Bosch ბრენდისა და მაცივრების მიმოხილვა
საკვები პროდუქტების შესანახი საყოფაცხოვრებო ტექნიკის არჩევისას, რეკომენდირებულია ყურადღება მიაქციოთ Bosch საუკეთესო მაცივრებს. ბრენდს, რომელიც უკვე მრავალი წელია ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს და შეუძლია როგორც საბიუჯეტო სამზარეულო ტექნიკის მიწოდება, ასევე - ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო მოწყობილობების.
აღსანიშნავი ასევე ისიც, რომ ბოშს წარმოდგენილი აქვს ერთკამერიანი და ორკამერიანი მაცივრები. პლიუს, დამოუკიდებელი და ჩასაშენებელი მაცივრები, რომელთა შესახებაც ხშირად ვსაუბრობთ ისურვეს ბლოგებში.
Bosch-ის მიმოხილვა
კომპანია დაარსდა რობერტ ბოშის მიერ გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში, ჯერ კიდევ 1886 წელს, ამდენად, ერთ-ერთი უძველესია კონკურენტებს შორის. 100 წელზე ნაკლებ დროში, ბოში მცირე ელექტრომოწყობილობის საამქროდან, უდიდეს კორპორაციად გადაიქცა, რომელსაც საწარმოო ობიექტები დღეის მონაცემებით მთელს მსოფლიოში აქვს.
გლობალიზაციის ფონზე, კომპანია სრულად იზიარებს მომხმარებელთა ახალ-ახალ მოთხოვნებს და სწორედ ამიტომ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში ყველაზე თანამედროვე შეთავაზებებიც აქვს.
ჟურნალ Forbes-ის თანახმად, Bosch ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიების TOP 5-ში შედის. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პოპულარობა პირველი მაცივრის წარმოებით მოიპოვეს, რომელთა დამზადება ჯერ კიდევ 1933 წელს დაიწყო და მას შემდეგ, Bosch მაცივრების 200-ზე მეტი მოდელი შეიქმნა.
Bosch საყოფაცხოვრებო ტექნიკა ელიტურ პროდუქციადაა მიჩნეული, რის გამოც იაფიანი მოდელები პრაქტიკულად არ შეგხვდებათ, მაგრამ მაღალი ფასი ყოველთვის ამართლებს მაღალ ხარისხს თავისი წარმოებითა და დახვეწილი დიზაინით.
კომპანიის პოპულარობის გათვალისწინებით, ჩვენ გავაანალიზეთ სპეციალისტებისა და მომხმარებლების შეფასებები. ამიტომ, ჩვენ ყურადღებით გავაანალიზეთ ხარისხის შესაბამისობა ფასთან, ხოლო ამის საფუძველზე, პარამეტრებიდან გამოვყავით შემდეგი:
- პროდუქტის ტიპი;
- მაცივრისა და საყინულის ტევადობა;
- ენერგოეფექტურობა;
- ინსტალაციის მეთოდი;
- გარანტიის ხანგრძლივობა;
- კამერების გალღობის სისტემა;
- კომპრესორის რაოდენობა;
- მართვის მეთოდები (ელექტრონული ან მექანიკური);
- კამერის ადგილმდებარეობა - ზედა, ქვედა ან გვერდითი მხარე;
- ხმაურიანი მუშაობა;
- ხელმისაწვდომი ტემპერატურის რეჟიმები;
- მაცივრის ტიპი;
- გამოყენების მოხერხებულობა;
- დიზაინი;
- თაროების რაოდენობა შიგნით;
- მაცივრისა და საყინულის განყოფილებების მახასიათებლები.
და ბოლოს, მიმოხილვის ფონზე, წარმოგიდგენთ ერთ-ერთი მოდელის შეჯამებას, რომლითაც უკეთ შევძლებთ მახასიათებლების განსაზღვრას. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თუკი Bosch მაცივრების ყიდვა სურთ, შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტს, სადაც აღნიშნული ბრენდის გარდა, სხავადასხვა ცნობილი მწარმოებლის მაცივრები ფასდაკლებით დაგხვდებათ.
Bosch KGE39XK2AR
მაცივარს ორკამერიანი განყოფილება და სტანდარტული ზომები აქვს - 60x63x200 სმ. შიდა სივრცე აღჭურვილია 5 თაროთი, რომელთაგან 4-ის სიმაღლის რეგულირებაა შესაძლებელი. თაროები დამზადებულია მინისგან, რომელიც ჩამოვარდნისას მცირე ფრაგმენტებად არ ტყდება.
VitaFresh ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლის ინოვაციური სისტემა უზრუნველყოფს ახალი საკვების ხანგრძლივად შენახვას. საყინულე კამერა კი 94 ლიტრი მოცულობისაა, რომელშიც თავსდება 3 გამჭვირვალე ყუთი.
უპირატესობები:
- კლიმატის მუდმივი კონტროლი ორივე კამერაში;
- ენერგოეფექტურობის კარგი დონე;
- ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, სიცივეს 22 საათამდე ინარჩუნებს;
- ჩუმი მუშაობა;
- LED განათება;
- ელექტრონული მართვა;
- წინა კარზე განთავსებულია ტემპერატურის მაჩვენებელი ეკრანი;
ნაკლოვანებები:
- საყინულის ხელით გალღობა;
- მძიმეა.
ჩვენს წინა ბლოგში ასევე ცნობილი ბრენდის LG-ის მაცივრები მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.
პოპულარული მოდელები