2020 წლის საუკეთესო სამზარეულო სასწორები

ცხადია, სამზარეულო სასწორების ყიდვა  აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ  მათი გამოყენება ძალიან მოსახერხებელია. მით უმეტეს, თუ ისეთი კერძების მომზადება გიყვართ, რომელთა რეცეპტებში გასათვალისწინებელია ინგრედიენტების ზუსტი პროპორციების დაცვა. კერძოდ, ეს ეხება საკონდიტრო ნაწარმს, ცომეულს და ა.შ.

ვისთვისაც ელექტრო სასწორების  გამოყენება არსებითად მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვამზადეთ მცირე რეიტინგი, სადაც წარმოდგენილია 2020 წლის საუკეთესო სასწორები. სიის შედგენისას გავითვალისწინეთ მოწყობილობების ძირითადი პარამეტრები, ასევე ფასი/ხარისხის თანაფარდობა, მომხმარებელთა მიმოხილვა და კლასიფიკაცია.

REDMOND SkyScale 741S-E

2020 წლის საუკეთესო სამზარეულო სასწორი REDMOND-სგან , რომელსაც სენსორული და დისტანციური მართვის საშუალება აქვს. მწარმოებლის აზრით, მოწყობილობა უზრუნველყოფს მაქსიმალურად ზუსტი წონის ჩვენებას.

მობილური აპლიკაციის „Ready for Sky“ დახმარებით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კალორიების შემცველობაზე და პროდუქტების კვებით ღირებულებაზე.

2020 წლის საუკეთესო სამზარეულო სასწორები

მონაცემები მყისიერად გამოჩნდება ტელეფონის ეკრანზე. გაზომვის სიზუსტე კი 1 გრამია.

აღნიშნული სასწორი შესანიშნავი არჩევანია დიეტის მომხრეებისთვის, რადგან მთავარი ამოცანის გარდა, მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ გამოთვალოთ ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების ბალანსი. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია სხვადასხვა ინგრედიენტის თავსებადობასთან დაკავშირებით.

დადებითი მხარეები:

  • აპლიკაციასთან თავსებადობა;
  • გაზომვის სიზუსტე;
  • კალორიების შემცველობის განსაზღვრა;
  • დახვეწილი დიზაინი.

მინუსები:

  • მაღალი ფასი.

Beurer KS 19

დროში გამოცდილი ელექტრო სასწორი,  რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უშეცდომოდ და უპრობლემოდ მოგემსახურებათ. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ცნობილი ბრენდი Beurer ამ მოწყობილობების წარმოებით არის დაკავებული.

ანალოგი მოდელებისგან განსხვავებით, მოწყობილობის ეკრანზე დიდად ჩანს ციფრები. პლატფორმა დამზადებულია მინისგან, რომელიც უძლებს 5 კილოგრამამდე დატვირთვას 1 გრამი სიზუსტით.

2020 წლის საუკეთესო სამზარეულო სასწორები

ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ სასწორი მუშაობს აკუმულატორზე, რომლის დატენვას დიდი დროს არ სჭირდება.

ამავე დროს, მოწყობილობის გამოყენება მოსახერხებელია, რადგან ელეგანტური დიზაინი და სენსორული ღილაკები აქვს.

დადებითი მხარეები:

  • სუფთა ეკრანი;
  • შესანიშნავად თავსდება ნებისმიერ სამზარეულოს ინტერიერში;
  • კომფორტული მოდელი;
  • დაბალი ფასი.

მინუსები:

  • ელემენტი სწრაფად იცლება.

Home Element HE-SC933

Home Element-ის მოწესრიგებული მინის თასი და დიდი LCD ეკრანი უერთდება ჩვენი ბიუჯეტური სასწორების რეიტინგს. ამ შემთხვევაში, გაზომვის სიზუსტე 1 გრამია, ხოლო მაქსიმალური დატვირთვა 5 კილოგრამამდეა.

აქვს TARA ფუნქცია და გადატვირთვის მითითება. ამ შემთხვევაში,  სასარგებლო ბონუსი შეიძლება იყოს ოთახის ტემპერატურის განსაზღვრა, თუ სახლში ან ბინაში თერმომეტრი არ გაქვთ. დამატებით უპირატესობებში ასევე შედის ლითიუმის ბატარეა, რომელიც მოყვება ნაკრებს.

2020 წლის საუკეთესო სამზარეულო სასწორები

დადებითი მხარეები:

  • ოთახის ტემპერატურის განსაზღვრა;
  • ფუნქცია „TARA“;
  • გაზომვის სიზუსტე;
  • ეკონომიური ელემენტი.

მინუსები:

  • არ აქვს მოსახერხებელი პლატფორმა.

პოპულარული მოდელები

სამზარეულოს სასწორი 5კგ LuckyStone SF-400 10651
სამზარეულოს სასწორი 5კგ LuckyStone SF-400 10651
Regular price 70.00 ლარი 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ინდუსტრიული სასწორი 40კგ Bestel
ინდუსტრიული სასწორი 40კგ Bestel
Regular price 100.00 ლარი 79 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამზარეულოს სასწორი Sencor SKS 4004GR
სამზარეულოს სასწორი Sencor SKS 4004GR
Regular price 79.00 ლარი 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამზარეულოს სასწორი Arnica GH29020
სამზარეულოს სასწორი Arnica GH29020
Regular price 55 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი