დიდი ეკრანის მქონე მობილურები

რამდენიმე წლის წინ, მომხმარებლებმა 5 ინჩიან სმარტფონებს ირონიულად უწოდეს დიდი „ნიჩაბი“, მაგრამ დღეს ეს რეალობა რადიკალურად შეცვლილია და ბევრ ადამიანს ასეთი ეკრანი მცირე ან მოუხერხებლადაც კი მიაჩნია.

დღევანდელი ჩვენი ბლოგი დაკავშირებული იქნება დიდ ეკრანიანი მობილურების მიმოხილვაზე, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო პოპულარული ხდება. თანამედროვე მობილურების შესახებ წინა აღწერებშიც არაერთხელ ვისაუბრეთ, სადაც ხაზგასმით აღვნიშნეთ არა მხოლოდ მათი ტექნიკური შესაძლებლობები, არამედ ეკრანის უზარმაზარი დიაგონალიც.

Huawei Mate 20

Huawei  ტელეფონი  მუშაობს ახალ SoC Kirin 980-ზე, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს თუნდაც 3D თამაშებსა და მძიმე პროგრამებს.  ინტერნეტში სქროლვა ორმაგად სასიამოვნოა დიდი 6.53 ინჩიანი ეკრანის წყალობით, რომლის რეზოლუციაა 2244x1080 პიქსელი. სმარტფონის მთავარი უპირატესობა არათუ პროცესორშია, არამედ ეკრანში, რომელსაც სამლინზიანი შესანიშნავი კამერა აქვს.

დიდი ეკრანის მქონე მობილურები

უპირატესობები:

  • წინა კამერა 24 მეგაპიქსელის რეზოლუციით;
  • Dolby Atmos მხარდაჭერა;
  • ROM-ის 256 გბ-ით გაფართოების შესაძლებლობა.

ნაკლოვანებები:

  • ასეთი ენერგიისთვის ბატარეის მოცულობა მცირეა.

Samsung Galaxy Note 9

სამსუნგის სმარტფონს 6.4 ინჩიანი SuperAMOLED ეკრანი აქვს. მობილური აღჭურვილია მოსახერხებელი Always On Display-ით და აქვს სიკაშკაშის დიდი ზღვარი. ზოგი მოწყობილობა მუშაობს Snapdragon 845 პროცესორზე, ზოგი კი - Exynos 9810-ზე.

ტელეფონს აქვს მხოლოდ ერთი სენსორი მთავარი კამერისთვის, მაგრამ გათვალისწინებულია ასევე მრავალი დამატებითი ფუნქცია. მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ დაბინდოთ ფონი, გადაიღოთ პანორამული კადრები და ჩართოთ ავტომატურად გადაღების რეჟიმი.

დიდი ეკრანის მქონე მობილურები

უპირატესობები:

  • ROM-ის მოცულობა 512 გბ-მდე;
  • მაღალხარისხიანი მასალები;
  • ჩამონტაჟებული უკაბელო დატენვა;
  • სკანერი, რომელიც მუშაობს სიბნელეშიც.

iPhone XS Max

2018 წლის ბოლოს გამოსულმა ახალმა iPhone-მ მომხმარებლები თავისი გაფართოებული ეკრანით  გაახარა - 6.4 ინჩი, მაგრამ დღევანდელი, ბოლო თაობის  iPhone 12  მაინც ყველაზე იდეალურია. მობილურს აქვს ბრენდირებული Apple A12 Bionic პროცესორი, რომელიც მუშაობს ახალი თაობის Neural Engine სისტემასთან ერთად. უსაფრთხოების სისტემა მუშაობს უნაკლოდ: თითის ანაბეჭდის სკანერების გარდა, აქვს დამატებით TrueDepth სახის ამოცნობა.

დიდი ეკრანის მქონე მობილურები

უპირატესობები:

  • ხელოვნური ინტელექტის მქონე ძლიერი პროცესორი;
  • წყლისა და მტვრისადმი გამძლეობა;
  • ეკრანის მაღალი გარჩევადობა.

ნაკლოვანებები:

  • მცირე რაოდენობის მეხსიერება - როგორც ყოველთვის - არ არის გაფართოებადი.

Huawei P20 Pro

ახალი თაობის Huawei მობილურები  აღჭურვილია ყველა თანამედროვე შესაძლებლობებით. აღნიშნულ მოდელს აქვს რვა ბირთვიანი Kirin 970 პროცესორი, რომელიც  პასუხისმგებელია პროგრამების სწორად მუშაობაზე. მარტივად გამოყენებისათვის გათვალისწინებულია  Android-ის ერთ-ერთი უახლესი ვერსია.

მაგრამ ნამდვილი სიამაყე მაინც კამერებია. წინა კამერა, რომელიც 24 მეგაპიქსელიანია, პროფესიონალურ დონეზე იღებს ფოტოებს, რასაც ფოტოგრაფებიც ხშირად აღნიშნავენ.

უპირატესობები:

ორი სიმ-ბარათის მხარდაჭერა.

ნაკლოვანებები:

  • კამერებში არ არის ოპტიკური სტაბილიზაცია.

პოპულარული მოდელები

მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
479 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
389 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი