კომბინირებული კომფორტი - ე.ი. რა სარგებლობა მოაქვს კომბაინს?

ვისაც სამზარეულოსთან შეხება ერთხელ მაინც ჰქონია, ალბათ კარგად ეცოდინება, რა დამღლელია დანით ბოსტნეულის დაკეპვა, ხორცის დაკუწვა, შეიკების მომზადება ხილისგან და ღმერთმა არ ქნას, ლიმონი იყოს დასაწური.

ხახვისგან აცრემლებულ და ხორცის ბეგვისგან მანიკიურგაფუჭებულ დიასახლისებს ახალი დამხმარე მოევლინა - კომბაინი (როგორც კეთილ ზღაპარში). იყო დრო, საქართველოში დიდი ინტერესით შევყურებდით 90-იანებში არც თუ ისე გავრცელებულ საგნებს, რომლებიც იმ დროის პოპულარულ სერიალებსა თუ ფილმებში თვალს გვჭრიდა..

კომბინირებული კომფორტი - ე.ი. რა სარგებლობა მოაქვს კომბაინს?

ეს დრო საბედნიეროდ წარსულს ჩაბარდა. მრავალფეროვანმა ბრენდებმა  ქართველ მომხმარებელს არჩევანის საშუალება მისცა - პროდუქტი მოერგო მომხმარებლის მოთხვოვნებს.

რაც უფრო საინტერესო და გასახარია, ტექნიკა არ წარმოადგენს ფუფუნების საგნებს და ყველა შემოსავლის ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. ბიუჯეტურ და ძვირიან მოდელებს ძირითადად ხარისხით განასხვავებენ ხოლმე, მაგრამ  ეს არ არის სწორი მიდგომა.

სწორად გამოყენების შემთხვევაში, ბიუჯეტური მოდელიც შეიძლება  ხანგრძლივი გამოყენების საგნად გადაიქცეს.

კომბაინის პოპულარობის ზრდა

კომბაინის პოპულარობის ზრდა მხოლოდ კომფორტით არ ყოფილა გამოწვეული.

დრო და ხარისხი, რომელსაც ავტომატური საგანი იდეალური სიზუსტით ასრულებს, ადამიანური ხელისთვის რთულად მისაღწევია.

სინთეზირებულმა ცვლამ - თქვეფის, ჭრის, დაქუცმაცების, დღვების -  შესაძლებლობა მისცა  მზადების მოყვარულთ, პარალელურ  რეჟიმში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ემოქმედათ, რაც თავისთავად მიმზიდველია.

კომბაინი შედარებით ახალი გამოგონებაა. ის მეოცე საუკუნის შუა რიცხვებში ჩნდება და პიერ ვერდონის სახელს უკავშირდება. Le Magi Mix-იყო პირველი კომბაინი, რომელიც ვერდონმა საზოგადოებას წარუდგინა.

1970-იანი წლების ბოლოს კომბაინი ერთ-ერთ მოთხოვნად სამზარეულოს ტექნიკად ითვლებოდა, რომელსაც მუდმივად უახლებდნენ და უმატებდნენ ფუნქციებსა თუ დიზაინს.

კომბაინი ძირითადად ორ ტიპად იყოფა:

  1. რომელშიც  ყველა ძირითადი პროცედურა ხორციელდება  ერთ ჯამში, ბრტყელი, მჭრელი დანით 
  2. მრავალდანამატიანი საოჯახო კომბაინი სხვადასხვა აქსესუარით, რომელიც მოიცავს  სამუშაო თასს. დისკებს ჭრის და ხეხვისთვის, ასევე ფუნქციურად განსხავებულ აქსესუარებს, რომლებსაც მრავალი სხვადასხვა ოპერაციის შესრულება  შეუძლიათ.

განსხვავდება სახლის და პროფესიონალური სამზარეულოს  კომბაინები. შეფებს სხვა მიდგომა აქვთ სამზარეულო ტექნიკის მიმართ. ისინი მხოლოდ დაზოგილ დროზე არ არიან ორიენტირებული.

მთავარი ფაქტორი ამ შემთხვევაში პროდუქტის დამუშავების შემდეგ, საკვებთან შერევით ან მისით საკვების მომზადებით შეფის ხელწერის შენარჩუნებაა. ამიტომ, ყველა  სამზარეულო ინდივიდუალურად ირჩევს კომბაინს.

თანამედროვე კომბაინის უპირატესობად  ითვლება  სიმძლავრის  კონტროლი და განსხვავებული დიზაინი.

საინტერესო საკითხავი: როგორ მოვამზადოთ საკვები სამზარეულოს კომბაინით?

დავუშვათ, თუ მცირე სამზარეულო გაქვთ და დიდ ნივთებს ერიდებით, კომპაქტური კომბაინი მისწრებაა. ისევე როგორც მომზადების პროცესში პროდუქტის მოცულობის და ფორმის კონტროლი.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას 

პოპულარული მოდელები

სამზარეულოს კომბაინი KENWOOD FP-120
სამზარეულოს კომბაინი KENWOOD FP-120
Regular price 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამზარეულოს კომბაინი Vitek VT-1445
სამზარეულოს კომბაინი Vitek VT-1445
Regular price 379.00 ლარი 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სამზარეულოს კომბაინი Ardesto KMCH-K1500SS
სამზარეულოს კომბაინი Ardesto KMCH-K1500SS
Regular price 929 ლარი / თვეში 50 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამზარეულოს კომბაინი PHILIPS HR7510/00
სამზარეულოს კომბაინი PHILIPS HR7510/00
Regular price 669.00 ლარი 469 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი