Huawei და Lenovo ტელეფონები

მობილური ტელეფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რომლებიც გვიმარტივებენ საქმიან ურთიერთობებს, ახლობლებთან კომუნიკაციას, მუშაობას, გართობას, ინტერესების დაკმაყოფილებასა და ა.შ.

რადგან მობილურების მაღაზიები სავსეა სხვადასხვა მოდელის ტელეფონებით, რთულია ყველა მათგანის ცალ-ცალკე განხილვა, მაგრამ ბლოგებში მუდმივად ვცდილობთ ყველა ბრენდის ცალკეული სმარტფონები  მიმოვიხილოთ და ამ ფორმით გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ არა მხოლოდ მოდელებზე, არამედ - მწარმოებელ კომპანიებზე.

დღეს გვსურს შემოგთავაზოთ მხოლოდ Huawei-სა და Lenovo ტელეფონები, რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც.

Huawei P30 Pro

მოდელის მთავარი მახასიათებელი ოთხი ლინზისგან შემდგარი კამერაა, რომელიც აღჭურვილია 10x ჰიბრიდული ზუმით, ფერის კორექციისა და გამოსახულების სტაბილიზაციის ფუნქციებით.

Huawei და Lenovo ტელეფონები

დაბალი განათების პირობებში მაღალი შუქმგრძნობელობა საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ მაღალხარისხიანი სურათები, ხოლო HDR + რეჟიმი ავტომატურად არეგულირებს ძირითადი სურათის პარამეტრებს.

6.47 ინჩიანი ეკრანის მიუხედავად, წვრილი და ვიწრო დიზაინის წყალობით, მოწყობილობა ერთი ხელითაც მარტივი გამოსაყენებელია. სმარტფონი შეესაბამება IP68 კლასს და საიმედოდ არის დაცული ტენიანობის და მტვრის მავნე ზემოქმედებისგან.

უპირატესობები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • ფართე ეკრანი;
  • გამძლე და დაცული კორპუსი;
  • მრავალმოდულიანი კამერა;
  • მაღალხარისხიანი სურათები;
  • ოპერატიული მეხსიერება - 8 გბ.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

Huawei P30 Pro საიმედო და მრავალმხრივი სმარტფონია, რომლის მაღალი შესრულება საშუალებას გაძლევთ წარმატებით გამოიყენოთ სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად.

Lenovo K5 Play 3/32 GB

ტელეფონი Lenovo  გამოირჩევა ელეგანტური დიზაინითა და მსუბუქი წონით. სმარტფონის უკანა საფარი მინისაა, ხოლო 5.7 დიუმიან IPS ეკრანს აქვს 18: 9 თანაფარდობა.

ფოტოების გადაღება ხდება ორმაგი კამერის გამოყენებით, ლინზების საერთო გარჩევადობა კი 15 მეგაპიქსელია.

Huawei და Lenovo ტელეფონები

უპირატესობები:

  • იაფიანი მობილური
  • გრაფიკული ამაჩქარებელი;
  • გამძლე კორპუსი;
  • მაღალხარისხიანი სურათები.

ნაკლოვანებები:

  • სწრაფი დატენვის ფუნქცია არ აქვს.

Lenovo K5 Play შესანიშნავია მაღალი ხარისხის ფოტოების გადასაღებად, ონლაინ პროგრამებთან ეფექტური მუშაობისთვის და ფილმების კომფორტული ყურებისთვის.

Huawei P smart Z 4/64 გბ

ჩარჩოების გარეშე წარმოებული ფართო ეკრანი საშუალებას გაძლევთ კომფორტულად უყუროთ ვიდეოებს, წაიკითხოთ ელექტრონული წიგნები  ან გამოიყენოთ მობილური აპლიკაციები. მთავარ კამერას 16 მეგაპიქსელიანი რეზოლუცია აქვს, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ხარისხიანი სურათების გადაღება.

სმარტფონს აქვს 8 ბირთვიანი Kirin 710F მძლავრი პროცესორი, რომელიც გამოირჩევა ჩქარი მუშაობითა და ენერგიის  ეკონომიური მოხმარებით. ფაილებისა და ფოტოების შესანახად გამოიყენება 64 გბ-იანი შიდა მეხსიერება.

უპირატესობები:

  • ეკრანის დიდი ზომა - 6.59;
  • მაღალი ხარისხის გადაღება;
  • მაღალსიჩქარიანი შესრულება;
  • მეხსიერების ბარათის  512 გბ-მდე გაზრდის შესაძლებლობა.

ნაკლოვანებები:

  • დატენვას ანდომებს საკმაოდ დიდ დროს.

Lenovo S5 4/64 გბ

მოდელს აქვს მყარი კორპუსი, მაღალი კონტრასტული IPS-მატრიცა და ფოტოების მაღალი ხარისხით გადაღების შესაძლებლობა. ტელეფონის ორმაგი კამერის საერთო რეზოლუცია 26 მეგაპიქსელია და შეუძლია 4K ვიდეოს ჩაწერა.

Huawei და Lenovo ტელეფონები

პროგრამების მუშაობის მაღალ სიჩქარეს უზრუნველყოფს 8 ბირთვიანი Snapdragon 625 პროცესორი. სმარტფონს აქვს NFC ფუნქცია, რომელიც ხელს უწყობს უბარათო გადახდას და სხვა მოწყობილობებთან მონაცემთა გაცვლას.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხის გადაღება;
  • 4K ვიდეო გადაღების შესაძლებლობა;
  • მაღალი დონის შესრულება;
  • დაბალი ფასი;
  • სწრაფი დატენვა.

Lenovo S5 4/64GB თავის სეგმენტში ერთ-ერთი ლიდერია ფასის მიხედვით, რადგან იგივე მონაცემების სამსუნგის მობილური გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. მოწყობილობის ფართო შესაძლებლობები და სიჩქარე უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს ინტერნეტში მუშაობისას.

ჩინური ბრენდის Xiaomi ტელეფონების მიმოხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
479 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
389 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი