როგორ მოვამზადოთ სამზარეულოს კომბაინით 3 უგემრიელესი კერძი
თქვენ და სამზარეულოს კომბაინი:
- დიდი ხანია თქვენს სამზარეულოს ამშვენებს, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ რამოდენიმეჯერ სცადეთ და მიივიწყეთ?!
- თქვენმა გარე ბიძაშვილმა წლების წინ ქორწილში მოგართვათ, თქვენ კი დღემდე არ იცით რატომ ინახავთ ხელუხლებელს მაშინ როცა ამხელა ადგილს იკავებს?!
- დედამთილის რჩევით, მეუღლის მთელი ბონუსი მის შესაძენად დახარჯეთ თუმცა დღემდე ვერ ხვდებით ეს რატომ გააკეთეთ თუ მოხმარებას ვერ შეძლებდით?!
- ფიქრობთ, რომ მეგობარი გოგონა ოდესმე აუცილებლად გამოიყენებს მას თქვენს მაგივრად და უგემრიელს ვახშამს დაგახვედრებთ?!
თუ რომელიმე სიტუაცია გეცნოთ, მაშინ გილოცავთ! თქვენ ზუსტად იმ ბლოგპოსტზე მოხვდით, სადაც საჭიროა !
კომბაინი თანამედროვე სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ტექნიკის ბაზარზე ყოველდღიურად უამრავი სახეობის, ზომისა და სიმძლავრის სამზარეულოს კომბაინი იყიდება, თუმცა ყველა მყიდველი როდი იყენებს მას.
ზოგიერთი მათგანის სახლში კომბაინის მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება თუ აქვს, ვიანიდან წიგნის ზომის ინსტრუქციის წაკითხვა დაკავებული ადამიანისთვის არც ისე იოლი საქმეა, ხოლო მარტივი და მზა წესები კი არ იგუგლება .
ზუსტად ამიტომ, ჩვენ გაგაცნობთ 5 მარტივ, მაგრამ უგემრიელს რეცეპტს რომელთა წყალობითაც თქვენი სამზარეულო კომბაინი თქვენი ერთგული მეგობარი გახდება. აქვე გეტყვით, რომ ყველაზე პოპულარული ქართულ ბაზარზე ბოშის სამზარეულოს კომბაინი გახლავთ.
რა შეუძლია გააკეთოს სამზარეულოს კომბაინმა თქვენთვის და თქვენი სამზარეულოსთვის:
- პირველი და ყველაზე გემრიელი- მიწის თხილის კარაქის მომზადება:
ჩაყარეთ მოხალული, გარჩეული, მარილიანი მიწის თხილი თქვენს კომბაინში, დააქუცმაცეთ რამდენიმე წამის განმავლობაში, დაამატეთ შაქრის პუდრი და კვლავე ჩართეთ კომბაინი რამდენიმეწამით.
თუ გსურთ, რომ კარაქი შედარებით სქელი და მშრალი გამოვიდეს, კომბაინით დააბლენდერეთ მხოლოდ 3-4 წუთი ხოლო, თუ უფრო რბილი და თხევადი კარაქი გსურთ , განაგრძეთ დაბლენდერება 8-10 წუთის განმავლობაში, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
- ,,პესტო’’:
ტრადიციული იტალიური სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ თქვენი კომბაინი და სულ რამდენიმე ინგრედიენტი, ესენია:
- კედარის კაკალი (პინოლი) - 2 ს.კ,
- ყველი პარმეზანი, გახეხილი - 50 გ,
- ნიორი - 1-2 კბილი
- ზეითუნის ზეთი - 100 გ
- ბაზილიკი - 50 გ
- მარილი
ყველაფერი მოათავსეთ თქვენს კომბაინში და დააქუცმაცეთ რამდნიმე წამის განმავლობაში. მიღებული მასა კი გადაიტანეთ ქილაში და შეინახეთ მაიცივარში. შემდეგ კი თქვენი გადასაწყვეტია მას მაკარონთან ერთად მიირთმევთ , გახუხულ პურთან, თუ სულაც კრემ-სუპებში.
- მწვანე სოუსი სალათებისთვის :
ამ სოუსის მოსამზადებლად პირველი და აუცილებელი ეს სამზარეულოს კომბაინია, ხოლო საჭირო ინგრედიენტები კი ასე გამოიყურება:
- ავოკადო - რბილი, 1-2 ცალი
- დაჭრილი ოხრახუში - 1 მუჭა
- წიწაკა ჩილი, დაფქული - მწიკვი
- თხილი ან ნიგოზი - გატარებული, 1/2 ჭიქა
- წყალი - ცოტაოდენი
- ზეითუნის ზეთი - 3-4 ს/კ
- ნიორი - 1-2 კბილი
- მარილი - გემოვნებით
- 1 ლიმონის წვენი
გაფრცქვნილი და კურკამოცლილი ავოკადო მოათავსეთ კომბაინში და დაუმატეთ ერთ მუჭა დაჭრილი ოხრახუში ან სხვა სასურველი მწვანილი.
ერთი ცხარე წიწაკა ჩილი და ლიმონის წვენი. ასევე ნახევარი ჭიქა ნიგოზი ან სხვა ნებისმიერი თხილი. ცოტაოდენი წყალი, 3-4 ს/კ ზეთი, მარილი, 1-2 კბილი ნიორი და სანელებლები გემოვნებით
ყველაფერი ერთად კარგად დააქუცმაცეთ და თქვენი სოუსი მზადაა. სისქე შეგიძლიათ არეგულიროთ უბრალოდ წყლის რაოდენობით, სულ ესაა და ეს.
ისწავლეთ ჩვენთან ერთად, გაამართლეთ დანახარჯი და გემრიელი მოლოდინები ჩვენი პოსტისა და ტექნიკის გურუების გენიალური გამონაგონის-სამზარეულოს კომბაინის დახმარებით.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას