ემალის ქვაბებს ეძებთ? გაითვალისწინეთ რჩევები
თუკი სამზარეულოში ფუსფუსი და სხვადასხვა კერძის მომზადება თქვენი სტიქიაა, გარკვეული ინფორმაცია იმაზეც გექნებათ, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ქვაბები, რომლებიც მასალისა და შემადგენლობის მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
წინა ბლოგში გერმანული ქვაბების ნაკრებზე მოგიყევით, ახლა კი კონკრეტულად ემალის ქვაბებზე ვისაუბრებთ და ვნახავთ რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა ავარჩიოთ ისინი სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით.
ემალის ქვაბები არის მეტალის ჭურჭელი, რომელიც ორივე მხრიდან მინანქრის ფენითაა დაფარული. ამ ტიპის ჭურჭელი ძირითადად განკუთვნილია წვნიანების მოსამზადებლად.
სხვა მასალებისგან განსხვავებით, ემალის ქვაბები თბება უფრო ჩქარა და დუღილის პროცესიც დაჩქარებულია. თუმცა, თუ ქვაბში მცირე რაოდენობით წყალია, ის შეიძლება სწრაფად ამოშრეს და საჭმელიც დაიწვას. ამდენად, ყურადღება მიაქციეთ მსგავს დეტალებს.
ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება - ემალის მასალა ქიმიური რეაქციებში არ შედის საკვებ მჟავასთან, რადგან იგი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებსა და მინარევებს.
საკვების შენახვა - ემალის ქვაბში მოხარშული საკვები მასალებისა და წვნიანების შენახვა საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ზედაპირი არ გამოყოფს უსიამოვნო სუნს და მაცივარში განთავსებაც პრობლემა არ არის.
მოვლა - მარტივია ქვაბის როგორც ხელით გარეცხვა, ასევე შესაძლებელია მისი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში განთავსებაც.
გაზქურის ფირფიტები - ასეთი ქვაბები თანაბრად და კარგად ერგება სტანდარტულ - როგორც გაზის, აგრეთვე ელექტრო ენერგიის გაზქურებს.
ასევე გირჩევთ, თვალის გადაავლოთ ჩვენს საიტზე წარმოდგენილ ემალის ქვაბებს, რომელთა ყიდვის შემთხვევაში, ისარგებლებთ ნივთის სახლში მიტანის უფასო სერვისით.
მიმზიდველი, ორიგინალური ფორმები არის ემალირებული ქვაბების კიდევ ერთი პლიუსი, რის გამოც დიასახლისებს ძალიან მოსწონთ ისინი. სხვადასხვა დიზაინითა და ნახატებით გაფორმებული ემალის ქვაბები შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერი დიზაინის სამზარეულოში, რადგან სხვა ატრიბუტებთან მათი შეხამება მარტივია.
იმ შემთხვევაში, თუკი ემალის ქვაბები არ არის ხარისხიანად დამზადებული, დროთა განმავლობაში მათ პანელში ჩნდება ბზარები, რაც ჭურჭელს გამოუსადეგარს ხდის.
აქვე გთავაზობთ კიდევ ერთ საინტერესო ბლოგს ემალის ქვაბებთან დაკავშირებით.
კარგად შეისწავლეთ ზედაპირი და ამასთან, ყურადღება მიაქციეთ მინანქრის შიდა ფერს. უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ ისეთ ქვავებს, რომლებსაც შავი მინანქარი აქვს. მოერიდეთ ისეთი ქვაბების შეძენას, რომელსაც ზედმეტად კაშკაშა ფერები აქვს. შესაძლებელია ეს მიანიშნებდეს იმაზე, რომ მინანქარს დამატებული აქვს საღებავები, რაც ჯანმრთელობისთვის არ იყოს კარგი.
ყიდვისას, ასევე აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ემალის ქვაბების ზედაპირი არ იყოს რაიმე ნიშნებით დაზიანებული. ემალის სისქე შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ექსპერტების აზრით, ხარიასხიანი ჭურჭლის სისქე 8მმ-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.
როგორ მოვუაროთ მინანქარს?
სასურველია, რომ ემალის ქვაბებში კერძის გაკეთების დროს, პროდუქტები ფრთხილად, ძალისხმევის გარეშე აურიოთ, რადგან არ დაზიანდეს შიდა საფარი. თუ შემთხვევით ისე მოხდა, რომ ზედაპირმა მიიწვა საკვები, ნუ ეცდებით მის მოშორებას ლითონის ჯაგრისებით. სასურველია, რამოდენიმე საათის განმავლობაში დატოვოთ მასში სოდაშერეული წყალი ან აადუღოთ. ასე უფრო მარტივად შეძლებთ მიმწვარ საკვებთან გამკლავებას.
თუ კარგად მოუვლით ემალის ქვავებს, მათი ფუნქციონირება 10-15 წლის განმავლობაში გარანტირებულია. მთავარია, უზრუნველყოთ, რომ მინანქრის ზედაპირზე არ გაჩნდეს ბზარები. როგორც კი რაიმე სახის დეფექტი გამოჩნდება შიდა ზედაპირზე და გააგძელებთ მასში საკვების მომზადებას, იცოდეთ - იგი უფრო მალე დაიწყებს დაჟანგვას. დაჟანგულ მასალაში კი, არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული საკვების დამზადება. ვინაიდან, იგი ურთიერთქმედებაში შევა საკვებ პროდუქტებთან, რაც გამოიწვევს მავნე ნივთიერებების გამოყოფას.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
პოპულარული მოდელები