ინფორმაცია დამწყებთათვის - ბალგარკა
ბალგარკა იდეალური იარაღია მეტალისა და ბლოკების დასაჭრელად და გასაპრიალებლად. თუმცა ფაქტია, რომ ეს იარაღი ბევრი ადამიანისთვის რთული გამოსაყენებელია.
მხოლოდ სწორი და შესაფერისი ცოდნის გამოყენებით ხდება ბალგარკა უსაფრთხო და მოსახერხებელი იარაღი. ჩამოთვლილი რამდენიმე რჩევა სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ დისკის ზომა. ყველაზე გავრცელებულია 2 ვარიანტი: 115 და 230 მილიმეტრიანი კუთხსახეხები. დისკის ზომაზეა დამოკიდებული რამდენად ღრმად გაჭრის ბალგარკა. ასევე პატარა დისკები უფრო მალე ცვდება, ვიდრე დიდები
ბალგარკის შესახებ ყველაზე ხშირად სვამენ კითხვას თუ რომელ სამუშაოს როგორი დისკი შეეფერება. უმეტესად დისკების ცალკე ყიდვა გიწევთ, ამიტომ ზუსტად უნდა განსაზღვროთ რას ეძებთ. ეს მარტივია:
- მავთულებიანი დისკი შექმნილია ზედაპირიდან ჟანგისა და ძველი საღებავის მოსაშორებლად.
- მჭრელი დისკები იდეალურია მეტალის ზედაპირიდან ნაწილების მოსაჭრელად.
- გასაპრიალებელი დისკები გვეხმარება ნაჯახების, საჭრელი პირებისა და სხვა ბასრი საგნების გასალესად.
- ალმასისებრი დისკო გამოგადგებათ სამშენებლო აგურებისა და ბლოკების დაზიანების გარეშე გასასუფთავებლად.
ბალგარკის დადებით მხარეებში არ შედის მხოლოდ დაჭრა. არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი, რაც მას საკმაოდ ადვილად გამოსაყენებელ და კომფორტულ იარაღად აქცევს. მათ შორის:
- მოსახერხებელია სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას, ასევე მარტივი გამოსაყენებელია როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელისთვის.
- პატარა ზომის ლეიერის დამატებით შეგიძლიათ თავი დაიცვათ ნამწვავებისა და მტვრისაგან.
- ანტივიბრაციული ფუნქციის დახმარებით შეგიძლიათ მაქსიმალურად შეამციროთ ვიბრაცია და სამუშაოს დროს კომფორტულად იყოთ.
ბალგარკის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის შენარჩუნება, არასწორი მოხმარების შემთხვევაში ის შესაძლოა ძალიან საშიშ იარაღად იქცეს. სანამ დაიწყებთ დარწმუნდით, რომ გაცვიათ დამცავი სამოსი, მათ შორის სათვალეები, ნიღაბი და ხელთათმანები.
თქვენი დამცავი ტანსაცმელი გათვლილი უნდა იყოს ნამწვავებზე, რომლებიც ბალგარკის გამოყენებისას წარმოიქმენება. აუცილებელია დაცულები იყოთ ცეცხლის წარმოქმნისგან და სამუშაო გარემოში არ უნდა იყოს არანაირი მარტივად აალებადი ნივთიერება. ერთ ნაპერწკალსაც საშინელი შედეგების მოტანა შეუძლია.
სათვალეები აუცილებელია ბლოკებსა და ქვებზე მუშაობისას, რათა თქვენი თვალები მტვრისგან დაიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ მტვერი ნამწვავების მსგავსად ვერ დაგაზიანებთ, მუშაობის დაწყებამდე აუცილებლად შეინახეთ ღირებული საგნები, რადგან ბოლოს გარემო ძალიან დაბინძურებული იქნება.
აქვე გადაიკითხეთ დამატებითი რეკომენდაციები: 3 რამ ბარგალკის შესახებ
დარწმუნებულები იყავით, რომ თქვენ გარშემო მყოფებმა იციან თქვენი საქმიანობის შესახებ და გააფრთხილეთ ისინი იყვნენ ფრთხილად ელექტროენერგიასთან.
და ბოლოს, როცა მუშაობას მორჩებით, დარწმუნდით რომ დისკმა ტრიალი ნამდვილად შეწყვიტა და ხელსაწყოს დადების შემთხვევაში არაფრის ზედაპირს არ დააზიანებს.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...