10 რჩევა, თუ როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი
ყოველწლიურად ტელევიზორები უფრო და უფრო იხვეწება. იქმნება ახალი ფუნქციები და შესაძლებლობები. უცვლელი რჩება ძირითადი პარამეტრები, ამიტომ უნდა ვიცოდეთ რა მონაცემებით ვიხელმძღვანელოთ ტელევიზორის შერჩევისას 2019 წელს.
აღნიშნულ რჩევაში წარმოგიდგენთ ძირითად პარამეტრებსა და იმ ახალ ფუნქციებს, რომლითაც თანამედროვე ტელევიზორი უნდა იყოს აღჭურვილი.
ადგილი, მიზანი და დიაგონალი
პირველ რიგში განსაზღვრეთ რისთვის გჭირდებათ ტეევიზორი. უბრალოდ ტელევიზორისა და ფილმების საყურებლად, თუ კომპიუტერის ან სათამაშო კონსოლის ფუნქციით. განსაზღვრეთ რა მიზნით გჭირდებათ ტელევიზორი და რა აუცილებელი ფუნქციით უნდა იყოს ის აღჭურვილი.
განსაზღვრეთ სად დადგამთ ტელევიზორს. ეს საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ რამხელა დიაგონალიანი ტელევიზორი უნდა შეიძინოთ. კომფორტული ყურებისთვის საჭიროა ტელევიზორის მინიმალური დიაგონალი 4-ჯერ მცირე იყოს მანძილზე საყურებელი ადგილსა და ტელევიზორის ადგილს შორის.
ბიუჯეტი
ტელევიზორებში ფაქტიურად არ არსებობს ფასის ზედა ზღვარი. ნორმალურ ტელევიზორს 600 ლარადაც იყიდით, მაგრამ ძვირფასი ტელევიზორის ფასის ზედა ზღვარი ათობით ათასებსაც აღწევს.
გაფართოება
FULLHD vs 4K - აქ ყველაფერი დამოკიდებულია სიგნალის ხარისხზე და თქვენს ბიუჯეტზე. თუ არც ისე კარგი ხარისხის სიგნალს იღებთ, აირჩიეთ HD/FullHD ტელევიზორები. ხოლო თუ კარგი სიგნალი გაქვთ - 4K ტელევიზორი.
4K გაფართოებას 4-ჯერ მეტი პიქსელი აქვს. თუ FullHD-ის შემთხვევაში ეს რიცხვი 2 მლნ-ია. 4K-ს 8 მილიონი პიქსელი აქვს.
აუცილებელი სიხშირე
დღეისათვის ტელევიზორის მინიმალური სიხშირე არის 60 GHz. ეს სრულიად საკმარისი იქნება ვიდეოკონტენტის საყურებლად. 3D გამოსახულებისა და თამაშებისთვის კი დაგჭირდებათ 120 GHz-ზე მეტი.
მატრიცა
დღეისათვის მატრიცებს შორის LED ტექნოლოგიაა დომინანტი. მის საფუძველზე იქმნება თანამედროვე დისპლეების უმრავლესობა. მატრიცის ძირითადი სახეობებია: TN+film, IPS (PLS), *VA, AMOLED (OLED).
TN+film მატრიცის ტელევიზორები ყველაზე იაფასიანია. მათ არც ისე კარგი ფერთა გადმოცემა აქვთ. თუ ტელევიზორს ოთახის სხვადასხვა კუთხიდან უყურებთ, ჯობს აირჩიოთ IPS მატრიცის ტელევიზორი.
თუ გაქვთ კარგად განათებული ოთახი და ტელევიზორს ოჯახის ყველა წევრი ცენტრიდან უყურებთ, მაშინ *VA მატრიცის ტელევიზორი გჭირდებათ. თუ გამოსახულების მაქსიმალური ხარისხით გსურთ სარგებლობა უნდა აირჩიოთ ტელევიზორი ორგანული მატრიცით AMOLED.
ფორმა
რკალისებრი და ბრტყელი - მიუხედავად იმისა, რომ რკალისებრი ფორმა აუმჯობესებს გამოსახულებას (კიდევ რა უპირატესობები აქვს რკალისებრ ტელევიზორებს?) და ის საკმაოდ პოპულარულია, მაინც შეიძლება მარკეტინგულ ხრიკად ჩაითვალოს, რადგან გამოსახულების გაუმჯობესებასთან ერთად ის არაკომფორტულს ხდის ტელევიზორის ყურებას სხვადასხვა კუთხიდან.
გჭირდებათ თუ არა Smart TV
Smart TV ტელევიზორში ჩადგმული მინი-კომპიუტერია, როგორც წესი Android-ის ოპერაციულ სისტემაზე. ის საშუალებას გაძლევთ ვიდეოს Youtube-ში ან სხვა ონლაინ კინოთეატრებში უყუროთ. ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული გჭირდებათ/გსურთ თუ არა ასეთი ტელევიზორი.
გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ ყურებისთვის კარგი ინტერნეტ ქსელი გესაჭიროებათ. ამიტომ თუ ბიუჯეტში შეზღუდული ხართ და არც მსგავსი სერვისებით სარგებლობის აუცილებლობას განიცდით, არ არის აუცილებელი თქვენი ტელევიზორი იყოს smart ტექნოლოგიის.
ინტერფეისი და მათი რაოდენობა
ტელევიზორებს აქვთ სხვადასხვა ინტერფეისები. ძირითადი მათ შორის HDMI და USB-ია. თუ ეს უბრალო ტელევიზორია, მას 1 USB ექნება, რომელშიც ფლეშ მეხსიერების, კამერის და სხვა მოწყობილობების ჩართვას შეძლებთ. თუ გაქვთ Smart TV, უმჯობესია ტელევიზორს 2 USB პორტი ჰქონდეს.
თანამედროვე ტელევიზორს სასურველია ჰქონდეს 3 HDMI პორტი. თუმცა აქ ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე. წინასწარ უნდა გათვალოთ რამდენი პორტი გესაჭიროებათ.
გჭირდებათ 3D vs HDR?
თუ 40 ინჩიანზე მეტი დიაგონალის ტელევიზორს ყიდულობთ, ჯობს დაივიწყოთ 3D, რადგან ტყუილად დახარჯავთ ფულს. დღეისათვის 3D-ს სამი ვერსია არსებობს. ჩაკეტილი სათვალით, პასიხური სათვალით და უსათვალო.
HDR ტექნოლოგიას 3D-ს შემცვლელად მოიაზრებენ გამოსახულების უმცირეს დეტალებსაც კი აჩვენებს.
პოპულარული მოდელები