საუკეთესო სმარტფონები ძლიერი ბატარეით

ჩვენ შევისწავლეთ იმ საუკეთესო მობილურების შესაძლებლობები, რომლებსაც მძლავრი აკუმულატორები აქვთ და დატენვის გარეშე შეუძლიათ მინიმუმ დღე-ნახევარი ან ორი დღე მუშაობა.

დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ  მძლავრი აკუმულატორის მქონე მობილურებს, ხოლო აქვე შეგახსენებთ იმასაც, აღწერაში ჩამოთვლილი მოდელების პოვნა შეგიძლიათ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც, სადაც სხვა თანამედროვე მოდელის ტელეფონებიც დაგხვდებათ, თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად!

Redmi Note 8

2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სმარტფონი, რომელიც ბაზარზე საკმაოდ დაბალ ფასშია წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობას შუშის უკანა საფარი განსაკუთრებულად ლამაზ იერს სძენს. რაც შეეხება ეკრანს, საკმაოდ დიდია - 6.3 ინჩი, მაგრამ ჩარჩოები მაინც ვიწრო აქვს. ტელეფონი გამოირჩევა Snapdragon 665 პროცესორითა და უკანა 4 კამერით.

xiaomi redmi note 8 განვადებით

აკუმულატორი 4000 mAh სიმძლავრისაა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მოგემსახურებათ.

უპირატესობები:

  • დახვეწილი დიზაინი;
  • შესანიშნავი ეკრანი;
  • შესრულების კარგი მაჩვენებელი;
  • კამერა, რომელიც გამოირჩევა საინტერესო ფუნქციების სიმრავლით.

Honor 8X Max

Max სახელი გულისხმობს არა მხოლოდ ბატარეის დიდ ხანგრძლივობას, არამედ ეკრანის ზომასაც. Honor 8X Max-ს აქვს 7.1 დიუმიანი დისპლეი, რომელიც სიდიდით სმარტფონსა და ტაბლეტს შორის მერყეობს.

5000 mAh ელემენტის დამსახურებით, Honor  მობილური  მუშაობს საშუალოდ 1.5 დღის განმავლობაში, ხოლო ბატარეის სრულად დატენვას 2 საათზე მეტი დრო სჭირდება.

მეორადი მობილურები huawei honor-8

უპირატესობები:

  • დიდი და მაღალხარისხიანი ეკრანი;
  • მეხსიერების საკმარისი მოცულობა;
  • კარგი ხმა.

ნაკლოვანებები:

  • არ არის  გათვალისწინებული NFC ფუნქცია.

Asus Zenfone Max Pro M2

Asus-ის Zenfone Max Pro ხაზმა შეიძლება კონკურენცია გაუწიოს Honor-სა და Redmi 7-ს ან 8-ს. M2-ის მთავარი მინუსია წინა პანელის ცუდი დიზაინი, მაგრამ ტელეფონის უკანა მინის საფარი საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება.

ეკრანი 6.26 ინჩიანია HD + რეზოლუციით, ხოლო სმარტფონის მუშაობაზე პასუხისმგებელია Snapdragon 660 პროცესორი. მოწყობილობა აღჭურვილია სუფთა Android OS-ით, ხოლო ორიოდე პროგრამაა მოწოდებული Asus-სგან. 5000 mAh ბატარეა უზრუნველყოფს 6 საათამდე  ინტენსიურ მუშაობას. ანუ ნორმალურ რეჟიმში გარანტირებულია 1.5-2 დღიანი მუშაობა.

უპირატესობები:

  • ელეგანტური უკანა საფარი;
  • ლამაზი ეკრანი;
  • სუფთა Android პროგრამა;
  • აქვს  NFC ფუნქცია;
  • Snapdragon 660 პროცესორი

ნაკლოვანებები:

  • არ აქვს სწრაფი ტენვის ფუნქცია.

Samsung Galaxy M30s

Galaxy M30s- ს აქვს უფრო მაგარი დიზაინი, ვიდრე წინა მოდელის სამსუნგის ტელეფონებს, მოწყობილობას აქვს შესანიშნავი AMOLED ეკრანი, NFC ფუნქცია და 48 მეგაპიქსელიანი სამმაგი კამერა.

Samsung-Galaxy-M30s ყიდვა

ამასთან, ამ Samsung Galaxy-  მთავარი სიამაყე 6000 mAh ბატარეაა, რომელიც იძლევა იმის საშუალება, რომ  ტელეფონის ეკრანის ხანგრძლივობა 10-11 საათის  განმავლობაში ხელმისაწვდომი იყოს. ანუ, დაახლოებით  სრული 2 დღე მოგემსახურებათ.

უპირატესობები:

  • ელემენტის განსაკუთრებული მოცულობა;
  • აქვს NFC ფუნქცია;
  • მაღალი რეზოლუციის სამმაგი კამერა;
  • ღირსეული შესრულება;
  • უნაკლო ეკრანი.

პოპულარული მოდელები