ჩინური სმარტფონები Xiaomi-სგან

Xiaomi-ის მთავარი უპირატესობა მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალური ყურადღების გამახვილებაა.  ბრენდი აწარმოებს მობილურების  სხვადასხვა ხაზს, რომელთა შორისაა: უნივერსალური Redmi, ფართოკუთხოვანი Note და ფლაგმანური Mi.

Xiaomi Mi 9T 6/64 გბ

მოდელის მუშაობას უზრუნველყოფს ძლიერი Qualcomm Snapdragon 730 პროცესორი და 6 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება. სმარტფონის  მუშაობა საკმარისია არა მხოლოდ საოფისე პროგრამების გამოსაყენებლად, არამედ სხვადასხვა მძიმე პროგრამებისთვისაც.

ჩინური სმარტფონები Xiaomi-სგან

20 მეგაპიქსელიან სელფის კამერას სჭირდება მხოლოდ 0.8 წამი, რომელიც შესანიშნავ ფოტოებს იღებს თუნდაც დაბალი განათების პირობებში. ეკრანის ზომაა 6.39 ინჩი და საიმედოდაა დაცული გარე ზემოქმედებისგან და მდგრადია წვეთების მიმართაც.

უპირატესობები:

  • დიდი ბატარეა;
  • მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო გადაღება;
  • ხარისხიანი წინა კამერა;
  • ძლიერი პროცესორი;
  • გამძლე კორპუსი.

ნაკლოვანებები:

  • დიდი ზომები.

ტელეფონი  Xiaomi Mi 9T შესაფერისია სელფის მოყვარულთათვის ან ონლაინ აპლიკაციების აქტიური მომხმარებლებისთვის.

Xiaomi Redmi Note 8 Pro 6/128 გბ

მოდელის გამორჩეულ მახასიათებლებში შედის გადაღების მაღალი ხარისხი, რომელიც მიიღწევა 64 მეგაპიქსელიანი კამერით.

სმარტფონით შესაძლებელია 4K ვიდეოს გადაღება. გარდა ამისა, აღჭურვილია სპეციალური გაგრილების სისტემით, რომელიც იცავს გადახურებისაგან არა მხოლოდ პროცესორს, არამედ დამტენ დანადგარს.

ჩინური სმარტფონები Xiaomi-სგან

ელემენტის სიმძლავრეა 4500 mAh, რაც საკმარისია იმისათვის, რომ მოწყობილობა გამოიყენოთ მაღალი დატვირთვით 24 საათის განმავლობაში. ენერგიის სწრაფი აღდგენის სისტემა საშუალებას გაძლევთ, სრულად დატენოთ თქვენი მობილური 2 საათში.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხის გადაღება;
  • გამაგრილებელი მძლავრი სისტემა;
  • დიდი მოცულობის ბატარეა.

ნაკლოვანებები:

  • დიდი წონა.

Xiaomi Redmi Note 8 Pro  საიმედო და შედარებით იაფიანი მობილურია, რომელიც გამოსადეგია სხვადასხვა დავალების ეფექტურად გადასაჭრელად.

Xiaomi Mi 5S Plus 64 გბ

მოდელი აღჭურვილია ორი კამერით, რომელთა საერთო რეზოლუცია 26 მეგაპიქსელია. თითოეული მათგანი მუშაობს დამოუკიდებელი პროცესორით, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააერთიანოთ სურათი და ავტომატურად შეცვალოთ გადაღების ხარისხი, თუნდაც დაბალ შუქზე.

ჩინური სმარტფონები Xiaomi-სგან

ეკრანის ზომაა 5.7  ინჩი, ხოლო მოწყობილობის მაღალი დონის მუშაობას უზრუნველყოფს Snapdragon 821 პროცესორი.

Xiaomi Mi 5S   არცთუ თანამედროვე მოდელია, ამდენად, მისი ღირებულებაც სხვა, მაგალითად სამსუნგის ტელეფონებთან შედარებით მეტად ხელმისაწვდომია.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხის ეკრანი და კამერა;
  • NFC მხარდაჭერა;
  • ძლიერი პროცესორი;
  • ავტომატური გადაღების ფუნქცია.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ენერგიის მოხმარება.

Xiaomi Mi 5S Plus 64GB შეიძლება გამოიყენოთ ყველაზე რთული ამოცანების შესასრულებლად. დიდი მოცულობის შიდა მეხსიერება და მაღალი ხარისხის სურათების გადაღების შესაძლებლობა განსაკუთრებით  სასარგებლო იქნება ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის.

Xiaomi Mi Max 2 128 გბ

სმარტფონის  მთავარი მახასიათებელია ბატარეის გაზრდილი სიმძლავრე - 5300 mAh. 6.44 ინჩიანი ეკრანი იდეალურია ვიდეოების საყურებლად.

სმარტფონი  აღჭურვილია Bi-amp სტერეო დინამიკით, რომელიც  უზრუნველყოფს სიმღერების კომფორტულად  მოსმენის შესაძლებლობას.

უპირატესობები:

  • დიდი მოცულობის ბატარეა;
  • ფართო ეკრანი;
  • კარგი სტერეო ხმა;
  • მარტივად გამოსაყენებელი სმარტფონი.

Xiaomi Mi Max 2 ყიდვა  ღირს იმ შემთხვევაში, თუ ხშირად უსმენთ სიმღერებს და უყურებთ ფილმებს. ეკონომიკური ენერგიის მოხმარებით, ტელეფონის დიდი ხნით გამოყენების შესაძლებლობა გეძლევათ.

პოპულარული მოდელები

მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
479 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
389 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი