ყველაფერი ელექტრო ღუმელის შესახებ

ჩვენს ბლოგებში ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად დიდი როლს თამაშობს თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წინა ბლოგში ჩასაშენებელ გაზქურებსა და მათ მახასიათებლებზე ვისაუბრეთ, თუმცა, დღეს ღუმელების ოდნავ სხვა ვარიანტს - დასადგამ ელექტრო ღუმელებს წარმოგიდგენთ.

თუკი სამზარეულოში დიდი ადგილი არ გაქვთ და მაქსიმალურად პატარა, კომპაქტური ღუმელი გჭირდებათ, მაშინ ელექტრო ღუმელები სწორედაც რომ კარგ დახმარებას გაგიწევთ.

ყველაფერი ელექტრო ღუმელის შესახებ

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ წინა სტატიას, ელექტრო ღუმელების დამატებითი უპირატესობების შესახებ.

პიცა, გამომცხვარი ქათამი, ფრანგული ხორცი და მრავალი სხვა გემრიელობები შეგიძლიათ მოათავსოთ ღუმელში და მიიღოთ ზუსტად ისეთი გემრიელი კერძი, როგორიც თქვენ გსურთ.

ამ შემთხვევაში, მოდელები განსხვავდება მოცულობით, ფუნქციებითა და, რა თქმა უნდა, ფასით.

დავიწყოთ ტექნიკის დეტალების აღწერა, რათა არჩევანი უფრო გაგიმარტივდეთ:

თუ ოჯახში 2-3 ადამიანი ცხოვრობთ, მაშინ დიდი მოცულობის ელექტრო ღუმელი საჭირო არ არის და 12.5 ლიტრიანი სრულიად საკმარისი იქნება.

თუ 2-3-ზე მეტი სული ხართ, მაშინ არჩევანი 14-18 ლიტრიანზე შეგიძლიათ შეაჩეროთ.

არსებობს ისეთი ტიპის ღუმელები, რომელთა მოცულობაც ორმოცი ლიტრამდეა, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს კულინარიულ შესაძლებლობებს. შიდა განზომილებების პირობებში, მოწყობილობები სწრაფად ათბობენ, რაც ზოგავს დროსა და ენერგიას.

გაითვალისწინეთ, ელექტრო ღუმელის არჩევისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმი შიდა საფარია, რადგან მოწყობილობის გამძლეობა დამოკიდებულია სწორედ მასზე.

კულინარიის მოყვარულთათვის, ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ფუნქციონალურობაა. თერმული იზოლაციისთვის, უმეტეს ღუმელზე დამონტაჟებულია ორმაგი მინა, ქრონომეტრაჟი და თერმოსტატი, რაც შესაძლებელს ხდის კერძს მუდმივი ყურადღება არ დაუთმოთ.

ბევრ მინიან ღუმელს ინტერიერში განათება აქვს ჩამონტაჟებული, რათა გარედან მარტივად ვაკონტროლოთ კერძი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც კერძი გამზადდება, სამზარეულოს საცხობი ღუმელი ავტომატურად ითიშება და ხმოვან სიგნალსაც იძლევა.

მაგიდის ელექტრო ღუმელი:

მაგიდის ღუმელის ყველა მოდელს, სხვადასხვა რეჟიმი აქვს. საჭიროა უფრო დეტალურად შეისწავლოთ მინი ღუმელის ყველა მახასიათებელი.

ყველაფერი ელექტრო ღუმელის შესახებ

თანამედროვე ღუმელებს დამატებითი ფუნქციები აქვს . პირობითად, ქვედა და ზედა გათბობის ელემენტები, რაც უზრუნველყოფს ჰაერის მიმოქცევას, შემწვარ პროდუქტებს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.

დამატებითი პლუსი აქვს ასევე რეჟიმის დაჩქარება, რომლის დროსაც , 20% -ით სწრაფად ამზადებს კერძებს.

დამატებითი ფუნქციები:

  • ყინვის რეჟიმი - გაყინული პროდუქტი გარეგნულად არ იცვლება და ინარჩუნებს ყველა სასარგებლო არომატულ გემოს;
  • კერძის ტემპერატურის შენარჩუნება - ძალიან მოსახერხებელია, იმ სიტუაციაში, როდესაც სტუმრების დასახვედრად ყველაფერი მზად გაქვთ.
  • ბავშვთა დაცვა - გულისხმობს კარების ჩაკეტვას, როდესაც ტემპერატურა მიაღწევს გარკვეულ ნიშნულს.

იმედია, ბლოგი დაგეხმარათ ინფორმაციის მიღებაში. და აქვე, თუკი გსურთ ელექტრო ღუმელის შეძენა, გახსოვდეთ, რომ ისურვეზე სხვადასხვა ბრენდის, ფასისა თუ დიზაინის პროდუქტს შეხვდებით, რომლის არჩევის შემთხვევაში, კურიერი სრულიად უფასოდ მოგიტანთ სახლში.

პოპულარული მოდელები

ელექტრო ჯაჭვური ხერხი (დრუჟბა) 2000ვტ Edon ECS405-MT2000
ელექტრო ჯაჭვური ხერხი (დრუჟბა) 2000ვტ Edon ECS405-MT2000
Regular price 249 ლარი / თვეში 14 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჯაჭვური ხერხი (დრუჟბა) აკუმულატორზე Edon UCS-21/25BL
ჯაჭვური ხერხი (დრუჟბა) აკუმულატორზე Edon UCS-21/25BL
Regular price 369 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მინი ჯაჭვური ხერხი აკუმულატორზე Edon UCS-21/20
მინი ჯაჭვური ხერხი აკუმულატორზე Edon UCS-21/20
Regular price 220.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო ჯაჭვური ხერხი AL-KO EKS 2000-35 (11030480)
ელექტრო ჯაჭვური ხერხი AL-KO EKS 2000-35 (11030480)
Regular price 429 ლარი / თვეში 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი