2019 წლის საუკეთესო ვიდეო რეგისტრატორები
უკანასკნელ ათწლეულებში საგრძნობლად მომრავლდა ავტომანქანების რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, პირდაპირპროპორციულად ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას.
პირად საუბრებში უამრავი მძღოლი აღნიშნავს იმას, რომ ამა თუ იმ ავტოსაგზაო შემთხვევისას დამნაშავე თავად არ ყოფილა, თუმცა რადგან ახლომდებარედ არ ყოფილა არანაირი კამერა, რათა აღებეჭდა მომხდარი შემთხვევა, მათ საკუთარი სიმართლის დაცვა გასჭირვებიათ.
მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და რისკის მინიმუმამდე დასაყვანად, ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი მანქანის ვიდეო რეგისტრატორია, რომელიც ნებისმიერ მძღოლს კარგ მეგზურობას გაუწევს.
გარდა ზემოთ ნახსენები ნეგატიური კონტექსტისა, ვიდეო რეგისტრატორი ასევე გამოსადეგია იმ ადამიანებისთვის, ვინც ავტომანქანით მოგზაურობის მოყვარულია და სურს მონახულებული ადგილები ვიდეომეხსიერებად შემოინახოს და სხვებს გაუზიაროს.
მოცემული ბლოგპოსტის მიზანია, წარმოადგინოს 2019 წლის საუკეთესო ვიდეო რეგისტრატორები და მათი მცირე აღწერა შემოგთავაზოთ:
- Garmin Dash Cam 55
აღნიშნული მოდელი საკმაოდ კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა, რომელიც მოიცავსб როგორც მაღალი გაფართოების ვიდეო გამოსახულებას, ასევე უზრუნველყოფს ვიდეოს მკვეთრ გამოსახულებას. მას შეუძლია 1440p ვიდეოს გადაღება 30 fps-ზე (კადრი წამში) 122 გრადუსიანი ხედვის კუთხით.
ის ასევე აღჭურვილია ე.წ. G-სენსორის ტექნოლოგიითაც, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსაგზაო შემთხვევის ავტომატურ აღმოჩენას, მოწყობილობაში ჩაშენებული GPS დეტექტორით კი, თითოეული კადრზე შესაძლებელია არამხოლოდ დროის არამედ ადგილმდებარეობის აღნუსხვაც.
- Mio MiVue 766
ეს მოდელი არაა ისეთივე კომპაქტური, როგორც Garmin Dash Cam 55, თუმცა თავის საქმეს ისიც ზედმიწევნით კარგად ასრულებს. ის აღჭურვილია 2 მეგაპიქსელიანი სონის კამერით, რომელიც უზრუნველყოფს Full HD ვიდეო გამოსახულებას (1080p, 30fps). საკმაოდ კარგ დიზაინს ვერ აფუჭებს, მისი 2.7 ინჩიანი სენსორული, საკმაოდ მოსახერხებელი დისპლეი.
ჩაშენებული GPS და Wi-Fi ტექნოლოგიები კი მის დამატებით ფუნქციებს უზრუნველყოფს: შესაძლებელიაб როგორც მანქანის სიჩქარისა და ლოკაციის დადგენა კონკრეტულ მომენტში, ასევე ვიდეოს გადატანა სმარტფონებსა თუ სხვა მოწყობილობებში, ასევე სურვილის შემთხვევაში ამ მოწყობილობით შესაძლებელია პირდაპირი ლაივსტრიმის გაშვებაც ინტერნეტში.
- Nextbase Duo
Nextbase დიდი ხანია ერთ-ერთ ლიდერია ავტორეგისტრატორების ბაზარზე. მისი ეს მოდელი საკუთარი თავისებურებებით გამოირჩევა. ის აღჭურვილია ორმხრივი კამერით, რაც შესაძლებელს ხდის არა მხოლოდ წინა არამედ საპირირსპირო გადაღებასაც, გამოსახულება 2 ინჩიან დისპლეიზე გაყოფილია, ერთ მხარეს წინა ხედვის კამერის გამოსახულებას ვხედავთ, მეორე მხარეს კი უკანა ხედვის კამერის.
მისი ფართო ხედვის დიაპაზონით, გადაღება შესაძლებელია დაბალი განათებისა და ღამის პირობებშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიდეოს რეზოლუცია 720p არის, აღნიშნული მოდელი მაინც საკმაოდ კომფორტულია.
შესაძლებელია ძველი ჩანაწერების ავტომატური გასუფთავება და მხოლოდ მნიშვნელოვანი კადრების შენახვა. მას ჩაშენებული აქვს GPS ტექნოლოგია, თუმცა არ გააჩნია Wi-Fi და Bluetooth ტექნოლოგიები, რის გამოც ვიდეოჩანაწერების სხვა მოწყობილობებზე გადასატანად აუცილებელია მისი MicroSD ბარათის გამოყენება (მიკრო ჩიპი).
საინტერესო რჩევა: როგორ ვიყიდოთ რეგისტრატორი განვადებით?
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები