2020 წლის საუკეთესო სმარტფონების რეიტინგი
თუ არ იცით რომელი ტელეფონის ყიდვა სჯობს, მაშინ აუცილებლად გაეცანით ჩვენს დღევანდელ ბლოგს, რადგან წარმოდგენილი გვექნება მობილურების ის მოდელები, რომელთა შეძენა შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის isurve.ge საიტზეც.
Samsung Galaxy S20 - 2020 წლის საუკეთესო სმარტფონი
Galaxy S20 თითქმის ყველაფრით, 2020 წლის საუკეთესო სმარტფონია, მათ შორის ფლაგმანურ მოდელებშიც კი. ერთადერთი საკამათო უკანა კამერის გარეგნობაა, მაგრამ ესეც გემოვნების საკითხია.
მოწყობილობა ძალიან სწრაფია, შესრულება საკმარისია ნებისმიერი თამაშის მაღალ პარამეტრებში გასაშვებად. ასევე აქვს დიდი AMOLED დისპლეი, თხელი ჩარჩოებით, რომლის სიჩქარე 120 ჰერცია.
სამსუნგის მობულურის ეს მოდელი იღებს 4K 60 fps ვიდეოს წინა და 8K 24 fps უკანა კამერით, რაც შეეხება ფოტოებს, იღებს შესანიშნავი ხარისხით. ასევე აღჭურვილია კარგი ბატარეით, სწრაფი ინდუქციური დატენვითა და დიდი მეხსიერებით.
ძირითადი მახასიათებლები:
- ოპერაციული სისტემა Android 10;
- ეკრანი (დიაგონალი) 6.2 ინჩი;
- ეკრანის (რეზოლუციის) 3200 x 1440 პიქსელი;
- პროცესორი - Samsung Exynos 990;
- 128 გბ შიდა მეხსიერება;
- კამერა (მთავარი) 12MP + 64MP + 12MP;
- 8 გბ ოპერატიული მეხსიერება.
Xiaomi Mi 10 Pro - ძალიან კარგი და იაფიანი მობილური
Xiaomi ტელეფონებს ფასთან საუკეთესო კომბინაცია აქვთ, რომლებიც გამოირჩევიან ფუნქციონალურობითა და ხარისხით. ბევრ ადამიანს არ სურს გადაიხადოს დიდი თანხა მხოლოდ ბრენდში ამიტომ, Xiaomi ნამდვილად კარგი გამოსავალია.
Xiaomi Mi 10-ს აქვს საუკეთესო პროცესორი, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია Android ტელეფონებზე - Snapdragon 865, 8 GB ან 12 GB ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ-მდე შიდა მეხსიერება. მოყვება 90 ჰერციანი AMOLED HDR დისპლეი, უკაბელო კავშირით, დიდი ბატარეითა და Android 10 ოპერაციული სისტემით.
უკანა და წინა კამერებიც განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. საინტერესოა, რომ მთავარი ობიექტივი არის 108MP-იანი, რომელსაც შეუძლია 8K ვიდეოს ჩაწერა. ობიექტივის სიკაშკაშე და გამოსახულების ხარისხი ოდნავ უკეთესია, ვიდრე Galaxy S20-ის. ტყუილი არ არის ის ფაქტი, რომ Xiaomi Mi 10 და Mi 10 Pro 2020 წლის საუკეთესო სმარტფონებს შორის დასახელდა.
ძირითადი მახასიათებლები:
- ოპერაციული სისტემა Android 10;
- ეკრანი (დიაგონალი) 6.7 ინჩი;
- ეკრანის (რეზოლუციის) 2340×1080 პიქსელი;
- პროცესორი (სახელი) Qualcomm Snapdragon 865;
- 256/512 გბ შიდა მეხსიერება;
- კამერა (მთავარი) 108-MP + 20-MP + 12-MP + 8-MP;
- 8/12 გბ ოპერატიული მეხსიერება.
Xiaomi Mi 9T Pro - ჯერ კიდევ ერთი ღირსეული მოწყობილობა
რატომ Xiaomi Mi 9T Pro და არა Mi 9? მიზეზი მარტივია: Mi 9T Pro-ს აქვს უფრო გამძლე ხანგრძლივობის მქონე ბატარეა, უნაზესი ჩარჩოებითა და ლამაზი კორპუსით. მობილური მუშაობს ძალიან სწრაფად ულტრაეფექტური პროცესორისა და კარგად ოპტიმიზირებული სისტემის გამოყენების წყალობით.
სმარტფონი აღჭურვილია წინა კამერით, NFC, Bluetooth-ით, ყურსასმენის ბუდით, ორმაგი სიმ ბარათის ჩასადებითა და ბატარეის სწრაფი დატენვის ფუნქციით.
ძირითადი მახასიათებლები:
- ოპერაციული სისტემა Android 9.0;
- ეკრანი (დიაგონალი) 6,4 ინჩი;
- ეკრანის (რეზოლუციის) 2340 × 1080 პიქსელი;
- პროცესორი - Qualcomm Snapdragon 855;
- მონაცემთა 128 GB GB შიდა მეხსიერება;
- კამერა - 48-MP + 8-MP + 13-MP;
- 6 გბ ოპერატიული მეხსიერება.
Samsung და Xiaomi ახალი თაობის ტელეფონების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები