სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

ჩოფერი

ჩოფერი საუკეთესო ფასად, ონლაინ განვადებით, 1 წლიანი გარანტიით და უფასო ადგილზე მიტანის სერვისით მთელ საქართველოში. მინი და სტანდარტული ჩოფერების ძალიან დიდი არჩევანი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩოფერებს თანამედროვე სამზარეულოში ძალიან დიდი გამოყენება აქვს, მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ამ ტიპის პროდუქტების საჭიროების, შეძენის მეთოდების, შერჩევის და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ. 

ჩვენ ვეცდებით აგიხსნათ რომ ჩოფერი თქვენი სამზარეულოსთვის ნამდვილად საჭირო და შეიძლება ითქვას, ძალიან აუცილებელი ტექნიკაცაა.

ჩოფერი - რა არის და როგორ ავარჩიოთ?

ჩოფერი პროდუქტის დასაქუცმაცებელი დანადგარია, რომელიც აქტიურად გამოიყენება საბავშვო და არამარტო საბავშვო კვებაში, მნიშვნელოვნად ამარტივებს რა მაგალითად ბოსტნეულის დაჭრას ნებისმიერი საჭიროებისთვის და ა.შ.

მისი ძირითადი მახასიათებლებია:

  • კონტეინერის მოცულობა
  • დანების ტიპი (ორმაგი თუ არა)
  • სიჩქარეების რაოდენობა
  • დანების მასალა
  • სიმძლავრე
  • კაბელის სიგრძე
  • გარეცხვის სიმარტივე (მაგალითად ჭურჭლის სარეცხ მანქანაში)

ჩოფერების ნაწილი აღჭურვილია ყინულის სამტვრევი დანით, რაც მას განსაკუთრებულ მოსახერხებულობას ანიჭებს და დამატებით დანიშნულებას სძენს.

მინი ჩოპერი სტანდარტულისგან მხოლოდ კონტეინერის ზომით არ განსხვავდება

როგორც წესი, შეზღუდული აქვს ფუნქციონალი და ნაკლებად გამოყენებადია ფართო დანიშნულებით. პირიქით, დიასახლისების უმეტესობა ამ ნივთს ბლენდერთან ერთად ან როგორც ბლენდერის დანამატს ყიდულობს, მითუმეტეს, რომ ამ ტიპის მოდელებს საუკეთესო ბრენდი, Philips გვთავაზობს და ონლაინ მაღაზია ისურვე.ჯი-შიც ასეთი 4 მოდელიდან შეგიძლიათ აარჩიოთ სასურველი მათგანი (იხ. ფოტოზე).

 

ჩოფერის ფასი 

ფასები ამ პროდუქტზე საკმაოდ ხელმისაწვდომია, Nikai-ს ყველაზე იაფიანი ჩოფერია 1.5 ლიტრი მოცულობის მქონე მოდელი მხოლოდ 85 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, ხოლო განვადებით თვეში 6 ლარად. 

ყველაზე ძვირიანი, ცხადია, ბლენდერთან ერთად არსებული ვარიანტებია და მათი ფასი 200-დან 290 ლარამდე მერყეობს. სტანდარტული ჩოფერების პრემიუმ მოდელი Philips HR 2505/90-ია, ფასით: 235 ლარი.

საშუალო ფასად, ან ხშირად ფასდაკლებით, კენვუდის ჩოფერი შეგიძლიათ იყიდოთ, 200 ან 214 ლარად.

წარმატებულ შოპინგს და გემრიელი კერძების მომზადებას გისურვებთ!

ჩოფერი სამზარეულოს კომპაქტური და პრაქტიკული ნაწილია

გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იციანი თითოეული იმ წვრილი ტექნიკის ფასი, რომელიც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ჩანს.

ჩოფერი პროდუქტებს მარტივად აქუცმაცებს სასურველ ზომაზე და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე სწრაფად მუშაობს, ასევე არ იკავებს დიდ ადგილს სამზარეულოში, ამიტომ თანამედროვე სამზარეულო ჩოფერის გარეშე წარმოუდგენელია.

მწარმოებლები, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების მოწყობილობებს აწარმოებენ, კარგად აცნობიერებენ, თუ რას ვსაჭიროებთ ყოველდღიურად, ამიტომ ახალი მოდელის ჩოფერები ყოველთვის იწვევს აღტაცებას.

ჩოფერი ფასი და მოდელის მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს კატეგორიაში, რომელიც უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ.

ჩოპერი რამდენიმე წამში ამუშავებს სხვადასხვა პროდუქტს

ყოველდღიურად სხვადასხვა კერძის მზადება არც ისე მარტივი საქმეა, როგორც ეს შორიდან ჩანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახის თითოეულ წევრს თავისი გემოვნება აქვს.

პრეტენზიული ოჯახის წევრები დიასახლისებს საქმეს ზედმეტად ურთულებენ - ზოგს ხახვი არ უყვარს, ზოგს მწვანილი, ზოგს სტაფილო და ა.შ.

ელექტრო ჩოფერი ძალიან წვრილად აქუცმაცებს ნებისმიერ პროდუქტს, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენს კერძებს ჩვეული გემო, არომატი და სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნოთ, ამავდროულად კი, არც ოჯახის პრეტენზიული წევრები გაანაწყენოთ.

ისეთი საჭირო და მნიშვნელოვანი პროდუქცია, როგორიც ჩოფერი, ბლენდერი, ხორცსაკეპი და უამრავი სხვა წვრილმანი და მსხვილი საოჯახო ტექნიკაა, ისურვეზე შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ.

ჩოფერი იაფად საუკეთესო ხარისხის მწარმოებლებისგან ხშირად შეგხვდებათ ჩვენთან, რადგან ფასდაკლებები და სხვადასხვა საინტერესო შეთავაზება ისურვეზე მუდმივად ცხადდება.

გარდა ბოსტნეულისა, ჩოფერით შესაძლებელია ასევე სხვადასხვა ხილის დაქუცმაცება, რომელსაც ხშირად სხვადასხვა წასახემსებლის მოსამზადებლად ვსაჭიროებთ.

ჩოფერი ხორცის დასამუშავებლად გამოიყენება, მრავალდანიანი ჩოფერები ხორცს ძალიან სწრაფად კეპავენ, რაც მთავარია, ჩამრთველი ღილაკით მარტივადაა შესაძლებელი პროდუქტის სასურველ ზომებად დაქუცმაცება.

სამზარეულოს საჭირო მოწყობილობები და წვრილმანი ნივთები ისურვეზე დიასახლისების საყვარელი კატეგორიაა, დაბალი ფასების, მრავალფეროვანი და ინოვაციური პროდუქციის არჩევანისა და ხელსაყრელი მომსახურების დამსახურებით.