შეიძინეთ დრონი და მოაწყვეთ ფოტოსესია ან გადაიღეთ ვიდეოები
დრონები, რომლებსაც ზოგჯერ უწოდებენ უპილოტო საჰაერო ხომალდებს (უპილოტო საფრენი აპარატები) გამიზნულია იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც გარკვეულ პერიოდებში ადამიანის სიცოცხლესთვის საშიშია, ან ადამიანი იმ წერტილზე ფიზიკურად ვერ შეძლებს მისვლას გადასაღებად. სწორედ ამ დროს იყენებენ დრონს. ეს იქნება, სტიქიის დროს პერიმეტრის დათვალიერება თუ სხვადსხვა მწვერვალებისა და მთების ლამაზი ბუნების დაფიქსირება.
ეს რობოტული უპილოტო საფრენი აპარატები მოქმედებენ ბორტზე მფრინავის გარეშე და ავტონომიის სხვადასხვა დონით. დრონის ავტონომიის დონე შეიძლება მერყეობდეს დისტანციური პილოტიდან (ადამიანი პულტით აკონტროლებს მის მოძრაობებს) გაფართოებულ ავტონომიამდე, რაც ნიშნავს, რომ ის ეყრდნობა სენსორების სისტემას და LIDAR დეტექტორებს მისი მოძრაობის გამოსათვლელად.
დრონებს ახლა მრავალი ფუნქცია აქვთ, დაწყებული კლიმატის ცვლილების მონიტორინგიდან, სტიქიური უბედურებების შემდეგ სამძებრო ოპერაციების განხორციელებამდე, ფოტოგრაფია, გადაღება და საქონლის მიწოდება. მაგრამ მათი ყველაზე ცნობილი და საკამათო გამოყენებაა სამხედროები დაზვერვის, მეთვალყურეობისა და მიზანმიმართული თავდასხმებისთვის.
დრონებს აქტიურად გამოიყენებენ ვიდეობის გადასაღებად, ან ფოტოსესიის მოსაწყობად. ასევე მას შესანიშნავად იყენებენ კინო ინდუსტრიაშიც და მისი მეშვეობით მარტივი ხდება ულამაზესი ხედების გადაღება.
სხვადასხვა დრონებს შეუძლიათ სხვადასხვა სიმაღლეზე და დისტანციაზე გადაადგილება. ძალიან ახლო მანძილის დრონებს, როგორც წესი, აქვთ სამი მილის გავლის შესაძლებლობა.
ახლო მანძილის უპილოტო საფრენი აპარატებს აქვთ 30 მილის გაფრენის საშუალება.
მოკლე მანძილზე მფრინავ დრონები გადიან 90 მილამდე და გამოიყენება ძირითადად ჯაშუშობისა და დაზვერვისთვის, ინფორმაციის შესაგროვებლად.
საშუალო დიაპაზონის დრონებს აქვთ 400 მილი მანძილის დიაპაზონი და შეიძლება გამოყენებულ იქნას დაზვერვის შეგროვების, სამეცნიერო კვლევებისა და მეტეოროლოგიური კვლევებისთვის.
დრონებს, რომლეთაც ყველაზე დიდი მანძილის გაფრენა შეუძლიათ უწოდებენ გამძლეობის უპილოტო საფრენი აპარატებს და აქვთ უნარი გადალახონ 400 მილის დიაპაზონი და ჰაერში 3000 ფუტამდე ავიდნენ.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...