ელექტრო შალაშინის ყიდვის ინსტრუქციები ერთ პოსტში

ხის მასალებზე სამუშაოდ, ელექტრო შალაშინი მოსახერხებელი ხელსაწყოა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ ავეჯის, კარებისა და ფანჯრების ჩარჩოების დამუშავება, ღარების მოჭრა და სხვა.

დღეს შევეცდებით, წარმოგიდგინოთ ხელსაწყოს შესახებ მოკლე ინფორმაცია, რომელიც იმედია, დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებისას.  

რა უნდა გავითვალისწინოთ  ელექტრო შალაშინის შეძენისას? 

სიმძლავრე:

აღსანიშნავია, რომ ელექტრო ხელსაწყოების ბაზარზე ძირითადად წარმოდგენილია ელექტრო შალაშინის ისეთი მოდელები, რომელთა სიმძლავრე 450-დან 2250 ვატამდეა. ბუნებრივია, მოწყობილობის სიმძლავრე პირდაპირ ახდენს გავლენას ჭრის სიღრმესა და სიგანეზე.

გამომდინარე იქიდან, რომ დასამუშავებლად ყველა ხე ერთნაირი სიმარტივის ვერ იქნება, სწორედ ამიტომ, ითვალისწინებენ ხელსაწყოს სიმძლავრეს ტიპების მიხედვით. დაბალი ენერგიის მოწყობილობა შეიძლება ვერ გაუმკლავდეს რთულად შესასრულებელ სამუშაოებს, რაც საბოლოოდ ხარისხზეც აისახება.

ქვემოთ ჩვენ წარმოგიდგენთ ცხრილს, რომელიც ასახავს დამოკიდებულებას მოწყობილობის სიმძლავრესა და ხის სიმკვრივეს შორის.

  • 450-600 ვტ - გამოიყენება შედარებით რბილი ჯიშებისთვის, მაგალითად, ფიჭვის, წაბლის და ცაცხვის დასამუშავებლად;
  • 600-1000 ვტ - გამოიყენება ისეთი საშუალო სიმკვრივის ხეებისთვის, როგორიცაა ნეკერჩხალი, არყის და ვაშლის დასამუშავებლად.
  • 1000-1500 ვტ - გამოიყენება მაღალი სიმკვრივის ხეებისთვის: მუხის, ნაცარის, აკაციის, რცხილის და არყის დასამუშავებლად. 

ასევე გირჩევთ, თვალი გადაავლოთ  ჩვენს საიტზე ელექტრო შალაშინის აპარატებს, რომელთა შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით.  

ელექტრო შალაშინის ყიდვის ინსტრუქციები ერთ პოსტში

უფრო მაღალი სიმძლავრის მოდელები დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუკი აპირებთ ხელსაწყოს გამოყენებას ფართო წარმოების პროცესებში, ხოლო საყოფაცხოვრებო პირობებში გამოსაყენებლად -1500 ვატიანი მოდელები სრულიად საკმარისია.

სიჩქარე:

მოწყობილობის სიჩქარეც დიდად ახდენს გავლენას  მასალის დამუშავების ხარისხზე.  როდესაც იწყებთ ისეთი სამშენებლო კონსტრუქციების დამუშავებას, რომლებიც არ საჭიროებენ ზედაპირის სრულყოფილ სიგლუვეს, გამოგადგებათ ისეთი მოწყობილობა, რომლის დანის როტაციის სიჩქარე 12 000-13 000 rpm იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხის დასამუშავებლად გჭირდებათ მაღალი სიზუსტე და ხარისხი, უნდა გამოიყენოთ შესაბამისი დანადგარი, რომელის სიჩქარე 14 000 – 18 000 rpm-ია. 

ელექტრო შალაშინის ყიდვის ინსტრუქციები ერთ პოსტში  

ჭრის სიგანე და სიღრმე:

ჭრის დროს, შალაშინებს შეუძლიათ, რომ დაგეგმვის სიგანე 15-დან 330 მმ-მდე ჰქონდეთ. ეს გვიჩვენებს იმას, თუ რა სიგანე შეუძლია გაიაროს მოწყობილობამ. შალაშინის სახლის პირობებში გამოსაყენებლად, საკმარისია 82 მმ-მდე სიგანის მჭრელი დანადგარი, რომელიც მშვენივრად ასრულებს საშინაო დავალებას.

200 მმ სიგანის მჭრელი დანადგარები კი,  გჭირდებათ უფრო  მაშტაბური სამუშაოების შესრულების დროს.

რაც შეეხება შალაშინის ჭრის სიღმეს, საყოფაცხოვრებო გამოყენების პირობებში, საკმარისია 2 მმ ჭრის სიღრმე, მაგრამ უფრო დიდი მოცულობის მასალების დასამუშავებლად, დაგჭირდებათ 4 მმ სიღმის მჭრელი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციებისა, ყიდვისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სხვა დამატებითი მახასიათებლები: დანების პირი, სიჩქარის შენარჩუნებისა და მტვრის მოცილების ფუნქციები და სხვა.

არ გამოგრჩეთ უსაფრთხოების ნორმები ელექტრო შალაშინის გამოყენებისას.

იმ შემთხვევაში, თუკი ნებისმიერ  მოდელზე შეაჩერებთ არჩევანს, ჩვენი ინტერნეტ მაღაზია გთავაზობთ  თქვენზე მორგებულ განვადების პირობებს. ონლაინ საბანკო განვადების პროცედურები ისურვეზე უმარტივესია და საკმარისია მხოლოდ 2 ველის შევსება პროდუქციის გვერდზე. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და მიიღეთ ნივთი ერთ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

სარანდი(შალაშინი) Stern Austria EP650A, 650 ვტ
სარანდი(შალაშინი) Stern Austria EP650A, 650 ვტ
Regular price 150 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო შალაშინი 1050W INGCO PL10508
ელექტრო შალაშინი 1050W INGCO PL10508
Regular price 229 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სარანდავი 235მმ Total THT9391
სარანდავი 235მმ Total THT9391
Regular price 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო შალაშინი Total TL1108236
ელექტრო შალაშინი Total TL1108236
Regular price 279 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი