LG თანამედროვე მაცივრების მიმოხილვა

ნებისმიერ სამზარეულოში მაცივარი შეუცვლელი საყოფაცხოვრებო მოწყობილობაა, რადგან მხოლოდ მისი დახმარებით შეგიძლიათ შეინახოთ საკვები უფრო დიდი ხნით და თავიდან აიცილოთ მისი გაფუჭება.

ჩვენი ონლაინ მაღაზიის isurve.ge საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ ხარისხიანი მაცივრები სამხრეთ კორეული კომპანია LG-სგან, რომლის მოდელებს უფრო ვრცლად დღევანდელ ბლოგში გავეცნობით.

LG 60 წელზე მეტია, რაც საყოფაცხოვრებო და სამზარეულო ტექნიკას აწარმოებს, ხოლო ნებისმიერი პროდუქციის მაღალი ხარისხი და მაქსიმალური უსაფრთხოება საშუალებას აძლევს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შორის თავისი ღირსეული ადგილი დაიკავოს.

ამიტომ, ჩვენ წარმოვადგინეთ LG მაცივრების საუკეთესო მოდელები, რომლებიც 2020 წელს გაყიდვების მაჩვენებლით ლიდერობდა.

თუკი ჩვენ საიტს თვალს გადაავლებთ, აუცილებლად ნახავთ სხვა ბრენდების მოთხოვნადი მაცივრების ჩამონათვალს, რომელთა შეძენა განვადების პირობებითაც ჩვენთან ძალიან მარტივად შეიძლება.

LG GA-B419 SEUL

LG GA-B419 SEUL მაცივრის დიზაინი მოიცავს ფართო სამაცივრე და საყინულე კამერებს. მაცივრის კამერა აღჭურვილია ენერგიის დაზოგვის LED განათებით, რვა კვერცხისთვის განკუთვნილი უჯრითა და ხილ-ბოსტნეულის ცალკე სათავსოთი. კარზე წარმოდგენილია  ცალკე კალათები და მინის ოთხი თარო.

გაგრილების სპეციალური სისტემა თანაბრად ანაწილებს ცივ ჰაერს მთელ კამერაში ამიტომ, საკვები თაროებზე უფრო დიდხანს ინახება. საყინულეს აქვს ოთხი უჯრა: 3 დიდი და 1 პატარა.

LG თანამედროვე მაცივრების მიმოხილვა

LG მაცივრის მოდელი აღჭურვილია No Frost ტექნოლოგიით ამიტომ, საყინულის გალღობა აღარ არის საჭირო. ეს თვისება საშუალებას გაძლევთ სწრაფად გაყინოთ სხვადასხვა სახის საკვები, გემოს, გარეგნობისა და კვებითი ღირებულების დაკარგვის გარეშე.

მახასიათებლები:

  • ენერგომოხმარების კლასი - A+;
  • კამერის მოცულობა - 223 ლ (სამაცივრე), 79 ლ (საყინულე);
  • მართვის ტიპი - ელექტრონული ღილაკი ეკრანის გამოყენებით;
  • ხმაურის დონე - 39 დბ-მდე;
  • სხეულის ფერი - კრემისფერი.

დადებითი:

  • მუშაობს მშვიდად;
  • მართვისთვის აქვს ელეგანტური პანელი  მოსახერხებელი ჩვენებით;
  • ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ, დიდხანს ინარჩუნებს სიცივეს (9 საათამდე).

მინუსები:

  • მაცივრის კარის გაღება რთულია.

LG DoorCooling + GA-B509CQWL

LG DoorCooling + GA-B509CQWL საყოფაცხოვრებო მაცივარი შესაძლებელია კედელთან ახლოს განთავსდეს. ამ შემთხვევაში,  მარტივია ქვედა უჯრის გამოტანა, თუნდაც მაშინ, როდესაც კარი 90 °-ზეა ღია.

მაცივრის მოდელი აღჭურვილია No Frost ტექნოლოგიით ამიტომ, კამერების გალღობა აღარ არის საჭირო. გარდა ამისა, მოწყობილობა აღჭურვილია სწრაფი და ერთგვაროვანი გაგრილების ტექნოლოგიით, რომელიც მუშაობს მაცივრის ზედა ნაწილში არსებულია სპეციალური პანელით.

LG თანამედროვე მაცივრების მიმოხილვა

კამერას აქვს ოთხი თარო, უჯრა ათი კვერცხისთვის, ხილ-ბოსტნეულის ყუთი  და ოთხი კალათა. საყინულეში განთავსებულია ორი თარო, რომლებიც სივრცეს სამ ნაწილად ყოფს. ექსპრეს გაყინვის ფუნქცია საშუალებას მოგცემთ დღეში 12 კგ საკვები გაყინოთ.

მახასიათებლები:

  • ენერგომოხმარების კლასი - A+;
  • კამერის მოცულობა - 277 ლ (სამაცივარე), 107 ლ (საყინულე);
  • მართვის ტიპი - ელექტრონული ღილაკი ეკრანის გამოყენებით;
  • ხმაურის დონე - 36 დბ-მდე;
  • მაცივრის ფერი - თეთრი.

დადებითი:

  • შემცირებული ხმაურის დონე;
  • შეგიძლიათ შეარჩიოთ საჭირო ოპერაციული რეჟიმი;
  • დიდი მოცულობა.

მინუსები:

  • რამდენიმე თარო;
  • მაცივრის კარის გაღება რთულია.

Liebherr ჩასაშენებელი Side by Side მაცივრების მიმოხილვა, იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

მაცივარი ARDESTO DTF-M212X143 კლასი A+
მაცივარი ARDESTO DTF-M212X143 კლასი A+
Regular price 1,099.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მაცივარი Hagen HRBF1832X კლასი A++
მაცივარი Hagen HRBF1832X კლასი A++
Regular price 1,249 ლარი / თვეში 67 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მაცივარი ARDESTO DNF-M295X188 კლასი A+
მაცივარი ARDESTO DNF-M295X188 კლასი A+
Regular price 1,599.00 ლარი 1,399 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მაცივარი Hagen HRBF1825W კლასი A+
მაცივარი Hagen HRBF1825W კლასი A+
Regular price 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი