ცხობის მოყვარულთა შეუცვლელი თანაშემწე - მიქსერი

დიასახლისებისთვის და განსაკუთრებით, ცხობის მოყვარულთათვის, შეუცვლელი თანაშემწეა ელექტრო მიქსერი. მისი საშუალებით ამოყავთ ფუმფულა  და გემრიელი კრემი ტორტებისა და ნამცხვრებისთვის.

მიქსერი

კარგი საყოფაცხოვრებო და სამზარეულოს ტექნიკის შესაძლებლლობებისა და ხარისხის შემოწმება, მოგეხსენებათ სპეციალურ სამზარეულოებში ხდება და შემდეგ ანიჭებენ მათ რეიტინგის ვარსკვლავებს.

მუშაობის პრაქტიკულობის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია თუ რამდენად მარტივია მისი მოხმარება, დამატებითი ნაწილების მოხსნა დამონტაჟება, გაწმენდა.

ასევე, პრიორიტეტულია მისი ხარისხი და გამძლეობა.

იმისათვის, რომ მიქსერის შეძენისას გარკვეული იყოთ ძირითად, გასათვალისწინებელ საკითხებში, ამ ბლოგში, სპეციალურად თქვენთვის, მოვამზადეთ საუკეთესო სამზარეულოს ელექტრო მიქსერების სამი ვარიანტი.

გადახედეთ და გაიმარტივეთ არჩევანი.

KitchenAid Artisan Design Series 5-Qt

KitchenAid Artisan Design Series 5-Qt

KitchenAid-ის მიქსერის შესაძლებლობები, თქვენი სამზარეულოს საქმიანობისთვის, უსაზრვროა. ის შესანიშნავია ნამცხვრისა და ტორტის ცომის ამოსაყვანად.

ასევე, კვრცხის გასათქვეფად და სხვა ინგრედიენტების შესარევად.

გარდა ამისა, მისი ფუნქციების გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ დაამატოთ აქსესუარები, როგორიცაა მაკარონის საზელი, სპირალიზატორი ან საკუწი პირები.

ბაზარზე ეს მიქსერი ხელმისაწვდომია 12 სხვადასხვა ფერში და მისი 5 ვარსკვლავიანი რეიტინგი ნამდვილად სანდო არჩევანი იქნება თქვენთვის და თქვენი სამზარეულოსთვის.

Breville 5-Quart Die-Cast

Breville 5-Quart Die-Cast

Breville-ის ვერცხლისფერი გლუვზედაპირიანი მოდელი გამოირჩევა  მოსახერხებელი მახასიათებლით ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

მათ შორის 12 ცვლადი სიჩქარით, LED განათების კონტროლით, LCD ეკრანის ქრონომეტრითა და scraper beater-ით.

ამ მიქსერს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე უბრალოდ 12 ცვლადი სიჩქარე. 

Breville-ს არ გაუჭირდება შეასრულოს კონკრეტული დავალებები. მაგალითად, თუ გსურთ რომ გააკეთოთ კრემი, შეარჩევთ სპეციალურ რეჟიმს და შემდეგ შეუდგებით საქმეს.

Breville-ის მიქსერი იქნება საუკეთესო არჩევანი და თანაშემწე იმ დამწყები მცხობელებისთვის, ვინც არ იცის თუ რომელი მიქსერია მათი საქმიანობისთვის შესაფერისი.

Kenmore Elite Ovation

Kenmore Elite Ovation

ეს არის Kenmore Elite-ის მიქსერი, ინოვაციური დიზაინით, უნიკალური 360 გრადუსიანი სპლიშის დაცვითა და ინგრედიენტების, მუშაობის პროცესში, დამატების შესაძლებლობით. 

მისი დიზაინი გათვლილია, რომ დაიცვას თქვენი სამზარეულოს კედლები და ატრიბუტები კრემის ნაწილაკებისგან, რაც დამეთანხმებით, რომ ზედმეტი თავის ტკივილია.

ერთი სიტყვით, თუ აპირებთ ცხობის ხელოვნების დაუფლებას, მაშინ შესაფერისი მოწყობილობები დაგჭირდებათ.

წინა პოსტი: მსოფლიოში საუკეთესო მიქსერები

პირველ რიგში კი თქვენს სურვილებზე მორგებული მიქსერი.

Isurve.ge გთავაზობთ სამზარეულოს მიქსერების დიდ არჩევანს. შეარჩიეთ სასურველი და გააკეთეთ მარტივი განვადება.

Isurve გისურვებთ კარგ შენაძენს!

პოპულარული მოდელები