სრული კოლექცია


საბავშვო ელექტრო მანქანა

საბავშვო ელექტრო მანქანა - აჩუქეთ თქვენს პატარას დიდი სიხარული, იაროს მშობლებივით საკუთარი მანქანით , და რაც მთავარია იყოს ამ დროს სუფთა ჰაერზე და მზის ქვეშ.

საბავშვო ელექტრო მანქანები - პატარების საყვარელი გასართობი

ბავშვებს სჭირდებათ ბევრი სათამაშო, ამისათვის კი მშობლები სახსრებს არასოდეს ზოგავენ. სულ პატარა ასაკიდან მოზარდობამდე ბავშვები უამრავ სათამაშოსთან ერთად ატარებენ დროს.

საბავშვო ელექტრო მანქანები სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის , ყველანაირი ფერისა და მოდელის, რომლითაც ბავშვები საოცარ შთაბეჭდილებებს მიიღებენ.

საბავშვო ელექტრო მანქანა ხომ არნახულ ბედნიერებას მოუტანს თქვენს პატარას. მისი მეშვობით ის თან სუფთა ჰაერზე იქნება და თან ისეთ სათამაშოს შეიძენს რომელიც საოცრად გაამხიარულებს.

ისურვეზე შეძენილ საბავშვო მანქანებს ჩვენ მთელ საქართველოში უფასოდ მოგართმევთ. ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ ასევე მოქნილი ონლაინ განვადებისა და ფასდაკლების პირობებით.

აღწერაში წარმოგიდგენთ კომპაქტურ საბავშვო ელექტრო მანქანებს, რომლებიც განკუთვნილია 3-დან 8  წლამდე ბავშვებისთვის.  აღნიშნული მოდელები მაღალსიჩქარიანი და ამავე დროს,  საიმედო მანქანებია, რომელთაც შეგიძლიათ ენდოთ.

ელექტრო მანქანები იაფად ისურვეზე შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის, სხვადასხვა ფერისა და მოდელის მიხედვით, რაც თქვენს პატარებს ძალიან გაახარებს.

საუკეთესო საბავშვო ელექტრო მანქანები

ასეთი მოდელები, ნებისმიერ გზაზე, დიდი  სტაბილურობით გამოირჩევა, რომელთა მართვაც, დაბალი წონიდან გამომდინარე - მარტივია.  შესაფერისია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. გარდა ამისა, საბავშვო მანქანები ხშირად წარმოდგენილია ნამდვილი მანქანების ზუსტი ანალოგით.

ბავშვის ელექტრო მანქანები განვადებით სასურველ ბანკში, თქვენთვის მისაღები ვადით შეგიძლიათ შეიძინოთ, ამას ისურვე გთავაზობთ, რათა ხარისხიანი მანქანის შეძენა ყველანაირი ფინანსების მქონე მომხმარებლისათვის იყოს შესაძლებელი.

Peg-Perego Polaris Slingshot

ორი რბილი სავარძელი და ქამრების დამაგრება, უზრუნველყოფს ბავშვების კომფორტსა და უსაფრთხოებას. რეზინის ბორბლების დამსახურებით, ადვილად გადაადგილდება სხვადასხვა ზედაპირზე. წინ და უკან მართვის  შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად ამარტივებს მანქანის გადაადგილებას.

ჩასაჯდომი ელექტრო მანქანების  მაქსიმალური ტევადობა 60 კილოგრამია, მაქსიმალური სიჩქარე კი - 7.3 კმ / სთ. მართვისთვის,  Polaris Slingshot იყენებს 12 ვ ბატარეას. პაკეტში ასევე შედის: უკანა ხედვის სარკეები, ამორტიზატორი, საყვირი და დამტენი.

უპირატესობები:

  • ძლიერი კონსტრუქცია;
  • ფართო ბორბლები;
  • კომფორტული სკამები;
  • FM რადიო მხარდაჭერა;
  • მდიდარი კომპლექტაცია.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

Dake Ford Ranger DK-F650

საბავშვო მანქანის  სხეული მდგრადია ნებისმიერი რთული პირობების მიმართ. ბორბლები დამზადებულია კაუჩუკის რეზინისგან, რომელიც კარგად უძლებს ნებისმიერი სახის ნაკაწრებს და შესაძლებელია რთულ გზებზეც გადაადგილება. მანქანის მაღალი სიმაღლე, უზრუნველყოფს  არათანაბარ ზედაპირზე შესანიშნავ გადაადგილებას. მანქანის ზომებია - 137x80x81 სმ.

კარები ორივე მხრიდან იღება-იკეტება, რაც  ბავშვის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად ზრდის. ოთხკუთხედი საბარგული საშუალებას გაძლევთ, მანქანით ატაროთ სათამაშოები და საჭირო აქსესუარები. აუდიომაგნიტოფონის სენსორული ეკრანის წყალობით,   შესაძლებელია ნებისმიერი სიმღერის ჩართვა.   სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარეა 7 კმ / სთ.

უპირატესობები:

  • მოძრაობის უსაფრთხოება;
  • ოთხკუთხედი საბარგული;
  • გამძლე სხეული;
  • შეუძლია ნებისმიერი სირთულის გზაზე გადაადგილება;
  • მართვის სიმარტივე.

JiaJia JT528  - ელექტრო მოტოციკლი

რთულ პირობებში გამოყენების დროსაც, მოწყობილობის გამძლე სხეული, რომელსაც აქვს დამცავი საფარი, არ კარგავს თავის მახასიათებლებსა და მიმზიდველ გარეგნობას.  ძლიერი ძრავა უზრუნველყოფს მაღალ გამტარუნარიანობას მაქსიმალური დატვირთვის პირობებშიც კი.

ელექტრო მოტოციკლი  მოძრაობს 7 კმ / სთ სიჩქარით, რომელიც ბავშვს სთავაზობს მართვის რეჟიმების მოსახერხებელ შეცვლას.

მოწყობილობის ზომები - 110x40x60 სმ-ია, წონა - 14.6 კგ. მგრძნობიარე კონტროლის მექანიზმი ხელს უწყობს მარტივ მანევრირებას. რბილი სკამი უზრუნველყოფს კომფორტულ ტარებას დიდი ხნის განმავლობაში. ბატარეის სიმძლავრე საკმარისია 2 საათიანი აქტიური მოძრაობისთვის.

უპირატესობები:

  • ძრავის სწრაფი ჩატვირთვა;
  • აქვს ძლიერი ძრავა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ სიჩქარეს;
  • ძლიერი ბორბლები;
  • მდიდარი კომპლექტი;

ნაკლოვანებები:

  • საკმაოდ მძიმეა.

Toyland BMW 6 GT JJ2164

საბავშვო ელექტრო მანქანა BMW-ს  აქვს დიდი ზომის რეზინის ბორბლები, რომლებიც უზრუნველყოფს შესანიშნავ  გადაადგილებას  სხვადასხვა ზედაპირზე. სიჩქარის გადართვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური მართვა.

ტყავის სავარძელი  და ღვედი უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო  გადაადგილებას. ელექტრო მანქანის ზომებია 106x64x51 სმ, ხოლო მაქსიმალური ტევადობა -  30 კილოგრამია.

აღჭურვილია MP3 პლეერის დასაკავშირებელი, USB  და მეხსიერების ბარათის პორტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაუკავშირდეთ პორტატულ მოწყობილობებს. წინა და უკანა განათებები აღჭურვილია LED განათებით. დამატებითი ფუნქციები მოიცავს სტანდარტულ მელოდიებსა და სიგნალიზაციის ღილაკს.

უპირატესობები:

  • კომფორტული სკამები და ღვედის დაცვა;
  • დისტანციური მართვის შესაძლებლობა;
  • ფართო ბორბლები.

ნაკლოვანებები:

  • მოიხმარს მაღალ ენერგიას;
  • აქვს მცირე ტევადობა.

Toyland BMW 6 GT JJ2164 რეკომენდებულია 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (წონის შესაბამისად) - თანამედროვე ავტომობილი უსაფრთხოა ტარებისა და გადადგილებისთვის.