სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 131 გვერდი

სახლი

სახლი და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნივთი ისურვეს ერთ, განსაკუთრებულ კატეგორიაში.

უამრავი პროდუქტი, 60-მდე სხვადასხვა სეგმენტიდან, წვრილი და მსხვილი ტექნიკის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდებიდან.

გარანტირებულად საუკეთესო ფასები, განვადების მარტივი, ონლაინ მეთოდები და ფასდაკლების ოფცია ყველა შენაძენზე, უფასო მიტანის პირობასთან ერთად.

ძალიან სასიხარულო მომენტია, როდესაც სახლში იმ ნივთებს პოულობ, რომელიც განსაკუთრებით დაგჭირდება ხოლმე. სახლის ნივთების ჩამონათვალი ძალიან დიდია, ამიტომ თავისი მნიშვნელობის მიხედვით, კონკრეტულად ერთის გამოყოფა - რთულია. 

სახლის ნივთები შეიძლება აერთიანებდეს სამზარეულო ჭურჭელს, აუზს, ბაღისა და ეზოს ინსტრუმენტებსა  და სხვა უამრავ წვრილ ტექნიკას.  თუკი isurve.ge-ს საიტს ესტუმრებით, სახლის ჩამონათვალში ნახავთ საკმაოდ ვრცელ კატალოგს, რომელშიც უამრავი საჭირო ნივთია გაერთიანებული.

აღსანიშნავია, რომ საიტზე თითოეული პროდუქციის დეტალური მახასიათებლების აღწერაც შეგხვდებათ, რომელიც  გაგიმარტივებთ შედარების პროცესსა და საბოლოოდ სწორი არჩევანის შესაძლებლობას.

განხილვას სამზარეულო ჭურჭლით დავიწყებ, რომელიც მოიცავს გერმანული ქვაბების ნაკრებს, ასევე ემალირებული, უჟანგავი და გრანიტის ქვაბების ნაკრებს. მათი შერჩევისას სასურველია გავითვალიწინოთ ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: ზომა, ფორმა და თერმული პირობები.

მომზადებული პროდუქციის მოცულობა, შესაბამისობასთან უნდა მოდიოდეს ქვაბის ზომასთან. კერძების მომზადებაც განისაზღვრება ქვაბების დანიშნულებისა და  მახასიათებლების მიხედვით. სუპებისა და მარცვლეულის მოსამზადებლად, შესაფერისია მრგვალი ქვაბები, ხოლო ფრინველის, ღორის, თევზის შესაწვავად,  უმჯობესია გამოიყენოთ მოგრძო ტიპის ტაფები. დაბალი მოდელის ქვაბები კარგია ჩაშუშული კერძების ან ნახევარფაბრიკატების მოსამზადებლად.

სამზარეულოსთვის კიდევ ერთი საჭირო ნივთი ელექტრო ჩაიდანია, რომლის შერჩევაც გარკვეულ დაკვირვებას მოითხოვს. ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი და აუცილებელია მოწყობილობის დამატებითი პარამეტრების გათვალისწინება. მაგალითად, ტიპის განსაზღვრა - უჟანგავი ფოლადისაა თუ შუშის, რამდენია წყლის საერთო მოცულობა და ა.შ.

ყველაზე ხშირად, ელექტრო ჩაიდანი წარმოდგენილია შემდეგი მოცულობით:

  • 1.5 ლიტრი - განკუთვნილია ერთი ან ორი ადამიანისთვის;
  • 1.7-2.5 ლიტრი - განკუთვნილია 4 კაციანი ოჯახისთვის;
  • 2.5 ლიტრზე მეტი - განკუთვნილია ოფისებისთვის.

ჩაიდანის შემდეგ აუცილებლად უნდა გადავიდეთ ყავის აპარატზე, რომელზეც ბოლო პერიოდში მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.

იტალიური ბრენდი Saeco  დამსახურებულად იკავებს მოწინავე მწარმოებლის პოზიციას, რაც გასაკვირი არ არის, რადგან Saeco-ს ყავის აპარატები 30 წელზე მეტია, მაღალი დონის არომატულ ყავას ამზადებენ.  ტექნიკა მოთხოვნადია როგორც პროფესიონალებში, ისე - სახლში დამზადებული ყავის მოყვარულებისთვის.

მოდური ვერცხლისფერი აპარატი შავი სქემით,  გარდაქმნის მოწყობილობას ინტერიერის დახვეწილ ელემენტად, ხოლო მისი კომპაქტური ზომა საშუალებას მოგცემთ განათავსოთ ყავის აპარატი  ყველა ოთახში.

აღჭურვილობის მზა მექანიზმები ადვილად იხსნება და  ირეცხება სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე. აქვს გასაგები კონტროლის სისტემა, რომლის გამოყენება მოსახერხებელია იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც პირველად მიუახლოვდა ყავის აპარატს.

თუკი ჩამონათვალს თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ ეზოსა და ბაღის ინსტრუმენტებიც მრავლადაა.  მაგალითად, ქვეკატეგორიებში  აუცილებლად შეგხვდებათ ელექტრო ხერხი, ბალახის საკრეჭი, სასხლავი სეკატორი, ჯაჭვური ხერხი და სხვ.

ეზოს მოწყობილობების გარდა, სახლის ნივთების  კატეგორიაში იპოვით მატრასებს, გამათბობლებს, საკერავ მანქანებს, სამზარეულო სასწორებს და ა.შ.

თუკი არჩევანს ბოლო ნივთზე, სამზარეულო სასწორებზე გავაკეთებთ, მაშინ აუცილებლად უნდა გავიწთვალისწინოთ თავიდანვე, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის მოდელები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან.

მოწყობილობის შერჩევის ზოგადი კრიტერიუმი არსებობს, რომელიც მისი შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ:

  • დიზაინის მახასიათებლები;
  • წარმოების მასალა;
  • წონის ზღვარი;
  • დამატებითი პარამეტრები.

საშუალოდ, სასწორი შეიძლება იწონიდეს მაქსიმუმ ორიდან ხუთ კილოგრამამდე პროდუქტს. მექანიკური  სასწორები  იდეალურია იმ მხრივ, რომ საკმაოდ ბიუჯეტური ფასი აქვს და განკუთვნილია მცირე ზომის ნაწარმისთვის. ხოლო ელექტრო სასწორები ბევრად უფრო ფუნქციონალური და მოსახერხებელია, ვიდრე მექანიკური მოდელები.

ისურვე.ჯი-ზე დედამიწის წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი და მათი ნაწარმი ყველაზე დაბალ ფასში იყიდება, ჩვენთან ყოველთვისაა შესაძლებელი ფასდაკლების მიღება, ხოლო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მაშტაბით უფასოა!