თავის მოვლა - მამაკაცები
თმისა და წვერზე ზრუნვა მამაკაცების თავის მოვლის განყოფილებაში.
ფილიპსის, პანასონიკის და სხვა წამყვანი ბრენდების მხოლოდ უმაღლესი ხარისხის აქსესუარები ყველაზე იაფად.
განვადება, უფასო ადგილზე მიტანა და ბარათით ან ადგილზე გადახდის მეთოდები, ოფიციალურ საგარანტიო პირობებთან ერთად.
თავის მოვლა მამაკაცებს ისევე უყვართ, როგორც - ქალბატონებს. რადგან ამ ორ სქესს შორის სხვადასხვა მოწყობილობებით ხდება თავის მოვლა, ამიტომ, ამ შემთხვევაში, აქცენტს მხოლოდ მამაკაცის წვერის საპარსებსა და თმის საკრეჭებზე გავაკეთებთ.
მამაკაცის წვერის საპარსი ერთ-ერთი გამორჩეული აქსესუარია, რომელიც მნიშვნელოვნად უნდა გამოირჩეოდეს ხარისხითა და ეფექტური შედეგით. მხოლოდ სწორად შერჩეული მოწყობილობა უზრუნველყოფს გაპარსვის შემდგომ გლუვ კანს ჭრილობებისა და გაღიზიანების გარეშე.
თუკი ხშირად გიწევთ წვერის მოვლა და გსურთ მუდმივად დახვეწილად გამოიყურებოდეთ, უნდა იცოდეთ - რა პარამეტრებით იხელმძღვანელოთ მოწყობილობის გამოყენებისას. გაითვალისწინეთ, რომ წვერსაპარსები გამოყენების მიხედვით ორი კატეგორიისაა: ერთი სახლის პირობებში გამოსაყენებლად, ხოლო მეორე - პროფესიონალური მოდელები, რომლებიც უფრო სილამაზის სალონებში გამოიყენება.
ქვემოთ წარმოგიდგენთ რამოდენიმე რეკომენდაციას, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მათი შეძენისას:
- მასალა - ძირითადად, გამოიყენება მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადი, რომელიც არ აზიანებს კანს.
- დანების გადაადგილების ძალა და სიჩქარე - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებლები, მით უფრო სწრაფი, კომფორტული და უკეთესია წვერის გაპარსვა.
- საქშენები - სხვადასხვა მანქანის შესაძლებლობების მაქსიმალური დიაპაზონი 0,5-დან 41 მმ-მდეა, პოზიციების რაოდენობა კი 2-დან 41-მდე მერყეობს, თუმცა 5-დან 6-მდე პოზიცია - სრულიად საკმარისია მამაკაცის თმის შესაჭრელად, წვერის გასაპარსად - მითუმეტეს.
- დატენვის მეთოდი - არსებობს ორი ტიპის თმის საჭრელი: 1) მუშაობს მხოლოდ დენის წყაროსთან მიერთების შემდეგ; 2) მუშაობს ელემენტებით, რომელიც პერიოდულად საჭიროებს დატენვას.
მამაკაცების თავის მოვლისთვის საკმაოდ დახვეწილი, ეფექტური, თანამედროვე წვერის საპარსი აქვს წარმოდგენილი Philips , რომლის პროდუქციას ონლაინ მაღაზია ისურვეზეც შეხვდებით.
უფრო კონკრეტულად თუ განვიხილავთ ამ ბრენდის მოდელს, მაშინ ყურადღებას ეთ-ერთ მათგანზე შევაჩერებთ. ეს არის Philips BT7210 , რომელიც თავისი ფუნქციონალურობით გამოირჩევა.
აღნიშნული მოდელი უახლესი ვაკუუმის ტექნოლოგიითა აღჭურვილი. მოჭრილი წვერი თავსდება სპეციალურ კონტეინერში, სადაც საბოლოოდ გროვდება თმის 90%. ფოლადის დანები კარგად უმკლავდებიან სქელსა და მკაცრ თმას.
მოწყობილობა აღჭურვილია სიგრძის რეგულატორით, რომელსაც 20 პოზიცია აქვს 0.5 - 20 მმ დიაპაზონში. მანქანა მუშაობს მაგისტრალური ქსელიდან და ბატარეით. ბატარეის დატენვას 1 საათს ანდომებს, ხოლო მუშაობით 75 წუთი ძლებს.
თუკი უპირატესობებს განვიხილავთ, უნდა აღინიშნოს მარეგულირებელი შუქნიშანი, რომლითაც პარამეტრის ნომრები ნათდება, როდესაც მანქანა ჩართულია. ასევე კომპლექტაცია, რომელშიც შედის 2 საკრეჭი, 2 საქშენი და დანები დასუფთავებისთვის.
მამაკაცების თავის მოვლის საშუალებები წვერის საპარსებისა და თმის საჭრელების გარდა მოიცავს ასევე ცხვირის, ყურებისა და წარბების ტრიმერს, რომელიც ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია.
Remington NE38702 000 ცხვირისა და ყურის ტრიმერია, რომელიც ეფექტურად აცილებს თმას და არ იწვევს ტკივილს. ამავდროულად, ორმხრივი ვერტიკალური მოდელი საშუალებას გაძლევთ მიუთითოთ წარბების და ულვაშის მოჭრის სიგრძეც.
პირები მზადდება გამძლე ფოლადისაგან, რომელიც დამატებით ანტიბაქტერიული საფარითაა დაფარული, რაც არ იძლევა სხვადასხვა მიკროორგანიზმის არსებობისა და გამრავლების საშუალებას.
დადებითი:
- ღირებულება;
- ანტიბაქტერიული საფარი;
- ფოლადის პირები;
- ერგონომიული სახელური.
- კარგი ბრენდი.
კიდევ ერთი მოდელი ეს არის BRAUN BT3040-ის უნივერსალური ტრიმერი, რომლის საშუალებითაც, მოჭრილი სიგრძე მოხერხებულად რეგულირდება ბორბლის საშუალებით. მოცემულია მხოლოდ ორი საქშენი - მოკლე თმის შეჭრისთვის 1-10 მმ და 11-20 მმ.
დადებით მახასიათებლებს რაც შეეხება, აქვს სხვადასხვა სიგრძის პარამეტრები და წვერის კორექტირება ნახევარ მილიმეტრამდე. ნაკრებში შედის გრძელი საქშენებიც. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ უნივერსალური ტრიმერის დიზაინი ტენიანობის საწინააღმდეგოა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გარეცხოთ მოწყობილობა წყლის ქვეშ პირების ამოღების გარეშე.
დამტენი ავტომატურად ადაპტირდება ძაბვის ქსელში (100-240 ვტ დიაპაზონში). ცუდი ისაა, რომ დატენვას სჭირდება ძალიან დიდი დრო - 8-დან 10 საათამდე.
ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ისურვე.ჯი-ზე დედამიწის წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი და მათი ნაწარმი ყველაზე დაბალ ფასში იყიდება, ჩვენთან ყოველთვისაა შესაძლებელი ფასდაკლების მიღება, ხოლო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მაშტაბით უფასოა!