როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ჩოფერი

მრავალრიცხოვან საყოფაცხოვრებო ტექნიკას შორის, რომელიც ადამიანმა არამარტო საქმის გასაადვილებლად  და შრომის შესამსუბუქებლად, არამედ შედეგის სწრაფად და უსაფრთხოდ მისაღებად შექმნა, ჩოფერს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია.

ოდესმე, ხახვის დაჭრა თუ კომფორტული გახდებოდა, ცრემლების ღვრის გარეშე ჩაივლიდა ან / და მინიმუმ ერთ ჭრილობას მაინც თუ არ მივიღებდით ამ პროცესში, ჩვენი ბებიების თაობისთვის ძნელად წარმოსადგენი იყო.

საკმარისია, პრაქტიკაში მისი ერთხელ გამოყენება და ხილის, ბოსტნეულის, ხორცისა და კერძის სხვადასხვა იგრედიენტების სწრაფად და მარტივად დასაქუცმაცებლად, ეს მცირე ზომის, მსუბუქი, კომპაქტური, ადვილად გამოსაყენებელი და მარტივად მოსავლელი ნივთი, სამუდამოდ დაიკავებს ადგილს თქვენს სამზარეულოში.

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ჩოფერი

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სად, როგორ და რის მიხედვით შევარჩიოთ ჩოფერი, გაინტერესებთ?  მაშინ, განაგრძეთ კითხვა, ჩვენ თქვენთვის პროფესიონალი მზარეულების და გამოცდილი მომხმარებლების რეკომენდაციები შევაგროვეთ ...

როგორც ამბობენ, ჩოფერის შერჩევისას, საკმარისია ორ ძირითად მახასიათებელზე გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება და შენაძენით უთუოდ კმაყოფილი დავრჩებით : 1) თუ რა ზომისა და მოცულობის საჭრელი კონტეინერი აქვს, ანუ მინი ჩოფერი თუ სტანდარტული და 2) რა მასალისგანაა დამზადებული ჩოფერის დანის პირი. 

არ შეარჩიოთ ჩოფერი მისი საჭრელი კონტეინერის სიდიდის მიხედვით. დაიმახსოვრეთ, არცერთმა ნივთმა უნდა დაიკავოს დიდი ადგილი თქვენს სამზარეულოში. ჩოფერის ატარატი ძალიან მარტივად იშლება, ირეცხება და მისი მრავალჯერადი დაშლა-აწყობა, თუნდაც ერთი კერძის მომზადების პროცესში, შრომატევადი სულაც არ არის. აქედან გამომდინარე, იმის აუცილებლობა არ არსებობს, დასამუშავებელი პროდუქტის მთლიანი ოდენობა ერთიანად თავსდებოდეს საჭრელ კონტეინერში.

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ჩოფერი

არც მანამ შეარჩიოთ ჩოფერი, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ დანის პირი არის უჟანგავი ფოლადის. ამის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს საგარანტიო ფურცელზე, რომელიც ასევე, აუცილებლად თან უნდა მოჰყვებოდეს შეძენილ ნივთს, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. ჩვენი რჩევაა, სთხოვოთ კონსულტანტს თქვენს თვალწინ გატესტოს ნივთი, იმაში დასარწმუნებლად, რომ დანის პირი მჭრელია.

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მშვიდად შეარჩევთ ჩოფერს, რომელიმე სანდო რეპუტაციის ტექნიკის მაღაზიაში.

საუკეთესო ჩოფერები - როგორ შევარჩიოთ სწორად მულტი საჭრელები?

პოპულარული მოდელები

ჩოპერი Weimar WE-3027
ჩოპერი Weimar WE-3027
Regular price 130.00 ლარი 109 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩოფერი PHILIPS HR1393/00
ჩოფერი PHILIPS HR1393/00
Regular price 199.00 ლარი 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ჩოპერი Weimar WE3025
ჩოპერი Weimar WE3025
Regular price 160.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩოპერი Boma BM-YTW02
ჩოპერი Boma BM-YTW02
Regular price 75.00 ლარი 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი