Samsung და Xiaomi ახალი თაობის ტელეფონების მიმოხილვა
ბოლო წლების განმავლობაში, მობილური ტელეფონების ფუნქციური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად განვითარდა, რადგან მომხმარებელთა საჭიროებები, მოთხოვნები, სურვილები ყოველდღიურად იცვლება.
დღევანდელ ბლოგში გვსურს განვიხილოთ უახლესი თაობის Samsung და Xiaomi მობილურები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში.
აღნიშნული ბრენდების Xiaomi და Samsung ტელეფონების ყიდვა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე, სადაც წარმოდგენილია ასევე Apple მობილურები და პლანშეტები.
Samsung Galaxy S20 - 2020 წლის საუკეთესო სმარტფონი
Galaxy S20 თითქმის ყველაფერში, 2020 წლის საუკეთესო სმარტფონია, მათ შორის ფლაგმანურ მოდელებშიც კი. ერთადერთი საკამათო ელემენტი უკანა კამერის დიზაინია, მაგრამ ესეც გემოვნების საკითხია.
მოწყობილობა ძალიან სწრაფია, რომლითაც შეგიძლიათ ნებისმიერი თამაშის ჩატვირთვა. ასევე აქვს დიდი AMOLED დისპლეი, თხელი ჩარჩოებითა და 120 ჰერციანი სიჩქარით.
კამერები შესანიშნავ ფოტოსა და ვიდეო იღებენ. მაგალითად, წინა კამერით შესაძლებელია 4K, ხოლო უკანათი 8K ვიდეოს გადაღება.
ასევე აღსანიშნავია კარგი ბატარეა, სწრაფი დატენვის ფუნქციითა და გაზრდილი მეხსიერებით. საბოლოო ჯამში, ეს არის საუკეთესო სმარტფონი, რომლის შეძენასაც გირჩევთ.
ძირითადი მახასიათებლები:
- ოპერაციული სისტემა Android 10;
- ეკრანი (დიაგონალი) 6.2 ინჩი;
- ეკრანის რეზოლუცია 3200 x 1440 პიქსელი;
- პროცესორი Samsung Exynos 990;
- მეხსიერება 8/128 GB;
- კამერა (მთავარი) 12MP + 64MP + 12MP.
Xiaomi Mi 10 Pro - ძალიან კარგი და იაფიანი სმარტფონი
Xiaomi ფლაგმანურ სმარტფონებს ფუნქციებითა და ხარისხით, ფასთან საუკეთესო კომბინაცია აქვთ. ბევრ ადამიანს არ სურს გადაიხადოს დიდი თანხა მხოლოდ ბრენდში.
Xiaomi Mi 10-ს აქვს საუკეთესო პროცესორი, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია Android ტელეფონებზე - Snapdragon 865, 8 GB, ასევე 12 GB ოპერატიული და 512 GB შიდა მეხსიერება. მოყვება 90 ჰერციანი AMOLED HDR დისპლეი, უახლესი უკაბელო კავშირით, დიდი ბატარეით და Android 10 ოპერაციული სისტემით - განახლებული MIUI ვერსიით.
უკანა და წინა კამერებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მთავარი ობიექტივი 108MP-იანი, რომელსაც შეუძლია 8K ვიდეოს გადაღება.
ძირითადი მახასიათებლები:
- ოპერაციული სისტემა Android 10;
- ეკრანი (დიაგონალი) 6,7 ინჩი;
- ეკრანის (რეზოლუციის) 2340 × 1080 პიქსელი;
- პროცესორი (სახელი) Qualcomm Snapdragon 865;
- მეხსიერება 256 /512 GB;
- კამერა (მთავარი) 108-MP + 20-MP + 12-MP + 8-MP.
Xiaomi Mi 9T Pro
Xiaomi Mi 9T Pro ძალიან სწრაფად მუშაობს ულტრაეფექტური პროცესორისა და კარგად ოპტიმიზირებული სისტემის წყალობით.
სმარტფონი აღჭურვილია წინა კამერით, NFC ფუნქციით, ორმაგი სიმ ბარათის უჯრითა და ბატარეის სწრაფი დატენვის ფუნქციით. ამასთან, კორპუსი წყალგაუმტარია.
ძირითადი მახასიათებლები:
- ოპერაციული სისტემა Android 9.0;
- ეკრანი (დიაგონალი) 6,4 ინჩი;
- ეკრანის (რეზოლუცია) 2340×1080 პიქსელი;
- პროცესორის Qualcomm Snapdragon 855;
- მეხსიერება 128 GB;
- კამერა (მთავარი) 48-MP + 8-MP + 13-MP.
პოპულარული მოდელები