექტივი მდებარეობს ეკრანის ზედა ნაწილში.
Exynos 9820 მძლავრი პროცესორისა და 8 გბ ოპერატიული მეხსიერების დამსახურებით, Galaxy S10e უსწრაფესი Android ტელეფონების რეიტინგში დამსახურებულად შედის. მიუხედავად იმისა, რომ ელემენტის სიმძლავრე საკმარისად დიდი არ არის, მოწყობილობა დღის განმავლობაში მარტივად გაგიძლებთ.
დადებითი:
- შესანიშნავი ჩვენება;
- მაღალი ხარისხის გადაღება;
- უსადენო დამტენი;
- მოსახერხებელია ერთი ხელითაც მუშაობა.
მინუსები:
- კამერას აქვს ორი ლინზა და არა სამი, როგორ მაგალითად Galaxy S10-ს.
Sony Xperia 5
მოდელის ვიწრო კორპუსი და დიდი ეკრანი, როგორც ჩანს, კარგად ვერ ეგუება „კომპაქტური სმარტფონის“ კონცეფციას. მაგრამ, მოგრძო ფორმის გამო, მობილური ძალიან კომფორტულად ჯდება ხელში. გარდა ამისა, 21: 9 თანაფარდობის მქონე ეკრანით ძალიან კარგია ფილმების ყურებაც.
ტელეფონი Sony-ს სიჩქარეს უზრუნველყოფს Snapdragon 855 პროცესორი, 6 GB ოპერატიული მეხსიერება და 128 GB შიდა მეხსიერება. ბატარეის ტევადობა საკმაოდ კარგია, რომელიც საკმარისია სრულფასოვანი მუშაობისთვის. სამწუხაროდ, ტელეფონს არ აქვს უსადენო დატენვის ფუნქცია.
დადებითი:
- კარგი გადაღების მქონე კამერები;
- ლამაზი OLED ეკრანი;
- შესანიშნავი დიზაინი;
- ხელში დასაჭერად ძალიან მოსახერხებელია.
მინუსები:
- სამწუხაროდ, ყველას არ მოსწონს სმარტფონის მოგრძო სხეული.
პოპულარული მოდელები