ბავშვის საწოლების დიდი არჩევანი

ბავშვთა საწოლების უზარმაზარი არჩევანი არსებობს და საკმაოდ რთული მისიაა, მათ შორის საუკეთესოს გამოყოფა.

ჭკვიანი კონცეფციები და გენიალური დიზაინები, იქმნება იმისათვის, რომ ბავშვებს საკუთარი ინდივიდუალური სივრცის შექმნით, საშუალება ჰქონდეთ სწორად განვითრდნენ. ჩვილის საწოლიდან - თინეიჯერულ ასაკამდე, ყველასთვის მოიძებნება სასურველი.

ბავშვის საწოლების დიდი არჩევანი

რა არის ბავშვთა საწოლების ძირითადი ტიპები?

არსებობს სხვადასხვა სახის ბავშვთა საწოლები, ტრადიციული ერთადგილიანი საწოლებით დაწყებული , პოპულარული ორსართულიანი, სალონური სტილის, მაღალი და გასაშლელი, მრავალფუნქციური საწოლები, რომლებიც არა მხოლოდ ძილისთვის განკუთვნილი ადგილია, არამედ შესანიშნავი გასართობი და მოსასვენებელ სივრცესაც ქმნის ოთახში.

რა არის მთავარი გასათვალისწინებელი ბავშვთა საწოლის შეძენისას?

ცხადია, სახლისთვის ახალი ავეჯის შეძენისას, უნდა გაითვალისწინოთ ისეთი საკითხები, როგორიცაა მდგრადობა, ხარისხი, პრაქტიკულობა და სტილი. თუმცა, როცა ვარჩევთ ბავშვისთვის, ამ კრიტერიუმებს კიდევ ემატება კომფორტი, უსაფრთხოება, ბედნიერება.  საწოლის შერჩევისას, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დრო დაუთმოთ მატრასის/ლეიბის შერჩევას, რათა საწოლს ჰქონდეს მხარდაჭერა და გახდეს კომფორტული, კარგი ძილის უზრუნველსაყოფად.

რა ზომის საწოლი უნდა შევარჩიოთ ჩვენი შვილისთვის?

საწოლის ზომის შერჩევა დაფუძნებული უნდა იყოს რამდენიმე ფაქტორზე : ბავშვის ასაკი და ზომა, ასევე, სივრცე რომელიც არის საძინებელ ოთახში.

ბავშვის საწოლების დიდი არჩევანი

ე.წ. Toddler და ჩვილებისთვის განკუთვნილი საწოლები შეიძლება იყოს ზომაში ოდნავ მოკლეც, ვიდრე საშუალო ერთიანი საწოლი და ის, კარგ გადაწყვეტილებად ითვლება პატარა ოთახებისთვის და განსაკუთრებით, კარგი გამოსავალია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად ძილს ეჩვევიან. მეორე მხრივ, ზრდასრული ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ საკუთარი ოთახი და სადაც საწოლის განსათავსებლად გაცილებით მეტი ადგილია, უპირატესობა ენიჭება ორმაგ საწოლებს, რომელიც ერთდროულად საწოლიც არის და მოსასვენებელი სივრცეც. 

რამდენაც უსაფრთხოა ბავშვთა საწოლები?

ბავშვთა საწოლების მწარმოებელ კომპანიებს უნდა გააჩნდეთ სტანდარტის შესაბამისი, ხარისხის სერტიფიკატი. მშობელი თავად ირჩევს, ამერიკული ან ევროპული სტანდარტებიდან მისი შეხედულებით  მისაღებს და მწარმოებელზეც ამის მიხვედვით ფოკუსირდება . ყველა დეტალი საყურადღებოა, როდესაც ბავშვის საწოლზე ვსაუბრობთ , გამოყენებული ქსოვილი, უსაფრთხო და არატოქსიკური ხის მასალა, ბუნებრივი საღებავები.

გახსოვდეთ, ყოველთვის მოსთხოვეთ მწარმოებელს, წარმოგიდგინოთ ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

პოპულარული მოდელები

საწოლ-მანეჟი OEM KDD-828
საწოლ-მანეჟი OEM KDD-828
369.00 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო სამოგზაურო საწოლი EurekaKids CUCU Travel Bed R0012
საბავშვო სამოგზაურო საწოლი EurekaKids CUCU Travel Bed R0012
294.00 ლარი / თვეში 18 ლარი 325.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საწოლ-მანეჟი OEM P-9124
საწოლ-მანეჟი OEM P-9124
339.00 ლარი / თვეში 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საწოლ-მანეჟი OEM P-9901
საწოლ-მანეჟი OEM P-9901
459.00 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია