BEKO საუკეთესო საყინულე მაცივრები
თურქული კომპანია BEKO მსოფლიო ბაზარზე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მომმარაგებელია, რომლის პროდუქცია განსაკუთრებით მოთხოვნადია ხარისხის, დიზაინისა და გამოყენების სიმარტივიდან გამომდინარე.
დღევანდელ აღწერაში გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ BEKO საყინულე მაცივრები, რომლებიც მომხმარებელთა რეკომენდაციების საფუძველზე შევარჩიეთ.
BEKO RFSK 215T0
მოდელი კომპაქტური ზომის (54x60x151 სმ) ერთკამერიანი საყინულეა, რომელიც საკმაოდ ეკონომიურია.
უპირატესობები:
- ძლიერი კომპრესორი;
- ელ. ენერგიის დაბალი მოხმარება;
- კამერის მოცულობა - 213 ლიტრი.
იმისთვის, რომ პროდუქციის შენახვა მეტად კომფორტული იყოს, გათვალისწინებულია დიდი რაოდენობით განყოფილებები - ორი თარო და 4 ფართო უჯრა. მაცივრის მასალა გამჭვირვალე პლასტმასისაა და კედლის საშუალებით ხედავთ რა არის შიგნით.
ყინულის უჯრა თაროზე ცალკე ფიქსირდება;
ანტიბაქტერიული საფარი მიკრობებისთვის ქმნის ერთგვაროვან ბარიერს, რომელიც იცავს საკვებს ბაქტერიებით დაბინძურებისგან;
მაცივარი BEKO მუშაობს დაბალი ხმაურით;
თეთრი ფერის უნივერსალური, ვიწრო საყინულე მშვენივრად თავსდება სამზარეულოში; ოთახის ინტერიერის დაგეგმვისას, დამატებითი პლუსია ის, რომ შესაძლებელია სახელურის ორივე მხრიდან ჩამოკიდების შესაძლებლობა.
BEKO RFSK 266T01 S
საუკეთესო სწრაფი ყინვის მაცივარი, რომლის საყინულე კამერის მოცულობა 266 ლიტრამდეა. მოწყობილობა ეფექტურად ინახავს როგორც ხელნაკეთ, ისე ნახევრად მზა პროდუქტებს.
საყინულეში ასევე შეიძლება მოთავსდეს ხილი, კენკრა და ბოსტნეული, სოკო, ფრინველი, საქონლის ხორცი და თევზის პროდუქტები. მოწყობილობის ენერგოეფექტურობის კლასია - A. ვერცხლისფერი მეტალის დიზაინი კი უფრო დახვეწილია, ვიდრე სტანდარტული თეთრი კორპუსი.
ტექნიკის უპირატესობები:
- ელექტრონული მართვა;
- სწრაფი ყინვის რეჟიმი;
- გათვალისწინებულია შიდა ელექტრონული ეკრანი;
- მუშაობს მშვიდად - მხოლოდ 40 დბ მაჩვენებლით;
- შესაძლებელია საყინულის კარის გადაადგილება.
- ანტიბაქტერიული საფარი მიკრობებისთვის ქმნის ერთგვაროვან ბარიერს, რომელიც იცავს საკვებს ბაქტერიებით დაბინძურებისგან და არ იძლევა მავნე მიკროორგანიზმების შიგნით შეღწევის საშუალებას;
- 4 სათავსო ყუთი, ხოლო მსხვილი პროდუქტებისთვის არსებობს BIG BOX-ის გაზრდილი ტევადობის განყოფილება;
- ელექტროენერგიის ეკონომიური მოიხმარება - დღეში 0,94 კვტ;
- ელექტრო ენერგიის გათიშვის შემდეგ, სიცივეს ინარჩუნებს 22 საათის განმავლობაში;
- კარის ღიად დატოვების შემთხვევაში, გამოსცემს ხმოვან სიგნალს.
ნაკლოვანებები:
- კამერაში არსებული ყველა თარო არ არის მოსახსნელი.
BEKO RFNE 270E23 W
პრაქტიკული საყინულე BEKO-სგან, რომელიც საშუალო ფასის კატეგორიაშია წარმოდგენილი. მიეკუთვნება A + ენერგოეფექტურობის კლასს, რის გამოც ხარჯავს 15% -ით ნაკლებ ელექტრო ენერგიას. მაცივარი აღჭურვილია ელექტრონული ეკრანით.
უპირატესობები:
- ერთკამერიანი მაცივარი, რომლის ტევადობაა 270 ლიტრი;
- 4 უჯრა და ყინულის გაყინვისთვის განკუთვნილი ცალკე განყოფილება;
- საყინულის კლასიკური თეთრი კორპუსი მშვენივრად მიესადაგება ნებისმიერი სახლის ინტერიერს;
- საუკეთესო ვარიანტია ნებისმიერი პროდუქტების შესანახად;
- „ექსპრეს გაყინვის“ ფუნქცია საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ პროდუქტის სტრუქტურა და გემო.
- „NoFrost“ ტექნიკა შექმნილია საიმისოდ, რათა არ მოხდეს ყინულის წარმოქმნა ზედაპირზე. არ არის საჭირო საყინულის რეგულარული გალღობა და მისი ხელით მოშორება. კამერის დასუფთავების დრო მნიშვნელოვნად შემცირებულია.
- ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, მაცივარს შეუძლია შეინარჩუნოს ტემპერატურა 18 საათის განმავლობაში. კარზე არსებული სახელური დაფარულია ანტიბაქტერიული საფარით.
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი;
- ხმაურის მაჩვენებელი უფრო მაღალია.
პოპულარული მოდელები