ელექტრო დრელები - მომხმარებელთა მიმოხილვები

დრელი - უნივერსალური საბურღი ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში, ინტერიერის მოსაწყობად, ასევე ავტომობილების, ინჟინერიის, ავეჯისა და სხვა ინდუსტრიებში.

თანამედროვე ბაზარზე შეგიძლიათ იპოვოთ მრავალი განსვავებული დიზაინის, სიმძლავრის დრელები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა დიამეტრის გასაბურღად და ადაპტირებულია როგორც პროფესიონალური, ისე - სამოყვარულო დავალებების შესასრულებლად.

თუ თქვენ ეძებთ საუკეთესო ელექტრო დრელებს, მაშინ სხვადასხვა მწარმოებლის მოდელების განხილვა დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში, რომელიც შედგენილია თითოეული ინსტრუმენტის მახასიათებლებისა და მომხმარებელთა მიმოხილვების გათვალისწინებით.

Hitachi D 10 VC 2

Hitachi  დრელი  აღჭურვილია საბურღის სწრაფი შეცვლის შესაძლებლობით, რომელსაც სიჩქარის რეგულირებისა და უკუსვლით მოძრაობის ფუნქცია აქვს. მოწყობილობა მსუბუქი წონისაა (1.3 კგ), რაც დიდხანს გამოყენებისას მოსახერხებელია და ხელსაც არ ღლის. საბურღი სიმძლავრეა 460 W, რაც საკმარისია ხის და ლითონის ბურღვისთვის.

ელექტრო დრელები - მომხმარებელთა მიმოხილვები

დადებითი:

  • კომპაქტური ზომისა და მცირე წონის გამო, მოწყობილობა მოსახერხებელია რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობისთვისაც კი;
  • წინასწარ დაყენებული სიჩქარის წყალობით, ინსტრუმენტი სახრახნისის ფუნქციასაც შეითავსებს;
  • რეზინის სახელური ხელში უსაფრთხოდ  და კომოფორტულად შეგიძლიათ დაიჭიროთ;
  • გონივრული ფასი.

მინუსები:

  • ხისტი ელექტრო კაბელი, რომელიც რამდენიმე წლიანი ინტენსიური გამოყენების შემდეგ მოითხოვს ჩანაცვლებას;
  • ბიუჯეტური კომპლექტაცია;
  • ვაზნის სუსტი ძალა, რაც ართულებს ლითონზე მუშაობას;
  • გადაცემათა კოლოფის ხმაურიანი  მუშაობა.

DeWALT DWD115KS

მოდელს აქვს გაზრდილი სიმძლავრე (701 W), რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ხისა და ლითონის, ასევე პლასტმასის გასაბურღად. ხვრელების დიამეტრი და ვაზნის ზომა წინა მოდელის იდენტურია - DeWALT  დრელის წონაა 1.9 კგ.

ელექტრო დრელები - მომხმარებელთა მიმოხილვები

დადებითი:

  • გაზრდილი სიმძლავრე, რომლის წყალობითაც დრელი საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ხესა და ლითონზე;
  • მოწყობილობის რესურსები მნიშვნელოვნად გაზრდილია;
  • კომფორტული დიზაინისა და სახელურის წყალობით, წონა განაწილებულია ისე, რომ  მუდმივი დატვირთვით ხელი არ დაგეღლებათ;
  • გადატვირთვისგან დაცვა: საბურღი არ გადახურდება და არც ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გამოვა მწყობრიდან;
  • აქვს უკუსვლის ფუნქცია რის გამოც მოწყობილობა მოსახერხებელი და მარტივია მუშაობისთვის.

მინუსები:

  • ვაზნის მცირე დიამეტრი;
  • მცირე ზომის ქეისი, სადაც ვერ ჩაალაგებთ დამატებით ნივთებს.

Makita DP 4700

იაპონიაში წარმოებული და აწყობილი დრელი  Makita   აღჭურვილია 13 მმ-იანი ვაზნით და შეუძლია გაბურღოს ხე და ლითონი მაქსიმალური დიამეტრით 3.6 და 1.3 სმ.ხელის ბურღი 510 W სიმძლავრისაა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს საყოფაცხოვრებო დავალებების შესასრულებლად.

დადებითი:

  • დრელის ფუნქციების წყალობით,  უზრუნველყოფილია მუშაობის მაღალი სიზუსტე, რაც დამატებით კომფორტს ქმნის;
  • გამძლე კორპუსი დამზადებულია მაღალი ხარისხის პლასტმასისგან, რომელიც გამძლეა ნაკაწრების, ბზარებისა და სხვა დაზიანებების მიმართ. ჩამოვარდნის შემთხვევაში, დრელი არ გატყდება, ხოლო კომფორტული მოჭიდება ამცირებს ხელიდან გასრიალების რისკს;
  • საიმედოობა და მშენებლობის მაღალი ხარისხი;
  • მაღალხარისხიანი უსადენო ვაზნა;
  • მაღალი ბრუნვის სიხშირე (38 ნმ), რომელიც მარტივად ბურღავს ლითონის მასალებს;
  • მოვლის სიმარტივე, მინიმალური შეკეთების საჭიროება.

მინუსები:

  • მაღალი ინერცია, რაც იწვევს საბურღის დიდიხნით შეჩერებას;
  • ბრუნვის კონტროლისა და დამატებითი ღილაკების მოუხერხებელი ზომები.

თუ ეძებთ საბურღს რომელსაც დარტყმითი ფუნქციაც აქვს, მაშინ გაეცანით ჩვენს წინა ბლოგს.

პოპულარული მოდელები

ელ. ბურღი, დარტყმითი 0-2800ბრ/წთ 1010ვტ Total TG111136
ელ. ბურღი, დარტყმითი 0-2800ბრ/წთ 1010ვტ Total TG111136
Regular price 199.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ელ. დარტყმითი ბურღი TOTAL TG1081316
ელ. დარტყმითი ბურღი TOTAL TG1081316
Regular price 129.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
დარტყმითი დრელი Raider RD-ID45 750W
დარტყმითი დრელი Raider RD-ID45 750W
Regular price 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხრახნდამჭერი INGCO CDLI12415
ხრახნდამჭერი INGCO CDLI12415
Regular price 99.00 ლარი 89 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი