დაბალფასიანი და კომპაქტური მობილურები 

 მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უმჯობესდება ტელეფონების ფუნქციური შესაძლებლობები თუ მახასიათებლები, კომპაქტური მობილურები მომხმარებელთა უმრავლესობისთვის მაინც არსებითაც მნიშვნელოვანია.

დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ისეთი მობილურები, რომლებიც წარმოდგენილია საშუალო ფასის დიაპაზონში და ამასთან, ძალიან კომპაქტური მოდელებია. თუკი ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტს ესტუმრებით, აუცილებლად იპოვით სხვა სმარტფონებსაც, რომლებიც თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც განვადებით, ასევე -ფასდაკლებებითა და დამატებითი საჩუქრებით.

Samsung Galaxy A40

სამსუნგის ტელეფონი დიდი 5.9 დიუმიანი დისპლეით, მოთავსებულია კომპაქტურ კორპუსში. რაც შეეხება ეკრანისა და კორპუსის თანაფარდობას, ამ მხრივ, Galaxy A40 ნამდვილად აღემატება Samsung-ის კიდევ უფრო ძვირადღირებულ მოდელებს.

მობილური  განსაკუთრებით ძლიერი არ არის და 64 GB-იანი შიდა მეხსიერებაც განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებელთა მონაცემების შესანახად. ამავდროულად, შესაძლებელია მისი გაფართოება 512 გბ-ით.

დაბალფასიანი და კომპაქტური მობილურები 

ბატარეის ტევადობაა 3100 mAh და აქვს სწრაფი დატენვის ფუნქციაც. საერთო ჯამში, აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა 18 საათს აღწევს.

დადებითი:

  • კომპაქტურობა და მსუბუქი წონა;
  • ლამაზი AMOLED ეკრანი;
  • ხარისხიანი მთავარი კამერა;
  • ტელეფონზე მუშაობა მოსახერხებელია ერთი ხელითაც, ხოლო კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი.

„A“ ბრენდის იაფიანი მოდელი, პირველ რიგში, გამოირჩევა მაღალი რეზოლუციის დისპლეით და მაღალხარისხიანი უკანა კამერით.

აღნიშნული ტელეფონის ყიდვა  შეგიძლიათ  ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე და თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. ამდენად, ღირს თავად ესტუმროთ გვერდს და შეარჩიოთ კონკრეტული ან თქვენთვის ოპტიმალური სხვა მოდელი.

Moto G7 Play

ტელეფონს საკმაოდ ლამაზი დიზაინი, კარგი ელემენტი, Android 9.0-ის ვერსია, USB-C პორტი და თითის ანაბეჭდის სენსორი აქვს. მოდელის უკანა კამერა წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი რეზოლუციით.

დაბალფასიანი და კომპაქტური მობილურები 

სამწუხაროდ,  2 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება აშკარად არ არის საკმარისი სერიოზული პროგრამების კომფორტულად გამოყენებისთვის,  მაგრამ G7 Play შეიძლება შესანიშნავი ტელეფონი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის. 32 GB-იანი შიდა მეხსიერების გაფართოება შესაძლებელია ფლეშ ბარათის საშუალებით. 3000 mAh ბატარეა კი უზრუნველყოფს 40 საათამდე სასაუბრო დროს, მაგრამ არ აქვს სწრაფი ტენვის ფუნქცია.

დადებითი:

  • კარგი ელემენტი;
  • Android OS-ის ორიგინალი ვერსია;
  • ლამაზი დიზაინი.

ძალიან ხელმისაწვდომი და კომფორტული ტელეფონი ყოველდღიური გამოყენებისთვის. მიუხედავად სახელწოდებისა „Play“,  არ არის გათვლილი სათამაშოდ, მაგრამ მისი ფასის გათვალისწინებით ძალიან ფართო ფუნქციონირება აქვს.

LG Q7

პრველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ბიუჯეტური ღირებულებიდან გამომდინარე, არ არის ცუდი ტელეფონი. 5.5 დიუმიანი დისპლეი მოთავსებულია მცირე ზომის კორპუსში, დამატებით ტენიანობისგან დაცვის მექანიზმით.

მობილური LG -ის მთავარი კამერა 13 მეგაპიქსელიანია, ხოლო წინა - 8. ორივე იღებს საშუალო ხარისხის სურათებს, ხოლო წინა იყენებს „ჭკვიან“ ფოტო დამუშავებას.

დაბალფასიანი და კომპაქტური მობილურები 

სმარტფონის მუშაობას უზრუნველყოფს MediaTek-ის რვაბირთვიანი პროცესორი და 3 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება, რომელიც  საკმარისია მარტივი დავალებებისთვის. ბატარეის სიმძლავრეა 3000 mAh, ხოლო სწრაფი დატენვის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ დამუხტოთ მოწყობილობა 30 წუთში.

დადებითი:

  • პატარა და მოსახერხებელი სხეული;
  • კარგი დინამიკები, სუფთა ხმა
  • მეხსიერების სერიოზული გაფართოების შესაძლებლობა;
  • წყალგაუმტარი.
  • სწრაფი დატენვა.

მინუსები:

  • საშუალო დონის შესრულება.

პოპულარული მოდელები

მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
479 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
389 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი