სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 6 გვერდი

ქვაბების ნაკრები - Qvabebis Nakrebi

ქვაბების ნაკრების ყველაზე დიდი არჩევანი, ყველა ბრენდის, მასალისა და ზომის ჭურჭლის მაღაზია ონლაინ, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ქვაბების ნაკრები განვადებით ან საბარათე გადახდით, სახლიდან გაუსვლელად.

სამზარეულოს ჭურჭელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიაა ჩვენს საიტზე და შესაბამისად, ვცდილობთ მომხმარებელს მაქსიმალურად ფართო ასორტიმენტი და მოსახერხებელი პირობები შევთავაზოთ.

ჭურჭლის ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია ემალის ქვაბები, გერმანული ქვაბების ნაკრები, ასევე განსაკუთრებული შეთავაზებები და ფასდაკლებები გრანიტის ქვაბების ნაკრების ყიდვის სურვილის შემთხვევაში და ა.შ.

ყველა ბრენდის ქვაბების ნაკრები ფასდაკლებით

სპეციალური პირობები მოქმედებს მათთვისაც, ვისაც კერამიკის ქვაბების ან გრანიტის ჭურჭელის ყიდვა სურს, მათ შორის შესაძლებელია შეიძინოთ ჭურჭელი განვადებით და დაიწყოთ გადახდა მომდევნო თვიდან, დამატებითი დოკუმენტების გარეშე, ოთხი ბანკის ონლაინ საბანკო განვადებით, ხოლო შეძენილ ქვაბების და ტაფების ნაკრებს კურიერი საქართველოში ნებისმიერ მისამართზე უფასოდ მოგიტანთ.

ქვაბების შეძენისას გასათვალისწინებელი ძირითადი გარემოებები:

  1. მასალის ეკოლოგიური სისუფთავე;
  2. თავსახურის და სახელურების მასალები სასურველია არ ცხელდებოდეს;
  3. კედლების და ძირის სისქე;
  4. არ იკრავდეს საკვებს;
  5. იყოს ადვილად რეცხვადი;
  6. ჰქონდეს რაც შეიძლება მეტ გასათბობ საშუალებაზე გამოყენების შესაძლებლობა

მაღაზიაში წარმოდგენილია ყველაზე მოთხოვნადი, Dessini-ს ქვაბების ნაკრების ფართო არჩევანიც და მათი განვადებით შეძენაცაა შესაძლებელი. ხოლო გერმანული ჭურჭელი იაფად, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, განთავსებულია ცალკე კატეგორიაში, ქვაბების ფერების, ნაკრების შემადგენლობის და ზომების უკეთ ასარჩევად.

ასევე, ცალკე კატეგორიად გთავაზობთ გერმანული ქვაბების ნაკრებს, შემდეგი ბრენდების სახით:

  • Prima Germany
  • Berllong
  • Hascevher
  • Millerhaus
  • Prima Zepter
  • Arshia
  • Baustein

რატომაა ქვაბები განვადებით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კატეგორია ისურვეზე?

ქვაბების ნაკრების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნა ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში მათზე არსებულმა დაბალმა ფასმა, აქციების სიმრავლემ და განვადების სიმარტივემ განაპირობა. 

ისურვე მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს და იყოს გამორჩეული ფასის კუთხითაც.

გარდა ფასისა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია განვადებაც, ვინაიდან ქვაბების და ტაფების დიდი ნაკრები როგორც წესი პრემიუმ ფასით გამოირჩევა.

განვადების დროს ქვაბების ყიდვა გაცილებით მარტივია, პროდუქტი მნიშვნელოვნად არ ძვირდება და გადახდას იწყებთ მომდევნო თვიდან.

ასევე, საგანვადებო აქციებზე, ხშირად შემოთავაზებებში მოქცეულია საჩუქრებიც, ბლენდერები, აეროგრილები, ჩამჩების ნაკრები და ა.შ.

ჭურჭელი, რომელსაც ისურვე გთავაზობთ, გახლავთ ეკოლოგიურად სუფთა, რეალურად იმდენ ფენიანი ძირი აქვს, რამდენიც აღწერაშია მითითებული და სხვა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რატომაც ჩვენი ჭურჭლის მაღაზია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საქართველოში.

ქვაბების ნაკრები სამზარეულოს ნაკრების მთავარი წარმომადგენელია

არავის წარმოუდგენია სამზარეულო ქვაბების ნაკრების გარეშე. ქალბატონები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ, როცა საქმე ქვაბების ნაკრებს ეხება და ცდილობენ აუჩქარებლად და დეტალებზე ორიენტირებით მიიღონ გადაწყვეტილება.

ქვაბების ნაკრები დიზაინის, შემადგენლობის, მასალისა და ფასის მიხედვით უამრავი სახეობის არსებობს, რომელთა შერჩევაც ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ, რადგან გთავაზობთ ყველაზე დიდ ასორტიმენტს, რომელიც ყველა გემოვნების მომხმარებლის ინტერესებს ითვალისწნებს.

გრანიტის, ალუმინის, ემალის, კერამიკის, თიხისა და უჟანგავი ფოლადის ქვაბების ყველაზე დიდი ასორტიმენტი ისურვეზე საუკეთესო ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ქვაბები თქვენი ოჯახისთვის გემრიელი კერძების მოსამზადებლად

საოჯახო ნივთები, რომელთაც სახლში შევხვდებით, იმდენად მრავალფეროვანია, რომ მათი შერჩევისას მხოლოდ ხარისხსა და მასალაზე კი არა, დიზაინზეც ბევრია დამოკიდებული.

ზოგიერთი ჭურჭელს მასალის მიხედვით არჩევს და ვიზუალს ყურადღებას არ აქცევს, ხოლო დაკვირვებული დიასახლისები კი ცდილობენ თითოეული ნივთი მიესადაგებოდეს მათ ინტერირსა და გემოვნებას.

ქვაბები ყველაზე გამძლე და უსაფრთხო მასალისგან ისურვეზე შეგიძლიათ შეარჩიოთ, ქვაბების ნაკრებების უმრავლესობას სხვადასხვა დიზაინით წარმოგიდგენთ, რათა შეძლოთ თქვენთვის იდეალური მოდელის შეძენა.

ხარისხიდან და კომპლექტაციიდან გამომდინარე, ქვაბების ნაკრების ფასებიც განსხვავდება. ზოგიერთი ნაკრები 20-30 ნაჭრიანია და სხვადასხვა ზომის ქვაბებსა და ტაფებს აერთიანებს, თავსახურების ჩათვლით.

ქვაბები განვადებით უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ, აღარ არის საჭირო ფინანსები წინასწარ მოაგროვოთ, ან ბიუჯეტურ მოდელებს დაჯერდეთ, რადგან ონლაინ განვადების მოქმედი სისტემა ქვაბებზეც ვრცელდება და საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველი მოდელი ძალიან სწრაფად შეიძინოთ, ხოლო ფასი ეტაპობრივად გადაიხადოთ.

თუ ერთიანი გადახდა გირჩევნიათ, გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ გადახდა არ არის სავალდებულო, შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნივთი და ღირებულება მას შემდეგ გადაიხადოთ, რაც კურიერი მას სასურველ მისამართზე მოგართმევთ.

ქვაბების ნაკრები ფასდაკლებით - შემოთავაზება, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ

ისურვე მომხმარებლებს სხვადასხვა საინტერესო შემოთავაზებით მუდმივად ანებივრებს და სთავაზობს სააქციო ფასებს.

ფასდაკლება, რა თქმა უნდა, ქვაბების ნაკრებზეც ვრცელდება, რადგან ეს კატეგორია ისურვეზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

ქვაბების არჩევანი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მომხმარებლები ხშირად იბნევიან და საუკეთესოს ამორჩევისას ყურადღებით ისმენენ ოპერატორების კონსულტაციას, რომელთან დაკავშირებაც ცხელი ხაზის საშუალებით შეძლებთ.

ქვაბების ნაბორი იდეალური საჩუქარია დიასახლისებისთვის

სახლში ქვაბები საკმარისი არასოდესაა. თითქმის ყველა დიასახლისი ამას ამბობს, ამიტომ ხარისხიანი და ლამაზი ქვაბების ნაკრები მათ ყოველთვის გაახარებთ.

ქვაბების ნაკრები ხარისხიანი და გამძლე მასალით მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს უსაფრთხო თვისებებს, არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს, არ იკრავს საკვებს, არ იხაზება და ინარჩუნებს პირვანდელ იერს.

შეარჩიეთ სასურველი მასალის ქვაბების ნაკრები ისურვეზე და ისარგებლეთ მიტანის უფასო სერვისით მთელი ქვეყნის მასშტაბით.